“სამტრედიას” ზედიზედ მეათე მოუგებელი შეხვედრა ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში ბოლნისის “სიონმა” სამტრედიის “სამტრედია” “მიხეილ მესხი 2”-ზე მიიღო. ანგარიში მასპინძლებმა 21-ე წუთზე გახსნეს. გოლის ავტორი ალექსანდრე გურეშიძე გახდა. თუმცა, ზუსტად რვა წუთში გიორგი ერისთავმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაათანაბრა. მეორე ნახევარში, ერთ-ერთ მომენტში ლაშა მანაგაძე შევიდა იმერელთა საჯარიმოში და კარისკენ დაარტყა, თუმცა გივი ქარქუზაშვილს ბურთი ხელში მოხვდა. ამაზე მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, რამაც “სიონის” მოთამაშეთა და სამწვრთნელო შტაბის აღშფოთება გამოიწვია. მათ შორის იყო ალექსანდრე კოშკაძე (უკვე შეცლილი მოთამაშე), რომელმაც ზედმეტი საუბრის გამო, წითელი ბარათი მიიღო და სათადარიგოთა სკამის დატოვებაც მოუწია. საბოლოოდ, ფრე – 1-1.

ამ მატჩის შემდეგ ბოლნისლებმა რვა ქულა დააგროვეს და მეცხრე ადგილზე არიან. ხოლო, იმერლებმა უკვე ზედიზედ მეათე შეხვედრა ვერ მოიგეს. “სამტრედია” რვა ქულით მერვეა.

 

“სამტრედია” “რუსთავს” დაუზავდა (ვიდეო)

გუშინ ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩები გაიმართა.

“სამტრედიამ” “ევგრაფი შევარდნაძეზე” “რუსთავი” მიიღო. მიუხედავად გუნდების აქტიური მცდელობისა, აღნიშნული შეხვედრა უგოლო ფრით, 0-0 დასრულდა. ამ მატჩის შემდეგ იმერულ გუნდს ექვსი ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა. ხოლო, “რუსთავი” თერთმეტი ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში სამტრედიელები ლიდერს, თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისში, პირველ მაისს შედგება. რაც შეეხება “რუსთავს”, ის მეცხრე ტურში ორ მაისს “ლოკომოტივს” ესტუმრება.

“ჩიხურამ” საკუთარ მოედანზე “სამტრედიას” ვერ მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები იმართება.

“ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე” საჩხერის “ჩიხურამ” “სამტრედია” მიიღო. მიუხედავად გუნდების აქტიური მცდელობისა, აღნიშნული შეხვედრა უგოლო ფრით, 0-0 დასრულდა. ამ მატჩის შემდეგ საჩხერულ გუნდს 12 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ხოლო, “სამტრედია” ხუთი ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში სოსო ფრუიძის შეგირდები ლიდერს, თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდებიან. მატჩი ისევ ამ სტადიონზე, 27 აპრილს შედეგბა. რაც შეეხება “სამტრედიას”, ის მერვე ტურში “რუსთავს” 26 აპრილს დაუპირისპირდება.

“სამტრედიამ” და “დილამ” ფრე გააგორეს (ვიდეო)

ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” ერვონული ლიგის მეექვსე ტურში ერთმანეთს “სამტრედია” და “დილა” დაუპირისპირდნენ.

მიუხედავად გუნდების მიერ შექმნილი მომენტებისა, ვერცერთმა მათგანმა მოახერხა გოლის გატანა. შესაბამისად, ის უგოლო ფრით დასრულდა. გეტყვით, რომ “სამტრედიას” ოთხი ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. “დილა” 11 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

 

ოფიციალურად: უჩა სოსიაშვილმა “სამტრედია” დატოვა, ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია!

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, “სამტრედია” უჩა სოსიაშვილმა დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან, მთავარ მწვრთნელთან ერთად მისი ასისტენტი – თამაზ სამხარაძეც წავიდა.

28 წლის სპეციალისტის შემცვლელად, სამტრედიელებმა ბადრი კვარაცხელია დანიშნეს, რომელიც სხვადასხვა დროს მარტივლის “მერანს”, ლანჩხუთის “გურიას” და აზერბაიჯანულ “თურანს” წვრთნიდა. თბილისის “დინამოს” ყოფილი მოთამაშის ასისტენტად ლევან ჯოხაძე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლო – მეათე ადგილზე იმყოფება.

Eliga.Ge

ეროვნული ლიგის მეხუთე ტური: პრევიუ

დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.

ბოლნისის “სიონი” – რუსთავის “რუსთავი”

დაწყების დრო: 4 აპრილი, 16:00 საათი

ბოლნისის “სიონი” “მიხეილ მესხი 2”-ზე რუსთავის “რუსთავს” მიიღებს. წინა ტურში მასპინძლები გორის “დილასთან” დამარცხდნენ. თუმცა, ამ სეზონში მათ უკვე მოახერხეს ერთი მოგებისა და ფრის მიღწევა. შესაბამისად, ოთხი ქულა აქვთ და მეექვსე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება “რუსთავს”, ამ გუნდმა პირველ ტურში “დინამოსთან” სტუმრად მოგების შემდეგ, გოლიც კი ვერ გაიტანა და სამ მატჩში ოთხი გოლი გაუშვა. ერთი მოგებითა და სამი წაგებით, რუსთაველები მერვე საფეხურზე იმყოფებიან.

თბილისის “საბურთალო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დაწყების დრო: 4 აპრილი, 21:00 საათი

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც დღეს შედგება თბილისური დერბია. მზიანი დღის დასასრულს, “მიხეილ მესხზე” დედაქალაქელებს მშვენიერი მატჩი ელით – “საბურთალო” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ. პირველი მათგანი შეუჩერებელია, რადგან ოთხივე შეხვედრა მოიგო. რაც შეეხებათ “რკინიგზელებს”, ეროვნულ ლიგაში მათზე მეტად მოგება ახლა არავის სჭირდება – “ლოკო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ამ სეზონში ვერცერთხელ ვერ მოახერხა სამი ქულის მოპოვება. ლოგიკურია, რომ ის ერთი ქულით ათში ბოლოა.

საჩხერის “ჩიხურა” – თბილისის “დინამო”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 16:00 საათი

უკვე ხვალ საჩხერის “ჩიხურა” თბილისის “დინამოს” “დავით პეტრიაშვილი არენაზე” მიიღებს. იმერულ კლუბს “საბურთალოსთან” ერთად ამ სეზონში არცერთი მატჩი არ წაუგია: ორი ფრე, ორი მოგება, რვა ქულა და მესამე ადგილი. მასზე ერთი ქულითა და ადგილით წინ სწორედ “დინამოა”, რომელმაც ბოლო სამი დაპირისპირება ისე მოიგო, რომ ცხრა გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა. შესაბამისად, აქაც საინტერესო და დაძაბულ ჯახს უნდა ველოდოთ.

ფოთის “კოლხეთი” – გორის “დილა”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 18:00 საათი

“კოლხეთის” ამჟამინდელი მეტოქე “დილაა”. მეგრელებმა წინა ტურში პატარა სენსაცია გამოაცხვეს და “სამტრედიას” სტუმრად ანგარიშით, 2-0 მოუგეს. ეს გუნდი ერთ-ერთი ყვლაზე სუსტია ჩემპიონატში და, ვინ იცის, სად გამოადგება აღნიშნული სამი ქულა. ამჟამად, “კოლხეთი” ოთხი ქულით მეშვიდე ადგილზეა. გორელებს რაც შეეხებათ, ბოლოს ისინი “სიონს” დაუპირისპირდნენ და პირველი ტაიმი 3:0 მოუგეს. მიუხედავად, ბოლნისლების მიერ გაქვითული ორი გოლისა, მათ მეტი ვეღარაფერი შეძლეს და “დილამაც” სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ის შვიდი ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

ქუთაისის “ტორპედო” – სამტრედიის “სამტრედია”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 21:00 საათი

ეროვნული ლიგის გულშემატკივარი იმერული დერბის მოლოდინშია: “ტორპედო” “სამტრედიის” წინააღმდეგ. სხვათა შორის, ვერც ერთი გუნდი ვერ ბრწყინავს: “ტორპედომ” პირველ ტურში წაგების შემდეგ, ორჯერ კი მოიგო, თუმცა “დინამოსთან” უშანსოდ დამარცხდა. “სამტრედიამ” კი ბოლო სამი დაპირისპირება დათმო და სამი ქულით მეცხრე ადგილზეა. ორივე გუნდს სჭირდება გამარჯვება წინ სვლისა და თავდაჯერებისთვის – ვნახოთ, რა იქნება.

 

“სიონმა” “სამტრედია” ჯაბა დვალის გოლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის ბოლო მატჩში სამტრედიის “სამტრედიამ” ბოლნისის “სიონი” “მიხეილ მესხზე” მიიღო.

საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში, მისი დაწყებიდან სამ წუთში “ბოლნისლებმა” მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდეს, ომარ მიმგინეიშვილი ცუდად გამოვიდა და ბურთი არასწორად მოიგერია, რის შემდეგაც იგი ჯაბა დვალს მიუვიდა და შეხვედრის ერთადერთი გოლიც გაიტანა. საგულისხმოა, რომ 61-ე წუთზე ივან ფატიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. შესაბამისად, “სიონმა” ანგარიშით, 1-0 იმარჯვა.

ამ სამი ქულის მოპოვების შემდეგ “სიონი” მერვე პოზიციაზეა. “სამტრედიას” ასევე სამი ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას სჯერდება.

“ლოკომოტივი” “სამტრედიასთან” საკუთარ მოედანზე დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩები იმართება. ერთ-ერთ მათგანში თბილისის “ლოკომოტივმა” “მიხეილ მესხი 2”-ზე სამტრედიის “სამტრედია” მიიღო.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ერისთავმა მე-13 წუთზე გახსნა. თუმცა, მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ “ლოკოს” ჩამორჩენა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აღადგინა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მაიკლ ოლაიტანის მიერ 69-ე წუთზე შეგდებული გოლი. შესაბამისად, იმერლებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს დედაქალაქში.

ამ მარცხის შემდეგ თბილისური გუნდი ნული ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. ხოლო, “სამტრედიას” სამი ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს.

სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო (ფოტოები)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამტრედიაში არსებული ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივ თვითმმართელობასთან შეთანხმებით მოედნის ხელოვნური საფარის დემონტაჟი უკვე მოახდინა.

მოედანზე, ადგილობრივი რაიონის თვითმმარველობის ხელშეწყობით, დაგეგმილია დასავლეთის ტრიბუნის აშენება და არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. გუნდი “ეროვნული ლიგის” საშინაო მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართავს.

იხილეთ ფოტოები

 

“სამტრედიამ” თურქმენულ “შაგდამთან” ფრე გააგორა

“სამტრედია” მორიგ ამხანაგურ მატჩში თურქმენულ კლუბ “შაგადამს” დაუპირისპირდა.

ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:

მიგინეიშვილი, ნდონგი, ახალაძე, ფატიჩი, განუგრავა, დაუშვილი, ჩაჩუა, გი, ბაჩიაშვილი, ერისთავი, მაიკლი.
44-ე წუთზე ანგარიში ოლაიტან მაიკლის გოლით გაიხსნა და შეხვედრის პირველი ნახევარი 1:0 “სამტრედიას” სასარგებლოდ დაფიქსირდა.
მეორე ნახევარში ცვლილებები ასე გამოიყურებოდა:
განუგრავა-მესიაჩენკო;
გი-ოლხოვი;
ბაჩიაშვილი-კერძევაძე;
ერისთავი-ხაჩიძე;
ოლაიტანი-კირკიტაძე.
მატჩის 85-ე წუთზე მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
Fcsamtredia.Ge

ოფიციალურად: უჩა ლობჟანიძე “სამტრედიაში” ითამაშებს!

უჩა ლობჟანიძე ახალ სეზონში სამტრედიის “სამტრედიას” ღირსებას დიაცავს. ამის შესახებ იმერული კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

ჯერჯერობით, უცნობია რამდენი ხნით ითამაშებს 30 წლის მცველი ეროვნული ლიგის ბინადადრ გუნდში. ის ხვალ შეუერთდება თურქეთში მყოფ კლუბს და იქ დაიწყებს ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ უჩამ “ზესტაფონში” წამოიწყო კარიერა. ამის შემდეგ ის “დნიპროში” გადავიდა. ნიქოზიის “ომონიას” მოჰყვა თბილისის “დინამო” და შემდეგ ყაზახეთის “ატირაუ”. ახლა კი, ლობჟანიძე “სამტრედიას” ღირსებას დაიცავს.

ოფიციალურად: მურთაზ დაუშვილი “სამტრედიას” ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების წევრი, მურთაზ დაუშვილი სამტრედიის “სამტრედიას” ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას იმერული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

უცნობია, რამდენი ხნით გაირჯება ნახევარმცველი “სამტრედიისთვის”. ხელშეკრულების სხვა პირობებიც არაა საჯარო. დაუშვილი თურქეთში კლუბს გუშინ შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნახევარმცველი ბოლოს უნგრეთის ჩემპიონატის ბინადარ “დიოშგიორში” გამოდიოდა. მანამდე კი ის “ზესტაფონსა” და უკრაინულ “კარპატიში” ირიცხებოდა.