“ცხინვალის” გამაჯრვება დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში

დღეს, მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე “ცხინვალსა” და “სამტრედიას” შორის უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა.

მატჩი საკმაოდ სწრაფ ტემპში, მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა “სამტრედიელებმა” ტემპის დაგდგება და ბურთის მოპოვება შეძლეს. ცოტა უცნაურიც კი არის, რომ გოლი ზამთარაძის გუნდის კარში სწორედ ამ დროს გავიდა. თუმცა მანამდე მე-10 წუთზე რევაც გეწაძემ დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან და “ცხინვალი” ნადირაძემ გადაარჩინა. მე-15 წუთზე ბეჭვაიას გადაცემის შედმეგ იაშვილის დარტყმული ასცდა კარს. სულ რაღაც ორ წუთში კი ანგარიში გაიხსნა. მოედნის ცენტრში სტუმართა შეცდომით ცერცვაძემ ისარგებლა, შინდაგორიძეს გადააწოდა და ამ უკანასკნელმაც საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში ლამაზი გოლით გახსნა ანგარიში.

გაშვებული გოლის შემდეგ სამტრედიელთა უპირატესობა აშკარა გახდა. 25-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსი ბეჭვაიას ჰქონდა, რომლის დაახლოებით 11 მეტრიდან დარტყმული ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია. რამდენიმე წუთში სტუმრებმა ზედიზედ სამი კუთხური მოაწოდეს, რაც 30-ე წუთზე გოლით დასრულდა. უმეთვალყურეოდ დარჩენილ კაკუბავას ახლო მანძლიდან კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში მასპინძლები მეკარეზე თამაშის წესების დარღვევის დაფიქსირებას ითხოვდნენ.

ტაიმის ბოლოს “ცხინვალს” უპირატესობის დაბრუნება შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი მოემნტი ვერ გამოიყენა. მარჯვენა ფლანგზე შინდაგორიძის შესანიშნავი რეიდის და ჩაწოდების შემდეგ კაჭარავა ბურთს ვერ შეწვდა.

მეორე ნახევარი სამტრედიელთა უპირატესობით დაიწყო. განსაკუთრებით აქტიური მათი შეტევის მარჯვენა ფლანგი იყო, სადაც გრიგოლ დოლიძე ამწვავებდა. თუმცა, მასპინძლები თავს კარგად იცავდნენ და მომენტების შექმნასაც ახერხებდნენ. 50-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ცერცვაძის ჩაწოდებას მახარობლიძის თავური მოჰყვა, რომელიც კარს მცირე მანძილით ასცდა. 9 წუთში კი რატი ცაცკრიალაშვილი ულამაზესი გოლის ავტორი გახდა – 2:1.

“სამტედია” შეტევაში დიდი ძალებით წავიდა, რამაც დაცვაში თავისუფალი ზონები გააჩინა. ცხინვალელებს კონტრშეტევებზე ააგეს თამაში და რამდენჯერმე გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ლექვთაძის, კაჭარავას და მახარობლიძის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

81-ე წუთზე კი სტუმრებს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცათ. მახვილი კუთხიდან ნადირაძის კარის დალაშქვრას ლეონარდო რამოსი ცდილობდა, თუმცა სამტრედიელთა ბრაზილიელი ლეგიონერის დარტყმა ძალზედ არაზუსტი გამოდგა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და “ცხინვალმა” უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით “სამტრედიას” გადაასწრო და მე-4 საფეხური დაიკავა.

ცხინვალი 2-1 სამტრედია

გოლები: შინდაგორიძე 17′ (1:0); კაკუბავა 30′ (1:1); ცაცკრიალაშვილი 57′ (2:1)

„ცხინვალი“: ნადირაძე, ქარდავა, მახარობლიძე, ცაცკრიალაშვილი(მაისაშვილი ’82), შინდაგორიძე, კაჭკაჭიშვილი, ცერცვაძე, ლექვთაძე(მარკოზაშვილი ’89), კილასონია, ბაჩიაშვილი, კაჭარავა(თარხნიშვილი 76’).

მთ.მწვრთნელი: კახი კაჭარავა 

„სამტრედია“: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, გრიგალაშვილი, კვირკველია, ბეჭვაია, შარიქაძე(ბოლქვაძე ’60), გორგიაშვილი(რამოსი 72’), გეწაძე, დოლიძე, იაშვილი(კაპანაძე 60’).

მთ.მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე 

სპარტაკი-სამტრედია_097453453 სპარტაკი-სამტრედია_09746353 სპარტაკი-სამტრედია_09764643 სპარტაკი-სამტრედია_09746

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

უმაღლესი ლიგა. “დინამომ” “სამტრედიას” სძლია, “დილა” ლიდერის კვალდაკვალ

როგორც იცით, მიმდინარე კვირას საქართველოს უმაღლესი ლიგა განახლდა.

გუშინ ჩატარდა ჩემპიონატის ორი მატჩი. ზუგდიდის “ზუგდიდმა” ქობულეთის “შუქურა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, ხოლო ზესტაფონელები გურულებთან 1-0, თორნიკე მოსიაშვილის გოლით დამარცხდნენ.

დღეს კი გაიმართა შიდა ჩემპიონატის კიდევ ხუთი მატჩი.

“ჩიხურა”(საჩხერე) 2-0 “სიონი”(ბოლნისი)

გოლი: მანჯგალაძე ’31; კორიფაძე ’88

“დინამო”(ბათუმი) 2-0 “მეტალურგი”(რუსთავი)

გოლი: ბერიაშვილი ’40; ტატანაშვილი ’47

“სამტრედია”(სამტრედია) 0-1 “დინამო”(თბილისი)

გოლი: მანუელ ონვუ ’20

“ცხინვალი”(ცხინვალი) 0-1 “დილა”(გორი)

გოლი: გორელიშვილი ’61

“ვიტ-ჯორჯია” 2-2 “მერანი”(“მარტვილი”)

გოლი: კურდღელაშვილი ’64; ’67 – წურწუმია ’34; წყაროზია ’84

მწვრთნელებმა „სამტრედია” – „ტორპედო” შეაფასეს

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად „სამტრედიასთან“ დამარცხდა(2:1). აღნიშნული გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა მატჩისშემდგომი კომენტარები გააკეთეს.

ზაზა ზამთარაძე(„სამტრედია“) : „სათასო დაპირისპირებები ყოველთვის რთულია და ორივე მატჩიც ძალზედ მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება , ველოდით, რომ „ტორპედო“ მედგარ წინააღმდეგობას გაგვიწევდა, ასეც მოხდა. ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ ჩემმა გუნდმა მეორე ტაიმი მეტ-ნაკლებად უკეთესად ჩაატარა. ყველაფერი ქუთაისში გადაწყდება“.

გიორგი დარასელია(„ტორპედო“) : „ბიჭებმა დღეს იბრძოლეს და მათი დიდად მადლიერი ვარ. ჩვენ ორივე ტაიმი ერთნაირად ვითამაშეთ და ტაქტიკა დაწინაურების შემდეგაც არ შეგვიცვლია, მაგრამ, სამწუხაროდ, ელემენტარული შეცდომების გამო დავისაჯეთ. ვულოცავ „სამტრედიას“ გამარჯვებას. მომდევნო თამაში სახლში გვაქვს და სწორედ ქუთაისში გამოჩნდება, თუ რომელი გუნდი უფრო იმსახურებს ნახევარფინალში გასვლას“.

FCTorpedo.GE

“სამტრედია” “ტერეკს” დაუზავდა

თურქულ შეკრებაზე მორიგი შეხვედრა გამართა “სამტრედიამ“. ამჯერად ზამთარაძის გუნდის მეტოქე რუსული პრემიერლიგის ბინადარი, გროზნოს “ტერეკი” იყო.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 58-ე წუთზე გორგიაშვილმა გახსნა. “სამტრედიელები” მატჩის ბოლო წუთამდე იგებდნენ, თუცმა საბოლოოდ იგორ ლებედონკოს გოლით “ტერეკმა” წონასწორობა მაინც აღადგინა.

სამტრედია: თევდორაძე – გრიგალაშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია – დათუნაიშვილი (გორგიაშვილი), ბეჭვაია – დოლიძე, შარიქაძე, გეწაძე – ი. კერძევაძე.

“სამტრედია” “შერიფთან” დამარცხდა

თურქულ შეკრებაზე “სამტრედიამ” მესამე ტესტ-მატჩი გამართა. ზაზა ზამთარაძის გუნდის მეტოქეს ტირასპოლის “შერიფი” გახლდათ. შეხვედრა მოლდოველთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. გადამწყვეტი გოლი მატჩის ბოლო წუთზე ევგენი რებენჟამ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიელებმა შეკრების პირველი მატჩი პოლონურ “პიასტთან” 1:3 დათმო, ხოლო მეორე შეხვედრაში ჩინურ “ჟეჟუ იუნაიტედს” დაუზავდა.

აღსანიშნავია, რომ “სატმრედიას” შემადგენლობაში ზურაბ ხიზანიშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა ითამაშეს.

“სამტრედია”: თევდორაძე, თევდორე გრიგალაშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი (თევზაძე 74), კვირკველია, დათუნაიშვილი (გორგიაშვილი 61), ბეჭვაია, დოლიძე, შარიქაძე, გეწაძე, ი. კერძევაძე (იაშვილი 65)

 

ფრე და სანახაობა “ბასაზე”

ამხანაგური მატჩი ბოლნისის “სიონსა” და “სამტრედიას” შორის ფრედ – 2:2 დასრულდა.

ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა ყველა ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება და ორივე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობები ვიხილეთ, როგორც ბოლნისელთა, ისე სამტრედიელთა მხარეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და ტემპიანი გამოდგა, რასაც სიცივემაც შეუწყო ხელი, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ბევრი იმოძრავეს და მატჩის ტემპი არ დაუგდიათ.

შეხვედრის პირველი გოლი შილაკაშვილმა გაიტანა და იმერლები დააწინაურა, მასპინძელთაგან კი საპასუხო გოლი გიორგი გაფრინდაშვილის ანგარიშზეა.

პირველი ტაიმი:

სიონი: ბათიაშვილი, ფოფხაძე, მოსემღვდლიშვილი, ინწკირველი, ბერიძე, ცნობილაძე, ჭანკოტაძე, სიჭინავა, საჯაია, ჭიკაიძე ( ლუის ალბერტო);

სამტრედია: თევდორაძე, კვირკველია, შალიკაშვილი, თ. გრიგალაშვილი (კაკუბავა), შარიქაძე, დოლიძე, ი. კერძევაძე, კაპანაძე, ბოლქვაძე, შილაკაშვილი, კაკუშაძე

მეორე ტაიმში ისევ სტუმრები დაწინაურდნენ. ამჯერად, გოლი გორგიაშვილმა გაიტანა. მან მეკარის საჯარიმოში მიიღო ბურთი, კარგად გაისწორა და გუნდი წინ გაიყვანა.

ანგარიში საყაიმო გუნდის კაპიტანმა, ალექსანდრე გოგობერიშვილმა გახადა, რომელმაც შორი მანძილიდან გაიტანა.

მეორე ტაიმი:

სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, ს. გურეშიძე, გიორბელიძე,ენდრიუ არაუჟუ და სილვა, ცხადაია, გოგობერიშვილი, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, ქებურია, ლუის ალბერტო;

სამტრედია: მუჯრიშვილი, კაკუშაძე, კაკუბავა, ბეჭვაია, თ. გრიგალაშვილი, დათუნაიშვილი, გეწაძე, ქანთარია, შ. კერძევაძე, გორგიაშვილი, კიკაბიძე;

შემდეგ ამხანაგურ მატჩს ბოლნისელები გორის “დილას” წინააღმდეგ 27 იანვარს გამართავენ.

fcsionibolnisi.com

“სამტრედია” “შერიფს” შეხვდება

სეზონის განახლებისთვის “სამტრედია” ჯერჯერობით საქართველოში ემზადება, თუმცა უახლოეს მომავალში ზამთარაძის გუნდი გეზს თურქეთისკენ აიღებს, სადაც მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილს გამართავს და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრშიც მიიღებს მონაწილეობას.

ცნობილი გახდა, სამტრედიელთა ერთ-ერთი მეტოქე მოლდოვის საუკეთესო გუნდი, “შერიფი” იქნება. შეხვედრა 4 თებერვალს გაიმართება

პირველი წრის შეჯამება: სამტრედია

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი “სამტრედიაზე” გვექნება.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა “სამტრედიამ” მიმდინარე სეზონის წინ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველზე აქტიური იყო. სამტრედიელებმა რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დაიმატეს. ასევე საქართველოს დაუბრუნდა და “სამტრედიას” მიაშურა წარსულში გორის “დილაში” მოთამაშე ბრაზილიელი ლეონარდო რამოსი.

სეზონი სამტრედიელებმა წარუმატებლად, თბილისის “დინამოსთან” განცდილი მარცხით დაიწყეს, რის შემდეგაც 4 ტურში 10 ქულას მოუყარეს თავი, რაც უკვე ლიდერთა ჯგუფზე განაცხადს ნიშნავდა. მართალია, ამ სერიას “ტორპედოსთან” მარცხი მოყვა, მაგრამ წარმატებული სვლა არ შეჩერებულა. “სამტრედიამ” კიდევ დააგროვა, თუმცა სეზონის მეორე მარცხი მთავარი მწვრთნელ გელა სანაიას აღარ აპატიეს… “ზუგდიდთან” წაგების შემდეგ სპეციალისტი, რომელმაც გუნდი პირველი ლიგიდან უმაღესში დააწიაურეს თანამდებობიდან მოხსნეს, მის ნაცვლად კი სამტრედიული კლუბი ზაზა ზამთარაძემ ჩაიბარა.

ზამთარაზის თავკაცობით “სამტრედიამ” უმაღლესში 5 მატჩი ჩაატარა და აქტივში 8 ქულა ჩაიწერა, რამაც საბოლოოდ გუნდს მესამე პოზიციაზე მოუტანა პირველ წრეში.

“სამტედია” ასპარეზობას საქართველოს თასზეც აგრძელებს. პირველ ეტაპზე ქედის “ბეთლემთან” დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ სამტრედიელები ბათუმის “დინამოს” შეხვდნენ. ქობულეთში განცდილი 4:1-ის შემდეგ ზამთარაძის შეგირდებმა 3:0 მოიგეს და მომდევნო ეტპაზე გავიდნენ, სადაც ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდებიან.

ცნობილია, რომ გუნდი მეორე წრისთვის გაძლიერებას გეგმავს. გამორიცხული არ არის სამტრედიული კლუბის მაისური რამდენიმე ლეგიონერმა მოირგოს. ამ ეტაპზე კი გადაწყვეტილია, რომ “სამტრედია” 9 მოთამაშემ – ქებაძემ, გედენიძემ, ჯანელიძემ, პავლიაშვილმა, პაჭკორიამ, დვალიშვილმა, ბეგაშვილმა, მელქაძემ და ლეონარდო რამოსმა დატოვეს.

“ტორპედოს” ასაკობრივმა გუნდებმა „სამტრედიასაც“ მოუგეს

ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივმა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგის შესაბამის ტურნირებზე მე-16 ტურში ს. კ. „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

ყურადღების ღირსია 16-წლამდე ტორპედოელთა ბოლოდრიონდელი სერია. რევაზ კვერნაძის გუნდმა ზედიზედ მე-9 მეტოქე დაამარცხა. ქუთაისელებმა დღეს ანგარიშით 5:1 გაიმარჯვეს. ჰეთ თრიქი შეასრულაგიორგი დავითულიანმა, დუბლი კი – სერგი კუხიანიძემ.

„ტორპედო U-16”: კიკნაძე(მუკბანიანი 45), ჯინჭარაძე(ხურციძე 45), თავაძე(გოგიაშვილი 40), სალუქვაძე, გულბიანი(აბულაძე 45), ხინჯაკაძე(კალანდია 45), ზარნაძე(შარვაშიძე 45), წულაია, დავითულიანი, კუხიანიძე, ბაქრაძე(მაღლაკელიძე 36).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

3 ქულა მოიპოვეს „უფროსმა“ ტორპედოელებმაც. აკაკი კვერნაძის გაწვრთნილებმა დღეს ანგარიშით 3:1 გაიმარჯვეს. ხვიჩიას პასებით ორჯერ ზაურ გოგუაძემ გამოიჩინა თავი, ერთი გოლის ავტორი კი ამ უკანასკნელის საგოლე პასით ლაშა ჩიხლაძე გახდა.

„ტორპედო U-18”: გეგუჩაძე(სულაბერიძე 46), ბერძენაძე, კუჭუხიძე(ბურჯანაძე 35), ჯოხაძე, მარდალეიშვილი, ხვიჩია(თევზაძე 75), ა. ჭიჭინაძე, საღრიშვილი(ვარდოსანიძე 83), იონანიძე(ჯავახაძე 75), გოგუაძე, ჩიხლაძე(ღარწკია 85).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

FCTorpedo.GE

„დინამო“ ისევ დამარცხდა, „დილამ“ მცხეთაში ვერ მოიგო

საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტური საინტერესო შედეგებით დასრულდა.

შაბათს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცხინვალის „სპარტაკი“ ფოთის „კოლხეთს“ შეხვდა და ანგარიშით 1:2 დაამარცხა, ხოლო ბათუმის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის აჭარული დერბი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა.

დღეს კი, ცენტრალური მატჩი ივანწმინდაში გაიმართა, სადაც „ჩიხურამ“ თბილისის „დინამო“ მიიღო. ამ მატჩის წინ მასპინძლებმა „სამტრედიასთან“ 0:1 წააგეს, „დინამომ“ კი შინ „გურიას“ ანგარიშით 1:2 დაუთმო.

საბოლოოდ, 44-ე წუთზე თორნიკე მუმლაძის ერთადერთი გოლის წყალობით, მატჩი „ჩიხურას“ გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს მომენტები მრავლად არ ჰქონია. როგორც საჩხერლებმა, ისე თბილისელებმა ზუსტად კარის მიმართლებით მხოლოდ ორჯერ დაარტყეს.

ამ გამარჯვებით „ჩიხურამ“ 22 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე აიწია. „დინამო“ 29 ქულით პირველ ადგილზე მხოლოდ იმის წყალობით დარჩა, რომ გორის „დილამ“ გასვლაზე „ვიტ-ჯორჯიას“ დამარცხება ვერ მოახერხა – „მცხეთა პარკზე“ შემდგარი შეხვედრა საინტერესო გამოდგა და ანგარიშით 2:2 მორჩა, რითაც გორელები დინამოელებს ქულით მიუახლოვდნენ. აღსანიშნავია, რომ 3 ქულა ამ ტურში სამეულის კიდევ ერთმა წევრმა ვერ მოიპოვა – მარტვილის „მერანისა“ და „სამტრედიას“ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ამჟამად სამტრედიელებს 25 ქულა აქვთ.

სხვა შეხვედრების შედეგები:

„ტორპედო“ – „მეტალურგი“ 0:1
„ზუგდიდი“ – „ზესტაფონი“ 0:0
„გურია“ – „სიონი“ 0:0

ამით 2014 წელს გუნდებმა ეროვნულ ჩემპიონატში თავისი ბოლო მატჩები ჩაატარეს. მიმდინარე წელს გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, თუ ვინ გახდება სუპერთასის გამარჯვებული. შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს სუპერთასისთვის ერთმანეთს კვლავ თბილისის „დინამო“ და „ჩიხურა“ შეხვდებიან. შარშან სუპერთასზე ამ გუნდების დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე საჩხერელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ხოლო მაისში თასის ფინალი „დინამომ“ 2:1 მოიგო.

”დილამ” ”სამტრედიას” სძლია

გორის დილამ საკუთარ კედლებში ”სამტრედიას” სძლია. ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურში გორელებმა მე-7 გამარჯვება მოიპოვეს. ამ დროისთვის, ისინი 24 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ.  სატურნირო ცხრილს სათავეში ისევ თბილისელები იმყოფებაინ.

თამაში თბილისის დროით 14:00 საათზე თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაიწყო. მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი გურამ ადამაძე გახდა. ფეხბურთელმა ”სამტრედიელთა” კარი 63-ე წუთზე აიღო.

 

სამტრედია უმწვრთნელოდ დარჩა?

კულუარული ინფორმაციით “სამტრედიის” მწვრთნელი გელა სანაია “ზუგდიდთან” განცდილი მარცხის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდა და დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდი ჯერ კიდევ პირველ ლიგაში ასპარეზობის დროს ჩაიბარა და კლუბი ქართული ფეხბურთის ელიტაშიც დააბრუნა. თუმცა, ჩემპიონატის უკანასკნელ ორ ტურში გაძლიერებულმა სამტრედიელებმა მხოლოდ ერთი ქულა აიღეს, რაც მოწინავე პოიციებზე მყოფი გუნდისთვის საკმაოდ ცუდი შედეგია.

სანაიას “სამტერდიაში” დროებით ზაზა ზამთარაძე შეცვლის, რომელიც კლუბის 17-წლამდე გუნდს ავარჯიშებდა.