კატალონიის “ბარსელონას” მცველი, ხორდი ალბა, ლონდონის “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Sport ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, “სპურსთან” ერთად, ხორდი ალბას ტრანსფერზე რამდენიმე სხვა ინგლისური კლუბიც აცხადებს პრეტენზიას. ალბას “ტოტენჰემში” გადასვლის ალბათობას ევროპული პრესა 60 პროცენტით აფასებს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ხორდი ალბასა და “ბარსელონას” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება, მის გამოსასყიდ თანხად კი 150 მილიონი ევროა განსაზღვრული.
ამ მომენტისათვის ხორდი ალბა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას და ყოველგვარი კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.