“ვესტ ჰემი” სანიასა და საბალეტას ტრანსფერებით არის დაინტერესებული

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ სიტის” მცველების, პაბლო საბალეტასა და ბაქარი სანიას ტრანსფერებით არიან დაინტერესებულები.

მცველებსსა და “ქალაქელებს” შორის არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და ზაფხულისთვის მათ თავისუფალი აგენტის სტატუსები მიენიჭებათ.

როგორც იცით, “ჩაქუჩების” ბანაკში მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში მხოლოდ სემ ბირამისა და ალვარო არბელოას მოწოდებად ითვლება. თუმცა, მათი ცუდი თამაშის გამო, ამ ამპულის მორგება მიმდინარე სეზონში ანტონიოსა და ნორდტვეიტსაც უხდებოდათ.

ასე რომ, იმ შემთხვევაში თუ “სიტი” საბალეტასა და სანიას კონტრაქტებს ვერ გაახანგრძლივებს, ისინი დიდი ალბათობით, ლონდონში გააგრძელებენ კარიერას.

10 ყველაზე ცუდი ვარცხნილობა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ათი ყველაზე ცუდი ვარცხნილობა დაასახელა.

10. რაულ მეირელეში

9. მარიო ბალოტელი

8. რაჰიმ სტერლინგი

7. პაულ შარნერი

6. აბელ შავიერი

5. ალექს სონგი

4. ჟერვინიო

3. ჯიბრილ სისე

2. ბაკარი სანია

1. ტარიბო ვესტი

ვენგერი: “სანიას სამწლიანი კონტრაქტი შევთავაზეთ”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა ბაქარი სანიას წასვლაზე ისაუბრა.

“უკვე მოსაბეზრებელია იმის ყურება, თუ როგორ მიდიან შენი საუკეთესო მოთამაშეები “სიტიში” ან სხვა კლუბებში. სანიას სამწლიანი კონტრაქტი შევთავაზეთ, თუმცა მან უარი გვითხრა.

ჩემი აზრით, მას ეს დიდი ხნის წინ ქონდა გადაწყვეტილი. “არსენალში” მოსვლის დროს სანიას არავინ იცნობდა. შემდეგ კი, ის საფრანგეთი ნაკრების მოთამაშე გახდა.

რა თქმა უნდა, მისი წასვლა საწყენია, თუმცა სანიას პატივს ვცემ. კონტრაქტის ბოლო დღემდე ის სუპერ-პროფესიონალი იყო”.

ჯანო ანანიძე ბაქარი სანიას წინააღმდეგ

როგორც იცით, 6 სექტემბერს, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

თამაშის მიმდინარეობისას, ქართველთა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ გულშემატკივრებს რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი შესთავაზა. ერთხელ კი, მან ლონდონის “არსენალის” მცველი, ბაქარი სანია ოსტატურად ჩამოიცილა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც “Georgian Football & Footballers”-მა გაავრცელა:

Fanebi.Com-ის არქივიდან

რობენმა სანიას თავზე დაფურთხა?

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა. როგორც ვიდეოში ჩანს, დიდი შანსია, მიუხნენის “ბაიერნის” ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა “არსენალის” მცველ ბაქარი სანიას თავზე დააფურთხა.