ზვიად სიჭინავა დღეს გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დღეს გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დღეს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში, ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში ჩემი სტუმრობის კადრები. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში, სექტემბრის დასაწყისში ვიმყოფებოდი, სადაც ვიტალი დარასელიას საფლავი მოვინახულე და შევხვდი მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ძალიან ვწუხვარ ვიდეოში ჩემ მიერ გამოთქმული ფრაზების გამო, რომელთა მოსმენამაც ქართული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მერწმუნეთ, ჩემი პოზიცია ამ თემაზე ისეთივეა, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქისა, რაც აფხაზ ხალხთან ჩვენი ისტორიული კავშირის აღდგენასა და ერთიან ქვეყანაში თანაცხოვრებას გულისხმობს”, – აცხადებს ზვიად სიჭინავა.

შეგახსენებთ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ზვიად სიჭინავაა. იგი რუსულ ენაზე სადღეგრძელოს ამბობს და აფხაზეთს ქვეყანას უწოდებს, ხოლო სოხუმს აფხაზეთის დედაქალაქად მოიხსენიებს.

 

აფხაზეთში ჩატარებული ტურნირი “ბეშიქთაშმა” მოიგო

სოხუმში, ჭაბუკებს შორის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი ცნობილი ფეხბურთელის, ახრიკ ცვეიბას სახელობის იყო.

რუსული პრესის ცნობით ტურნირში მონაწილეობა 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნმა მიიღო: “ბეშიქთაში”, ნალჩიკის “სპარტაკი”, “ანჟი”, აფხაზეტის ნაკრები, ცხინვალის “სპარტაკი” და გროზნოს “ტერეკი”.

ფინალური შეხვედრა “ბეშიქთაშს” და “ანჟის” შორის შედგა. გამარჯვება თურქებმა მოიპოვეს. არადა, აღნიშნულ გათამშებაში მათი მონაწილეობაც კი, ცოტა არ იყოს უცნაური ფაქტია…

აფხაზეთში საფეხბურთო ტურნირზე უკრაინის, თურქეთის და ავსტრალიის წარმომადგენლები მიიწვიეს

სოხუმის “დინამოს” ძალისხმევით აფხაზეთში 18-დან 24 მაისის ჩათვლით ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი გაიმართება, რომელიც ახრიკ ცვეიბას სახელობის იქნება. საინტერესოა, რომ რუსული გუნდების გარდა სოხუმში უკრაინული, თურქული და ავსტრალიური გუნდები დაპატიჟეს.

ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 2000 წელს დაბადებული ბავშვებით დაკომპლექტებული შემდეგი გუნდები დაპატიჟეს: ბეშიქთაში (თურქეთი), შახტარი (უკრაინა), დინამო მოსკოვი (რუსეთი), აკადემია კრასნოდარი (რუსეთი), Australian Soccer (ავსტრალია), ანჟი (რუსეთი) და სოხუმის დინამო.
ტურნირს სოხუმში მდებარი სპორტკომპლექსი “უჩხოზი” უმასპინძლებს.