მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის ისტორია მოჰყვა.
„როდესაც ფლორენტინო პერესი პრეზიდენტი გახდა და „რეალში“ მუშაობა დაიწყო, მას რონალდუსთან მოლაპარაკების ჩაშლა სურდა. მისი აზრით, კრიშტიანუს სატრანსფერო ფასი საკმაოდ მაღალი იყო.
მან იცოდა, რომ რონალდუ კარგი ფეხბურთელია. ამავდროულად იგი ფიქრობდა, რომ ასეთი თანხის გადახდა მის სანაცვლოდ არ ღირდა. თავიდანვე მათ ამის გამო მცირე კონფლიქტიც კი ჰქონდათ, რადგან კრიშტიანუმ ამ ისტორიის შესახებ იცოდა.
მოლაპარაკება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა კალდერონმა.