7 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატში “ბეტისმა” საკუთარ მოედანზე “ვილიარეალი” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
ამ მარცხის შემდეგ, “ვილიარეალი”, 30 ქულით, ლა ლიგის ცხრილის გასავარდნ ზონაში იმყოფება – გუნდი მე-18 ადგილზე იმყოფება.
წაგება ძალიან განიცადა სანტი კასორლამ. 34 წლის ფეხბურთელს 89-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მან პენალტი ზუსტად ვერ შეასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ, მან ცრემლები ვერ შეიკავა, თანაგუნდელები კი მის დამშვიდებას ცდილობდნენ.
Estes coses son les que me fan ser més que mai del @VillarrealCF
Bona nit. pic.twitter.com/lSENabzAjM— Javi Mata (@javimatagil) April 7, 2019