ვერტონგენი: “ტოტენჰემს” კეინის გარეშეც შეუძლია “რეალის” დამარცხება”

ლონდონის “ტოტენჰემის” მცველი, იან ვერტონგენი პოზიტიურად არის განწყობილი ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” გასამართი მატჩის წინ და სჯერა, რომ “დეზებს” “ბლანკოსის” დამარცხება კეინის გარეშეც შეუძლიათ.

“რა თქმა უნდა, მადრიდში მოპოვებულმა ფრემ თვითდაჯერებულობა კიდევ უფრო შეგვმატა. “რეალი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და მათ ეს პირველივე მატჩში დაგვიმტკიცეს.

“რეალს” ნებისმიერ მომენტში შეუძლია, გოლი გაგიტანოს, მაგრამ ჩვენ ამას მიჩვეულნი ვართ. თუმცა, მეტოქეს უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, ვიდრე ინგლისურ კლუბებს.

ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ შეგვიძლია “რეალის” დამარცხება კეინის გარეშე. რა თქმა უნდა, ჰარი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ჩვენთვის, მაგრამ მის გარეშეც ძალიან ძლიერები ვართ,” – აცხადებს ვერტონგენი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ტოტენჰემსა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩი 1 ნოემბერს, 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.

ვერტონგენი ბელგიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა

ბელგიის საფეხბურთო ნაკრებისა და ლონდონის “ტოტენჰემის” მცველის, იან ვერტონგენისთვის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართული ბოლო მატჩი განსაკუთრებული გამოდგა.

კვიპროსელებთან გამართული მატჩი რიგით 97-ე შეხვედრა გახლავთ, რომელშიც ვერტონგენმა ბელგიის ნაკრების მაისურის მორგება შეძლო, რაც ჯერჯერობით რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ. ამ შედეგით ვერტონგენმა იან კულემანსს გადაასწრო (96).

ცნობისთვის გეტყვით, რომ 30 წლის ვერტონგენი ბოლო ექვსი წელია, ლონდონის “ტოტენჰემში” გამოდის. ინგლისამდე კი გზა ამსტერდამის “აიაქსში” ჩატარებული ოთხი კარგი სეზონით გაიკვალა.

ოფიციალურად: ვერტონგენმა “ტოტენჰემთან” გაახანგრძლივა

“ტოტენჰემის” ბელგიელმა მცველმა, იან ვერტონგენმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც “სპურსში” მის დარჩენას 2019 წლამდე ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ვერტონგენი “უაით ჰართ ლეინზე” 2012 წლის ივლისში გადაბარგდა, მანამდე კი ის ჰოლანდიური “აიაქსის” ღირსებას იცავდა. დღესდღეობით კი, ის მაურისიო პოჩეტინოს გუნდში დაცვის ერთ-ერთი ლიდერის როლს ასრულებს.

“მოხარულნი ვართ გამცნოთ, რომ იან ვერტონგენმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2019 წელს ამოიწურება.” – ვკითხულობთ კლუბის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ იმ დროისთვის (2019 წელს) ვერტონგენი 32 წლის იქნება.

TOP 10: ფეხბურთელები, რომლებმაც სათამაშო პოზიცია შეიცვალეს

გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა TOP 10-ს, რომლებზეც სათმაშო პოზიციის შეცვლამ დადებითად იმოქმედა …

ბრანისლავ ივანოვიჩი

კლუბი: “ჩელსი”

წინა პოზიცია: ცენტრალური მცველი

ახლანდელი პოზიცია: მარჯვენა მცველი

როდესაც 2008 წელს “არისტოკრატთა” რიგებში ბრანისლავ ივანოვიჩი ჩაეწერა, ყველას ეგონა, რომ ის ლონდონელთა დაცვის ბურჯი გახდებოდა.

მისი დებიუტი  2008 წელს, კლუბში მოსვლიდან 8 თვის შემდგომ შედგა. თუმცა “ლოკომოტივის” ყოფილი მცველი არა დაცვის ცენტრში, არამედ მარჯვენა ფლანგზე მოგვევლინა.მას შემდეგ მან “ლურჯთა” რიგებში 348 მატჩი ჩაატარა და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ ფლანგს იცავდა.

UlO_a1M59_l

ოუენ ჰარგრივზი

კლუბი: კარიერა დასრულებულია

წინა პოზიცია: ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

მართალია, რომ ოუენის წარმოდგენა, როგორც შემტევი ფეხბურთელის ძალიან რთულია, თუმცა ფაქტია, რომ “ბაიერნში” ის სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. მან გერმანული კლუბის მაისურით 200-ზე მეტი მატჩის ჩატარება შესძლო.

ხოლო მას შემდეგ, რაც ის ინგლისში გადაბარგდა (2007), მას დაცვითი ტიპის ნახევარმცველის სტატუსი მიენიჭა. მანჩესტერული შტაბის ამ გადაწყვეტილებას ამართლებს ის ფაქტიც, რომ მისი მთელი კარიერის მანძილზე ოუენმა მხოლოდ 13 გოლის გატანა მოახერხა.

დირკ კუიტი

კლუბი: ფეინოორდი

წინა პოზიცია: თავდამსხმელი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი

ბევრს ნამდვილად არ გაუკვირდება, ის ფაქტი, რომ დირკ კუიტს თავდამსხმელის პოზიციაზეც შეეძლო თამაში. მართლაც, “ლივერპულმა” ის შეიძინა, როგორც თავდამსხმელი. “ფეინოორდის” 144 მატჩში მას 95 გოლი ჰქონდა გატანილი.

თუმცა ფერნანდო ტორესის ფაქტორმა მაინც თავისი გააკეთა – კუიტი სრულყოფილ ვინგერად ჩამოყალიბდა. ის დღესაც ამ პოზიციაზე თამაშობს და შედეგიც სახეზეა – 14 გოლი 22 მატჩში.

ვეს ბრაუნი

კლუბი: სანდერლენდი

წინა პოზიცია: მარჯვენა მცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

ვეს ბრაუნი “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი მარჯვენა მცველი იყო, როცა კლუბმა 2008/09 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუმცა შემდგომში განვითარებული მოვლენების გამო მას მარჯვენა ფლანგზე მოუწია გადანაცვლება. ის ახლაც იცავს “შავი კატების” მარჯვენა ფლანგს.

UlO_a1M59_l

მუსა სისოკო

კლუბი: ნიუკასლი

წინა პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი

როდესაც “ნიუკასლმა” მუსა სისოკო შეიძინა, ბევრს ეგონა რომ კლუბმა თავისი ახალი დევიდ ბატი იპოვა, ძლიერი მანქანა, რომელიც ბურთის ართმევაზე იქნებოდა ორიენტირებული. თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა – “ტულუზის” ექს-ფეხბურთელმა ვინგერის პოზიციაზე გადაინაცვლა და 122 მატჩის ჩატარებაც მოახერხა ინგლისელთა მაისურით ამ პოზიციაზე.

ბასტიან შვაიშტაიგერი

კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი

წინა პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი/ ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ბასტიან შვაინშტაიგერის ისტორია ძალზედ წააგავს ოუენ ჰარგრივზის სიტუაციას, რომელიც “ბაიერნში” შემტევი ფეხბურთელის სტატუსს ატარებდა, თუმცა ინგლისში ჩამოქვეითდა. შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ბასტიანმა 200 მატჩი ჩაატარა, თუმცა მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ ის უფრო ეფექტური დაცვაში იქნებოდა.

UlO_a1M59_l

იან ვერტონგენი

კლუბი: ტოტენჰემი

წინა პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

იან ვერტონგენმა ნელ-ნელა გავლო გზა დაცვითი ტიპის ნახევარმცველობიდან ცენტრალურ მცველობამდე – ბელგიაში ნახევარმცველად მოთამაშე ვერტონგენი, “აიაქსში” მარცხენა მცველად მოგვევლინა, ხოლო “მამლების” რიგებში მან ცენტრალური მცველობაც ისწავლა, თანაც საკმაოდ კარგად.

გარეთ ბეილი

კლუბი: რეალი

წინა პოზიცია: მარცხენა მცველი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი/ფორვარდი

ყველაზე დრამატული გარდატეხა ამ მხრივ გარეთ ბეილმა განიცადა, რომელმაც კარიერა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა შეტევაში ყოველთვის მიურბოდა გული. “ტოტენჰემში” ის ვინგერად აღიარეს, ხოლო მას შემდეგ რაც ის გუნდის ლიდერად იქცა მის ფორვარდობასაც არ ერიდებოდნენ, ახლა კი ის “რეალში” ირიცხება, სადაც მშვენივრად თამაშობს შეტევაში.

ვან პერსი

კლუბი: ფენერბახჩე

წინა პოზიცია: ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: ფორვარდი

რთულია გაიაზრო, რომ რობინ ვან პერსი თავდამსხმელობის გარდა სხვა პოზიციაზეც შეეძლო თამაში. ის “ფეინოორდში” ყოფნისას ვინგერის როლს ასრულებდა, თანაც საკმაოდ კარგად – 21 გოლი 76 მატჩში. სწორედ ამ შედეგის წყალობით აღმოჩნდა ის “არსენალში”, სადაც მსოფლიო დონის შემტევად ჩამოყალიბდა.

UlO_a1M59_l

ხავიერ მასკერანო

კლუბი: ბარსელონა

წინა პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

ხავიერ მასკერანო “ლივერპულის” ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა კატალონიურ გრანდში მისი ეს ფუნქცია დიდად არ მოსწონდათ, რის გამოც მას ხშირად უწევდა დაცვაში თამაში. მან ეს ფუნქცია იმდენად შეისისხლხორცა, რომ არგენტინის ნაკრებშიც არ ერიდება ამ პოზიციაზე თამაშს.

“ბარსელონა” ალბერტო მორენოსა და იან ვერტოგენს შორის არჩევანს გააკეთებს

კატალონიელები ადრიანო კორეიას შემცვლელს პრემიერ ლიგაში ეძებენ.

El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” არჩევანს “ლივერპულის” მარცხენა მცველ, ალბერტო მორენსა და “ტოტენჰემის” უნივერსალ, იან ვერტონგენშიც გააკეთებს.

ერთ-ერთი მათგანი გუნდში ადრიანო კორეიას შეცვლის, რომელიც უახლოეს მომავალში “რომას” შეუერთდება.

მორენომ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო ვერტონგენმა 32-ჯერ ითამაშა.

ალდერვეირელდი: “ვერტონგენთან ერთად, ერთ გუნდში თამაში მსურს”

“საუთჰემპტონის” მცველმა, ტობი ალდერვეირელდმა გუნდის ხელმძღვანელობა მიანიშნა, რომ “ტოტენჰემში” თამაში სურს.

“ძალიან კარგი იქნება იან ვერტონგენთან ერთად თამაში. “ატლეტიკო” მე არ გამიშვებს, ხოლო მისი “ტოტენჰემიდან” მადრიდში გადაბარგება გამახარებს,”-განაცხადა ტობიმ HLN-სთან ინტერვიუში.

“ტრანსფერი უნდა იყოს გათვლილი მომავალზე და არა, ახლა. ჩემს მომავალს “ლეიბები” გადაწყვეტენ, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩენა მართლაც სასიამოვნოა”.

მიმდინარე სეზონში ტობი ალდერვეირელდმა პრემიერ ლიგაში “წმინდანების” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიტანა.

ტოტენჰემი ვერტონგენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა იან ვერტონგენისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.

მცველის მიმდინარე ხელშეკრულეა ოთხ წელიწადში იწურება, თუმცა სხვა კლუბების გაზრდილი ინტერესის ფონზე, “ტოტენჰემში” ფეხბურთელისთვის გაუმჯობესებული პირობების შეთავაზებას აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელით “ბარსელონა” ინტერესდება.

იან ვერტონგენს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან მატჩში გული აერია

ბელგიისა და აშშ-ს ნაკრებებს შორის გასამართი დამატებითი ტაიმების წინ იან ვერტონგენს გული აერია.

ვერტონგენი “ტოტენჰემში” კმაყოფილია

“ტოტენჰემის” მცველმა იან ვერტონგენმა განაცხადა, რომ კლუბის დატოვებას არ აპირებს.

“ტოტენჰემთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს. აქ ბედნიერი ვარ და დარჩენას ვაპირებ. არ აქვს მნიშნველობა, თუ ვინ იქნება ჩვენი ახალი მწვრთნელი” – განაცხადა ვერტონგენმა და “ტოტენჰემის” გაწთვრნის შესაძლო კანდიდატებზეც ისაუბრა.

“დე ბური შესანიშნავი მწვრთნელია, თუმცა მის გარდა უამრავი სპეციალისტია, რომლებსაც “ტოტენჰემის” მაღალ დონეზე აყვანა შეუძლიათ. იმედი მაქვს, კლუბის ხელმძღვანელობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”.

27 წლის ვერტონგენმა პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 23 შეხვედრა ჩაატარა.

 

კადრი, რომელსად დიდი გამოხმაურება მოყვა: იან ვერტონგენისა და მუსა დემბელეს კოცნა

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ-სივრცეში საინტერესო კადრი გავრცელდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების მაისურის პრეზენტაციაზე “ტოტენჰემის” ფეხბურთელებმა იან ვერტონგენმა და მუსა დემბელემ ერთმანეთს აკოცეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა.