დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 აგვისტო


“ჩელსი” ვან დეიკისთვის წინადადებას ამზადებს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” ვან დეიკის შესაძენად 50-მილიონიან წინადადებას ამზადებს. “არისტოკრატები” დარწმუნებულები არიან, რომ “საუთეჰმპტონი” შეთავაზებას დათანხმდება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან, ვან დეიკს იურგენ კლოპის “ლივერპულში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მხარეები ფასზე ვერ მორიგდნენ.


“ბარსელონა” აზარისთვის 120 მილიონს ამზადებს

Diario Gol-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ყურადღება ლონდონის “ჩელსის” ბელგიელ ვარსკვლავზე, ედენ აზარზე გადაიტანეს.

როგორც იცით, აზარის გარშემო არსებულ სიტუაციას კარგა ხანია, რაც მადრიდის “რეალიც” აკვირდება. მაგრამ, ესპანური პრესის ცნობით, ამ დროისთვის “ბარსელონა” უფრო დაწინაურებულ პოზიციაში იმყოფება.

ყველაფერთან ერთად, ანტონიო კონტეს ძალიან სურს “ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფი სერხი რობერტოს გადაბირებაც, რომელიც შესაძლოა, აზარის ტრანსფერის შემადგენელი ნაწილიც გახდეს.


“ბარსას” დიბალა აღარ აინტერესებს

კატალონიის “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი შემტევის, პაულო დიბალასთვის ბრძოლაზე ხელი აიღო.

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონაში” თვლიან, რომ პაულო ლეო მესის ვერ შეეწყობა, რაც ტრანსფერის ჩაშლის მთავარ მიზეზს წარმოადგენს.


უელბეკი “ევერტონში”?

ოლივიე ჟირუს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მერსესაიდის “ევერტონის” ხელმძღვანელებმა ყურადღება დენი უელბეკზე გადაიტანეს, რომელიც ამ დროისთვის “არსენალის” ღირსებას იცავს.


“ჩელსის” პერიშიჩის დამატებას გეგმავს

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედს” ივან პერიშიჩის ტრანსფერისთვის შეებრძოლებიან.

როგორც იცით, მილანის “ინტერი” ყველაფერს აკეთებს ხორვატი შემტევის შესანარჩუნებლად, თუმცა თუ ლონდონელები 60 მილიონ ევროზე მეტის გადახდაზე თანხმობას განაცხადებენ, ყველაფერი უფრო გამარტივდება.


ჰოჯსონი: “რუნის ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს”

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცი, როი ჰოჯსონი დარწმუნებულია, რომ უეინ რუნი ევრო-2016-ისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ მას ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის არყოფნიდან გამომდინარე როიმ 24-კაციან განაცხადში სხვა ფორვარდები დაასახელა: ჰარი კეინი, დანიელ სტარიჯი, ჯეიმი ვარდი, ტეო უოლკოტი და დენი უელბეკი. სწორედ მათ მოუწევთ გერმანიისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებების კარის აღებაზე ფიქრი.

“დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროისთვის რუნი ფორმაში იქნება. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ დილემის წინაშე დადგომა არ მომიწევს. თუ ის 12 მაისისთვის სრულ მზადყოფნაში არ იქნება, შეიძლება არც წავიყვანოთ ტურნირზე. თავს უსიამოვნო სიტუაციაში ამოვყოფ.

არასდროს არ მითქვამს, რომ მას ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს და ჩემს გუნდში გარანტირებული არავის არაფერი არ აქვს.” – განაცხადა როიმ.

უელბეკმა, შესაძლოა, სეზონის სტარტი გამოტოვოს

„არსენალის“ თავდამსხმელი დენი უელბეკი მუხლის ტრავმის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელმა, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონის დაწყებამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს. ცნობისთვის, ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს „არსენალი“ 9 აგვისტოს ჩაატარებს – მისი მეტოქე „ვესტ ჰემი“ იქნება.

შეგახსენებთ, რომ უელბეკს აპრილის შემდეგ არ უთამაშია.

 

უელბეკი “მანჩესტერთან” ვერ ითამაშებს

“არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის თქმით, მის გუნდს მომავალ ტურში დენი უელბეკი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

უელბეკს გუნდის ბოლო თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია, პრესა ინგლისელს “წითელ ეშმაკებთან” დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა არსენ ვენგერის თქმით, 24 წლის შემტევი ვერ ახერხებს გამოჯანმრთელებას.

“უელბეკი? – მას მოედანზე გასვლის ძალიან მცირე შანსი აქვს. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია,”-განაცხადა მუსიე არსენმა.

მიმდინარე სეზონში, უელბეკი “არსენალს” პრემიერ ლიგის 25 შეხვედრაში დაეხმარა და ოთხჯერ გაისროლა ზუსტად.

უელბეკი: „ვან გაალის კრიტიკა? ყველას თავისი აზრი აქვს“

ლონდონსი „არსენალის“ თავდამსხმელი დენი უელბეკი თავისი ყოფილი გუნდის ამჯამინდელი მთავარი მწვრთNელის ლუი ვან გაალის მხრიდან კრიტიკას გამოეხმაურა.

„ყველას თავისი აზრის უფლება აქვს. არიან ადამიანები, რომელთა აზრიც არ მოგწონს. ცხოვრება და ფეხბურთი ასეთია, ამას უნდა შვეეგუოთ.

როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ძლიერი ხასიათი უნდა გქონდეს, რადგან ბევრი შნეი მწყობრიდან გამოყვანას შეეცდება. მოთამაშე მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს“, – განაცხადა უელბეკმა.

უელბეკი: “”მონაკოს” მომზადებული ვხვდებით”

“არსენალის” ახალგაზრდა თავდამსხმელმა, დანი უელბეკმა ჩემპიონთა ლიგის მოახლებულ მატჩზე ისაუბრა, სადაც “მეთოფეები” “მონაკოს” დაუპირისპირდებიან.

“ვიცით, რომ სერიოზული დაპირისპირება გველის. ორმატჩიანი დაპირისპირებაა, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერს პირველივე მატჩში, ჩვენს სასარგებლოდ დავამთავრებთ. ბრძოლა პირველი შეხვედრიდან იწყება. ყველა დაპირისპირება მნიშვნელოვანია, ამიტომაც, ჩვენ მათ მოგებას ვეცდებით,”-განაცხადა ინგლისის ნაკრების შემტევმა.

“ჩვენი მწვრთნელი სხვებისგან რადიკალურად განხვავდება. მას ბევრი ტაქტიკა აქვს შემუშავებული, რომელსაც 90 წუთის მანძილზე სხვადასხვა დროს ანხორციელებს. ეს ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. “მონაკოს” “არსენალი” მომზადებული ხვდება”.

რუნი: „ალბათ, უელბეკი სწორად მოიქცა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდა“

„არსენალთან“ მატჩის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ „მეთოფეთა“ მოთამაშეზე დენი უელბეკზე ისაუბრა, რომელიც ლონდონურ კლუბში მიმდინარე წლის ზაფხულში სწორედ „წითელი ეშმაკებიდან“ გაბარგდა.

„დანისთვის და მისი კარიერისთვის „არსენალში“ გადასვლა, შესაძლოა, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ თამაში უცნაური იქნება, რადგან იგი აქ მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო. დენი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია და მისი სხვა გუნდის რიგებში ხილვას ჯერ ვერ შევეჩვიე“, – განუხადა რუნიმ „წითელი ეშმაკების“ არხს.

რუნი: “დენის წასვლა სასარგებლოა ნაკრებისთვის”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერს, უეინ რუნის არ სჯერა, რომ დენი უელბექი არსენალის ღირსებას დაიცავს.
დენი არის “იუნაიტედის” სკოლის აღრზდილი, მან კლუბის მაისურით 142 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა, თუმცა სატრანსფერო დედლაინზე მან მიიღო გადაწყვეტილება, ლონდონში გადასაბარგებლად. რუნი იმედოვნებს, რომ 23 წლის დენი, ვენგერის გუნში ექნება მეტი სათამაშო დრო.

“დენი – ნათელი და ენერგიული ფეხბურთელია, ის ძალიან სწრაფია, მას შეუძლია გოლების გატანა და დარწმუნებული ვარ, რომ არსენალში ადგილს დაიმკვიდრებს. “მეთოფეებმა” კარგი ნაბიჯი გადადგეს”

“ის “მანჩესტერის კაცია ! მე მას რამდენიმეჯერ ვესაუბრე. ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება მის კარიერაში, თუმცა მას მიაჩნია, რომ ეს აუცილებელი იყო მისი კარიერისთვის. იმედია დენი ითამაშებს იმ პოზიციაზე, რომელზეც იგი ნაკრებში გვჭირდება”

“დანიელი იყო გამორჩეული გასახდელში, ის ყველას უყვარს და პატივს სცემს. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და გვენატრება ის, მაგრამ მინდა მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო და იმედი მაქვს ის წარმატეას მიაღწევს” განაცხადა რუნიმ ‘BT Sport”თან ინტერვიუში

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

უელბეკმა ტრავმა მიიღო

ინგლისის ნაკრები ფორვარდმა დენი ულებეკმა, შესაძლოა, იტალიასთან გასამართი მუნდიალის პირველი შეხვედრა გამოტოვოს.

23 წლის ფეხბურთელმა სამშაბათს ვარჯიში ნაადრევად, ტრავმის გამო დაასრულა. სავარაუდოდ, უელბეკს სასტარტოში რახიმ სტერლინგი შეცვლის.

“სტერლინგი ასი პროცენტით მზად არის. მისი სასტარტოში დაყენებე რისკი არ იქნება” – განაცხადა ჰოჯსონმა.

შეგახსენებთ, ინგლისის და იტალიის ნაკრებების მატცი შაბათს გაიმართება.

უელბეკი: „იმედია, ასეთი ფეხბურთის თამაშს გავაგრძელებთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი დენი უელბეკი იმედოვნებს, რომ „ასტონ ვილასთან“ მოგებული მატჩი მისი გუნდის წაუგებელი სერიის დასაწყისია.

„ვფიქრობ, დღეს გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და დაამტკიცა, რომ ერთი ორგანიზმია. ორი კარგი გოლის გატანა მოვახერხე. იმედია, ასეთი დონის ფეხბურთის თამაშს გავაგრძელებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მატჩი ჩავატარეთ, რომლის შემდეგად, უმაღლესი ადგილებისთვის მებრძოლ გუნდებს შევუერთდებით“, – განაცხადა „წითელი ეშმაკების“ ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი