პუიოლი “ბარსელონაში” რჩება

კარლეს პუიოლი “ბარსელონაში” რჩება. კატალონიელთა ყოფილი მცველი სექტემბრიდან კლუბის საფეხბურთო დეპარტამენტში სპორტული მენეჯმენტის ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებს.

აღნიშნულ ინფორმაციას “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ამ დეპარტამეტის ხელმძღვანელი “ბარსას” ყოფილი მეკარე, ანდონი სუბისარეტაა.

“მინდა დიდი მადლობა ვუთხრა “ბარსელონას” ყველაფრისთვის და მათ შორის ამ შესანიშნავი შანსისთვის. ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებს. ბევრი რამის სწავლას ვაპირებ. ფეხბურთს ყოველთვის მაქსიმალური მონდომებით ვთამაშობდი და ახალ ამპლუაშიც ასე გავაგრძელებ.ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს მოუთმენლად ველი” – განაცხადა პუილმა.

პუიოლი: „ვან გალი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვრთნელია“

„ბარსელონას“ მცველმა კარლეს პუიოლმა, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს, განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იქნება. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ სწორედ ჰოლანდიელი სპეციალისტი თავკაცობდა, როდესაც პუიოლი პირველად მოხვდა კატალონიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

„ვან გალი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვრთნელია. მან მე პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომცა, რაც შეუფასებელი რამ გახლავთ. ის მომთხოვნი მწვრთნელია. მთავარი კი ისაა, რომ ვან გალი ყოველთვის პირდაპირი და გულწრფელია. მე ამას ვაფასებ. მას მშვიდად შეუძლია თქვას ის, რაც ფეხბურთელში არ მოსწონს, თუმცა მან შრომის დაფასებაც იცის. ამიტომ, ვან გალი „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოერგება“, – პუიოლის სიტყვებს „ასი“ ციტირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლუი ვან გალი თავკაცის პოსტზე მომდევნო კვირაში უნდა წარადგინოს. ჰოლანდიელმა სპეციალიტმა „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უნდა დაიწყოს.

 

პუიოლი: „მწვრთნელობას არ ვაპირებ“

„ბარსელონას“ მცველმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ამჟამად მუხლის ტრავმის შემდეგ ბოლომდე გამოჯანმრთელებაზე ვიზრუნებ, უმთავრესი ამ ეტაპზე დასვენება იქნება. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ყველაფერს ჩემ მეგობარ გოგოსთან ერთად განვიხილავ.

შაბათს არ ვითამაშებ. მწვრთნელები ყოველთვის გვერდში მიდგანან. „ბარსელონას“ წინ საჩემპიონო მატჩი ელის.

არამგონია, მწვრთნელი გავხდე. ეს ის არ არის, რასაც ყველაზე მეტად ვისურვებდი. შესაძლოა, ჩემი აზრი მოგვიანებით შევცვალო, თუმცა ახლა სხვა საკითხებზე ვფიქრობ.

რას ვეტყვი ჩემ ქალიშვილს? იმას, რომ გამიმართლა, რადგან პლანეტის საუკეთესო კლუბში თამაშის საშუალება მომეცა, რაზეც მილიონობით ბიჭი ოცნებობს“, – განაცხადა პუიოლმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პუიოლი „ბარსელონასთან“ გამოსათხოვარ ცერემონიას გამართავს

„ბარსელონას“ მცველი კარლეს პუიოლი 15 მაისს კლუბთან გამოსათხოვარ ცერემონიას გამართავს. მოქმედი კონტრაქტი, რომელსაც ვადა ორი წლის შემდეგ ეწურება, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდება. ამასთან, ფეხბურთელი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

„ბარსელონას“ რიგებში პუიოლი ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი, ხუთჯერ ქვეყნის სუპერთასი, სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი, ორჯერ – უეფას სუპერთასი, გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი.

 

პუიოლი კლასიკოს გამოტოვებს

“ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი ტრავმის გამო მადრიდის “რეალთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონი, რომელიც პუიოლისთვის ბოლოა კატალონიური კლუბის შემადგენლობაში, მცველისთვის წარუმატებელი გამოდგა. ჯანმრთელობისთან დაკავშირებული პრობლემების გამო პუიოლმა პრიმერაში სულ ხუთი მატჩი ჩაატარა.

“კლასიკოს” 35 წლის კაპიტანი მუხლებთან დაკავშირებული პრობელმების გამო გამოტოვებს.

ანრი: „პუიოლი MLS-ს მოუხდება“

„ნიუ-იორკ რედ ბულსის“ თავდამსხმელს ტიერი ანრის თავისი ყოფილი თანაგუნდელის კარლეს პუიოლის  MLS-ში ხილვა სურს.

„პუიოლის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ და „ბარსელონას“ მაისურით მის ბოლო მატჩებს ვუყუროთ. კარლესის გადაწყვეტილება ფეხბურთისა და კლუბის მიმართ პატივსცემის კარგი მაგალითია. თუ მას აშშ-ში თამაშის სურვილი ექნება, მას აქ დიდ სიამოვნებით მიიღებენ. MLS-ისთვის პუიოლი ბრწყინვალე მოთამაშე იქნება. კარლეს ჭკვიანი ადამიანია, მან კარგად იცის, თუ რა სურს და თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის“, – განაცხადა ანრიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვეტერანმა მცველმა მიმდინარე სეზონის შემდეგ „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ განაცხადა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პუიოლთან გამოსათხოვარი ვიდეო

როგორც მოგეხსენებათ, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ დატოვებს. კატალონიური კლუბი უკვე ემზადება ვეტერანი ფეხბურთელის გასაცილებლად. „ბარსას“ ოფიციალურ ვებ–გვერდზე კაპიტანთან გამოსათხოვარი ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

 

პუიოლი “ბარსელონას” ტოვებს

35 წლის მცველმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბარსელონას” დატოვებს.

აღნიშნული განცხადება ფეხბურთელმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პუიოლმა “ბარსელონაში” მთელი კარეირა გაატარა. მცველის დებიუტი კი 1999 წლის 2 ოქტომბერს შედგა.

კატალონიური კლუბის შემადგენლობაში პუიოლი ესპანეთის ჩემპიონი 6-ჯერ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა.