“რეალი” “ვოლფსბურგთან” დამარცხდა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ვოლფსბურგმა” მადრიდის “რეალი” მიიღო და ბევრისთვის გასაკვირად, მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გერმანელებმა ორივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანეს: მე-18 წუთზე რიკარდო როდრიგესმა პენალტი გამოიყენა, 25-ე წუთზე კი მაქსიმილიან არნოლდმა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

წყვილის განმეორებითი მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 12 აპრილს გაიმართება.

“ვოლფსბურგი” — “დორტმუნდი” ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში “ვოლფსბურგსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.

პირველად ბუნდესლიგის ისტორიაში დაწინაურებულმა გუნდმა კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და შემდეგ კვლავ დაწინაურებაც მოახერხა. პირველ დამატებულ წუთზე “მგელთა” მცველმა რიკარდო როდრიგესმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ორ წუთში დორტმუნდელთა ნახევარმცველმა სინძი კაგავამ “ბორუსია” კვლავ დააწინაურა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მატჩი დორტმუნდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

 

ბენდტნერი: “იდიოტის იმიჯის ტარებით დავიღალე”

“ვოლფსბურგის” თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა განაცხადა, რომ იმიჯი მას პრესამ შეუბღალა. დანიელი ფეხბურთელი ამბობს, რომ გუნდისთვის მაქსიმუმს აკეთებს.

“ყველა ინტერვიუს არ ვთანხმდები. პრესის მიერ შექმნილი იდიოტის იმიჯის ტარებით დავიღალე. იმ ჟურნალისტებსაც კი, რომელთაც ვენდობი, არ შეუძლიათ, სიტყვებით ახსნან ის, რასაც უთამაშებლობისას ვგრძნობდი. “ვოლფსბურგის” ნებისმიერ ფეხბურთელს ჰკითხეთ, რამდენს ვმუშაობ დარბაზში ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ. ამას ყველა დაადასტურებს. სახლში სავარჯიშოდ ველოტრენაჟორიც კი შევიძინე. მუდმივად ვმუშაობ და ყოველთვის მინდა თამაში”, – ბენდტნერის კომენტარს 11 Freunde ციტირებს.

 

მანჩინი: “ვოლფსბურგს” სამი გოლი ვაჩუქეთ” (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ვოლფსბურგსა” და მილანის “ინტერს” შორის გამართული შეხვედრა გერმანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. მატჩი შეაფასა “ნერიაძურის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ.

“კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ გაგვირთულდა თამაში. “ვოლფსბურგს” სამი გოლი ვაჩუქეთ.

უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა. თამაში კარგად მიმდინარეობდა. სამწუხარო ის არის, რომ უაზრო შეცდომები დავუშვით.

შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა მეკარე კარისოს უადგილო პასი მცველების ბრალიც არის, რადგან აუცილებელი არ არის, ბურთი ყოველთვის კიპერს დაუბრუნო. მცველები უფრო გაბედულები უნდა იყვნენ და წინ იყურონ.

ნათელი იყო, რომ “ვოლფსბურგთან” მძიმე შეხვედრა გველოდა. მეტოქისთვის დიდი სივრცეები არ უნდა დაგვეტოვებინა, ბურთი ასე ხშირად არ უნდა დაგვეკარგა. მოწინააღმდეგე გუნდი კონტრშეტევებზე ძალიან კარგად თამაშობს”, – ციტირებს მანჩინიოს სიტყვებს Football Italia.

“ინტერსა” და “ვოლფსბურგს” შორის განმეორებითი მატჩი 19 მარტს გაიმართება.

“ვერდერი” — “ვოლფსბურგი” ტერორისტული აქტის საფრთხის მიუხედავად, არ გადაიდება

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ბრემენის “ვერდერსა” და “ვოლფსბურგს” შორის გასამართი მატჩი ისლამისტთა მიერ ტერორისტული თავდასხმის საფრთხის არსებობის მიუხედავად, დაგეგმილ დროს მაინც ჩატარდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტადიონზე დაცვის სამსახურის წარმომადგენელთა რაოდენობა გაიზრდება და განსაკუთრებული პრევენციული ზომებიც იმოქმედებს.

მატჩი “ვერდერსა” და “ვოლფსბურგს” შორის კვირას, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

 

ნოიერი: “ეს მარცხი კატასტროფა არ არის”

გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის “ბაიერნი” “ვოლფსბურგთან” ანგარიშით 1:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ ბავარიული გუნდის კიპერმა მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ სიტუაციის დრამატიზება არ ღირს. გერმანელი მეკარის თქმით, ბუნდესლიგაში განცდილი პირველი მარცხი კატასტროფა არ არის.

“ცხადია, რომ მეორე წრე კარგად ვერ დავიწყეთ. სრულიად განსხვავებულად წარმოვჩინდით. ეს კატასტროფა არ არის, თუმცა ისიც გვესმის, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და წინ გავიხედოთ. შუა კვირის მატჩი სწორედაც რომ დროულია. ცუდი იქნებოდა, მომდევნო შეხვედრის ჩატარება რვა დღის შემდეგ რომ გვიწევდეს. სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ”, – ნოიერის სიტყვები “ბიერნის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბავარიული კლუბი ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩს შინ, “შალკეს” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დამდეგ სამშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

„ჰოფენჰაიმის“ თილისმის წარუმატებლობა

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში „ჰოფენჰაიმმა“ „ვოლფსბურგი“ ანგარიშით 6:2 გაანადგურა. 43-ე წუთზე, როცა მასპინძლებმა უპირატესობა განიმტკიცეს, გოლის ფეხბურთელებთან ერთად აღნიშვნა კლუბის თილისმა ჰოფიმაც გადაწყვიტა, თუმცა ზედმეტ სიჩქარეში ფეხი სარეკლამო აბრას წამოსდო, წაიქცა და „თავი მოსძვრა“. ასე დაიმსხვა ჰოფის მითი.

წაქცეულმა უმალ ხელი „მომძვრალ თავს“ სტაცა, მას ბრაზილიელი ნახევარმცველი რობერტო ფირმინოც დაეხმარა. გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.