ვალდანო: “რონალდუ აქამდე საკუთარმა ეგომ მიიყვანა”

მადრიდის “რეალის” ლეგენდა, ხორხე ვალდანო კრიშტიანუ რონალდუს ბოლოდროინდელ წარმატებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ამდენ წარმატებას საკუთარი ხასიათის დახმარებით მიაღწია.

“კრიშტიანუ რონალდუს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სარგებლიანი ეგო აქვს. მას საკუთარი თავის მიმართ წარმოუდგენლად დიდი რწმენა აქვს და სწორედ ამის წყალობით შეძლო ამ დონემდე მოსვლა.

ბუნებრივია, რომ ბევრ ადამიანს აწუხებს რონალდუს მსგავსი თვისებები და მასში გადამეტებულ თვითდაჯერებულობას ხედავენ, მაგრამ ეს დიდად არ აფერხებს. ის ყოველ კვირა უფრო და უფრო ძლიერდება.

მართალია, მესისა და კრიშტიანუს განსხვავებული თვისებები აქვთ, მაგრამ არცერთი მათგანი არ ითვალისწინებს რჩევებს. ამ ფეხბურთელებმა ძალიან ბევრს მიაღწიეს ფეხბურთში, მეტს, ვიდრე სხვებმა,” – აცხადებს ვალდანო.

ხორხე ვალდანო: ”რონალდუ უნიკალური ფეხბურთელია”

მადრიდის ”რეალის” ყოფილმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

”ასაკი, ფეხბურთელის კარიერაში დიდ როლს თამაშობს. როდესაც წლოვანება გემატება, მაღალ დონეზე თამაში გიჭირს, მაგრამ რონალდუს შემთხვევაში, ეს გამონაკლისია.”

”რონალდუ უნიკალური ფეხბურთელია. მას ცხოვრებაში დიდი ამბიცია გააჩნია და ყოველთვის წარმატებისაკენ ისწაფვის. მისი მონდომება და შრომისუნარიანობა, თანაგუნდელებზე გადადის. მისი ღვაწლი ”რეალში” ძალიან მნიშვნელოვანია.”

”ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ მსოფლიოში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც შეტევაში, ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. რა პოზიციაზეც არ უნდა თამაშობდეს, იგი ყველგან დომინირებს.”

”ორ წერტილს შორის, პატარა მანძილია – ეს ეხება რონალდუს და გოლებს.” – განაცხადა ვალდანომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, თებერვაში 30 წლის გახდება.

მიმდინარე სეზონში, პრიმერა დივიზიონში, რონალდუს ანგარიშზე, 5 მატჩში 10 გოლია.

ვალდანო: „რაული „რეალის“ გვარდიოლა გახდება“

მადრიდის „რეალის“ ექს-გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო დარწმუნებულია, რომ „სამეფო კლუბის“ ყოფილი თავდამსხმელი რაული „გალაქტიკოსის“ წარმატებული თავკაცი გახდება.

„რაულს „რეალის“ გვარდიოლას მოვიაზრებ, თუმცა საკუთარი თვისებებით სულაც არ ჩამოუვარდება პეპს, რომელმაც „ბარსელონასთან“ ერთად მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა რაულს „რეალის“ საპასუხისმგებლო პოსტზე ვიხილავ“, – ვალდანოს სიტყვები foxsportsla-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი