ნავალოვსკი ერთა ლიგაზე: “მერე არ უნდა ვთქვათ, კარგი შანსი გვქონდა, თუმცა რაღაც დაგვაკლდაო”

დღეს უეფას ერთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები D ლიგაში, D1 ჯგუფში ლატვიის, ყაზახეთისა და ანდორის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

კენჭისყრის შედეგზე სააქართველოს ნანკრების მარცხენა მცველს, გიორგი ნავალოვსკის ვკითხეთ.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ჯგუფიდან გავიდეთ. უკვე ვიცით, ვის ვუპირისპირდებით და გეტყვით, რომ ადვილი არცერთი თამაში არ იქნება. ეს არის შესანიშნავი შანსი და მას გამოყენება სჭირდება. ისე არ უნდა მოხდეს, მერე ვთქვათ, მშვენიერი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ რაღაც დაგვაკლდაო. ღმერთის წყალობით, თუ ბოლომდე მოვინდომებთ, შედეგიც აუცილებლად მოვა. ბოლოს და ბოლოს, ქართველებმაც უნდა გაიხარონ!” – აცხადებს ნავალოვსკი.

ქართველები რუსეთის თასის 1/16 ფინალში: მიმოხილვა

გუშინ რუსეთის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველების რამდენიმე გუნდმა იასპარეზა.

მოსკოვის “არარატმა” ხაბარკოვსკის “სკა”-ს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. პირველ კლუბში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი კვეკვესკირი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ხოლო, მოგებული გუნდის რიგებში, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. მარცხენა მცველმა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

სამარას “კრილია” მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლომდე პირველი მათგანი, ანგარიშით 2-1 იგებდა, თუმცა მატჩის მესამე დამატებულ წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა, სოლომონ კვერკველიამ მოახერხა გათანაბრება. დაპირისპირება დამატებით დროში გაგრძელდა. ყველაფერი 108-ე წუთზე კლენკინის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. საბოლოოდ, ანგარიში 3-2 და საბას გუნდი რუსეთის თასს გამოეთიშა.

“ოლიმპიეცმა” საკუთარ მოედანზე “უფა” მიიღო. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება პენალტების სერიით დასრულდა, რომელიც მასპინძელმა მოიგო. “უფას’ შემადგენლობაში ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე გამოდის, რომელმაც სათარაგითოა სკამიდან ადევნა მატჩს თვალი.

“ყუბანმა” მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო და ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯანო ანანიძემ.

კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც ქართველმა მიიღო მონაწილეობა, “ტომსკისა” და “კრასნოდარის” დაპირისპირებაა. ეს შეხვედრა პირველი კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. “კრასნოდარის” მხრიდან 70-ე წუთზე გამოვიდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც 87-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

“ლუჩ ენერგიამ” “ანჟი” დაამარცხა – 2-0. მახაჩკალელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

 

 

 

 

ნავალოვსკის მარცხი “ცსკა”-სთან

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მატჩები იმართება

ერთ-ერთ შეხვედრაში მოსკოვის “ცსკა” ხაბაროვსკის “სკა”-ს შეხვდა. ამ უკანასკენლში ქართველი მარცხენა მცველი, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. იგი სულ ახლახანს გადავიდა პრემიერ ლიგის გუნდში. გიორგიმ მატჩი ძირითადიდან დაიწყო და იგი შეუცვლელად ჩაატარა.

რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, მასში ანგარიში მე-4 წუთზე გოლოვინმა გახსნა და “ცსკა” დააწინაურა. 37-ეზე კი ნათჩომ პენალტი გაიტანა.

საბოლოოდ, “ცსკა”-მ ანგარიშით, 2-0 მოიგო. ამ მარცხის შემდეგ ნავალოვსკის გუნდი ნული ქულით ბოლო ადგილზეა.

გიორგი ნავალოვსკის “ვერია” დღეს წარადგენს

ბერძნულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, გიორგი ნავალოვსკი საბერძნეთის სუპერ ლიგაში მოასპარეზე “ვერიაში” ჩაირიცხება. Gazzetta.Gr-ს ცნობით, კლუბმა და ფეხბურთელმა ერთმანეთთნ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

როგორც ირკვევა, ნავალოვსკი გუშინ საბერძნეთში ჩავიდა, სადაც “ვერიას” ხელმძღვანელებს ესაუბრა. დიდი ალბათობით, ბერძნული კლუბი ქართველ ფეხბურთელს დღეს წარადგენს.

30 წლის ფეხბურთელი ბოლოს რუსულ “სკა-ენერგიაში” ირიცხებოდა. ნავალოვსკის საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 15 მატჩი აქვს ჩატარებული.

ცნობისთვის, “ვერიამ” გასულ სეზონსი საბერძნეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილი დაიკავა.

ნავალოვკის უძლიერესი დარტყმული – პოლონელები ძელმა გადაარჩინა (ვიდეო)

13 ივნისს, პოლონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (4:0), როცა ანგარიში პოლონელთა სასარგებლოდ 1:0 იყო, გიორგი ნავალოვსკის გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა.

სირაძემ “სკა-ენერგიას” გაუტანა

9 მარტს, რუსეთის ჩემპიონატში, ნალჩიკის “სპარტაკმა” საკუთარ მოედანზე “სკა-ენერგიას” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის დამარცხებაში დიდი წვლილი დაიდო ქართველმა თავდამსხმელმა დავით სირაძემ, რომელმაც მეტოქის კარში პირველი გოლი გაიტანა.

სირაძის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობა “სკა-ენერგიას” ორმა ქართველმა ფეხბურთელმა – გოგიტა გოგუამ და გიორგი ნავალოვსკიმ მიიღეს. რაც შეეხება კახა ალადაშვილს, ის სათადარიგოთა რიგებში გახლდათ.