პარდიუ: “მოურინიოს უკეთესი გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ვიდრე – გვარდიოლას”

“ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” მთავარმა მწვრთნელმა, ალან პარდიუმ ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მანჩესტერ სიტის” დამრიგებლები, ჟოზე მურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.

“ჟოზეს და მე გვიყვარს მატჩების ანგარიშით, 4-0 მოგება. ჩვენ ლაღ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუმცა, ზოგჯერ არ შეგიძლია მარტივად მოიგო. უბრალოდ, უნდა ეცადო, მონახო გამარჯვების განსხვავებული გზა. ხოლო, ამ უკანასკნელ ასპექტში კი მოურინიო საუკეთესოა. ის პეპ გვარდიოლასაც სჯობს. ჟოზეს უკეთესი გამარჯვებულის მენტალიტეტი გააჩნია. შესაბამისად, მეტ ტიტულსაც იგებს.”

“მას ბევრი აკრიტიკებს. ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, ყველაფერი გამარჯვებულის მენტალიტეტიდან მოდის. სწორედ ყველაფრის მოგებაა მოურინიოს მთავარი მიზანი. ზოგჯერ, ხალხი ამბობს, რომ პორტუგალიელმა უფრო უნდა გახსნას თამაში. თუმცა, შეხედეთ “მანჩესტერ იუნაიტედის” დაცვის რეკორდებს. ეს შესანიშნავია!” – ამბობს პარდიუ.

ოფიციალურად: ალან პარდიუმ “კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ალან პარდიუმ “კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ პარდიუ “სელჰარსტ პარკის” ბინადრებს სათავეში 2015 წლის იანვარში ჩაუდგა, მას შემდეგ, რაც “ნიუკასლი” დატოვა. იმ წელს, “არწივებმა” სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულეს.

თუმცა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი სეზონი “კრისტალ პალასისთვის” არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა, სეზონის მეორე ნახევრის მონაცემებით კლუბს მხოლოდ 5 ქულა აშორებდა გასავარდნ ზონამდე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ალან პარდიუს ადგილს.

სემ ალარდაისს ინგლისში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ

ავტორიტეტულ ამერიკულ გამოცემა ESPN-ს თუ დავუჯერებთ, “კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები ალან პარდიუს მუშაობით უკმაყოფილონი არიან და მასთან არსებული კონტრაქტის გაწყვეტას აპირებენ.

პარდიუს ჩამნაცვლებლად, რომლის მეთაურობითაც “კრისტალ პალასი” 2016 წელს უფრო ცუდად გამოიყურება ვიდრე ქვეყნის მასშტაბით არსებული 92 პროფესიონალური კლუბი, სემ ალარდაისს მოისაზრებენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პარდიუს თაოსნობით გამართული ბოლო 5 მატჩიდან “არწივებმა” ხუთივე წააგეს და პრემიერ ლიგის 12 ქულის შემდეგ, დაქვეითების ზონამდე მხოლოდ 1 ქულა აშორებთ.

წყაროს ცნობით, “დიდი სემის” კანდიდატურა კლუბის სპორტულმა დირექტორმა სტივ პერიშმა წამოაყენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მხარეები უახლოეს მომავალში მიიღებენ.

Mirror: “კრისტალ პალასმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს დაადგა თვალი

“კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ ამბიციური ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, რომელიც მორგან შნაიდერლინინის “არწივთა ბუდეში” გადაყვანას გულისხმობს.

ბრიტანული Mirror-ის ცნობით, “მანჩესტერის” 26 წლის ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება, რაც თავის დროზე ლუი ვან გაალს 25 მილიონი ფუნტი დაუჯდა, პირადად ალან პარდიუს სურვილს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ “ოლდ ტრაფორდის” ახალი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო მისდამი გულგრილად არის განწყობილი – პრემიერ ლიგის ახალ სეზონში მას მხოლოდ 5 წუთი აქვს ნათამაშები.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ზაფხულში ექს-“საუთჰემპტონელის” ტრანსფერით მაურისიო პოჩეტინოც ინტერესდებოდა.

პარდიუ: “1990 წლისგან განსხვავებით, “მანჩესტერის” დამარცხება სრულიად შესაძლებელია”

“კრისტალ პალასის” მთავარ მწვრთნელს, ალან პარდიუს სჯერა, რომ მის გუნდს “მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისის თასის ფინალში დამარცხების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

“ჩვენს გულშემატკივრებს “უემბლიზე” წასვლა და მოგება უნდათ. ჩვენ მოგება გვინდა. ჩვენ მეორე ადგილზე გასვლით არ დავკმაყოფილდებით.”

პარდიუმ 1990 წელიც გაიხსენა: “1990 წელს როცა ფეხბურთელის რანგში ვიყავი, ვფიქრობდი “ოჰ, ჩვენ უნდა მოვიგოთ”. თუმცა, გულის სიღრმეში მაინც ვიცოდი, რომ ვერ მოვიგებდით.

თუმცა, დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. მჯერა, რომ მოგება შეგვიძლია და ასევე ფიქრობს “პალასის” ფეხბურთელთა სრული უმრავლესობა. ჩემი გუნდი შესანიშნავ პოზიციაში იმყოფება.”

პარდიუ: “ლესტერი” ღირსეული ჩემპიონი იქნება”

ალან პარდიუს თქმით, თუ “ლესტერ სიტი” ინგლისის ჩემპიონი გახდება, ეს სრულიად სამართლიანი იქნება. ეს განცხადება “კრისტალ პალასის” მწვრთნელმა “მელიებთან” განცდილი მარცხის შემდეგ გააკეთა.

“საწყენია, რომ ამ მატჩიდან ვერაფერი მივიღეთ. პირველ ნახევარში “ლესტერმა” ყველას დაანახა, თუ რატომ იმყოფებიან პირველ ადგილზე.

“ლესტერი” ძალიან ძლიერი ძალაა, მათთან დისციპლინაც ძალიან მაღალ დონეზეა. მათი დაცვა ძალიან კარგი იყო, ისეთი, რომ ვერაფერი ვერ შევქმენით. მეორე ტაიმში კი უპირატესობა ჩვენს ხელთ იყო. გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა.

სტუმრებმა შესანიშნავად იასპარეზეს, დაწყებული დირექტორიდან დამთავრებული ფორმიანი კაცით. მათ წარმატებებს ვუსურვებ. ისინი ნამდვილად ღირსეული ჩემპიონები იქნებიან.” – განაცხადა პარდიუმ, რომლის გუნდსაც პრემიერ ლიგაში 2016 წელს არ მოუგია.

ინგლისის პრემიერლიგის 11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

წარმოგიდგენთ ინგლისის პრემიერლიგაშ მომუშავე 11 ყველაზე ამღალანაზღაურებადი სპეციალისტის სიას.

11. „The Telegraph“-ის ინფორმაციით, „კრისტალ პალასში“ ალან პარდიუს ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონ ფუნტს შეადგენს. ზამთარში ინგლისელი „ნიუკასლიდან“ თითქმის მშობლიურ კლუბში გადავიდა და მოღვაწეობა, ტრადიციულად, ძალიან კარგად დაიწყო.

Barclays Premiership 2014/15 - Stoke v Crystal Palace
9-10. ტიმ შერვუდი („ასტონ ვილა“) – £2 მილიონი. ბირმინგემელთა ცუდი სტარტის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, სულ მალე არა ამ მწვრთნელის ხელფასზე, არამედ მის გათავისუფლებისთვის მიღებულ კომპენსაციაზე საუბარი მოგვიწევს.

Aston Villa v Arsenal - FA Cup Final
9-10 მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემი“) – £2 არგენტინელის ხელფასი პარდიუს კომპენსაციაზე ოდნავ მეტია, რაც სავსებით დამსახურებულია.

Tottenham Hotspur v Crystal Palace - Premier League
8. სემ ელერდაისი („სანდერლენდი“) – დაახლოებით £ 2,5 მილიონი. „ვესტ ჰემიდან“ წასვლის შემდეგ სემ ელერდაისი უმუშევარი დიდიხნით არ დარჩენილა. „სანდერლენდის“ პრემიერლიგაში დარჩენის შემთხვევაში, სპეციალისტი ბონუსის სახით ასევე დამატებით ორ მილიონ ფუნტს მიიღებს.

Football - Sunderland v Borussia Monchengladbach - Under 21 Premier League International Cup Group D - Stadium of Light - 12/10/15 Sunderland manager Sam Allardyce in the stands before the match Action Images via Reuters / Lee Smith Livepic EDITORIAL USE ONLY.
6-7. რობერტო მარტინესი („ევერტონი“) – £ 3 მილიონი. 2014 წლის ზაფხულში ესპანელმა მერსესაიდულ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც მას 2015 წლის ზაფხულში, ალბათ, არ შესთავაზებდნენ.

Everton v Liverpool - Premier League
6-7. სლავენ ბილიჩი („ვესტ ჰემი“) – £ 3 მილიონი. ოლიმპიურ სტადიონზე და პრემიერლიგასთან ახალი სატელევიზიო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „ვესტ ჰემმა“ თანხის მწვრთნელზე დახარჯვა გადაწყვიტა.

Peterborough United v West Ham United - Pre Season Friendly
5. მანუელ პელეგრინი („მანჩესტერ სიტი“) – £ 4 მილიონი. მიუხედავად იმისა, რომ ჩილელი სპეციალისტის „სიტიდან“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ ბევრს საუბრობდნენ, ზაფხულშ მან „ქალაქელებთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

Manuel-Pellegrini11-1
4. იურგენ კლოპი – £ 7 მილიონი. „ლივერპულმა“ წინა კვირას ნამდვილად დიდი ფსონი დადო და ახლა სათანადო შედეგის მიღწევასაც იმედოვნებს.

Jürgen Klopp
3. ლუი ვან გაალი – £ 7,3 მილიონი. სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ძველი დიდების დასაბრუნებლად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ თანხას არ ზოგავს.

Louis van Gaal
2. არსენ ვენგერი – £ 8,3 მილიონი. „არსენალს“ 10 წლის განმავლობაში, მთავარი მწვრთნელის ხელფასის გარდა, ყველაფერზე ეკონომია შეეძლო.

wenger
1. ჟოზე მოურინიო – £ 8,5 მილიონი. პორტუგალიელის წლიური შემოსავალი 1,5-2-ჯერ მეტია, თუმცა მას ერთ ხელფასზე ცხოვრებაც შეუძლია.

Jose Mourinho

“კრისტალ პალასმა” პარდიუ დაადასტურა

ალან პარდიუმ “კრისტალ პალასი” ოფიციალურად ჩაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს. 53 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 3,5 წლით გაფორმდა.

“პრემიერლიგაში კარგი სტატისტიკის და დიდი გამოცდილები მწვრთნელს ვეძებდით. ალანი ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამასთან ერთად მას უყვარს ეს კლუბი და მასთან ერთად ახალ დონეზე სურს გასვალ” – განაცხადა “კრისტალ პალაის” პრეზიდენტმა, სტივ პერიშმა.

“ძალიან გახარებული ვარ. ამ კლუბის ღირსებას 4 წლის განმავლობაში ფეხბურთელის სტატუსით ვიცავდი და ახლა მასთან ერთად წარმატების მოპოვების კიდევ ერთი შანსი მაქვს” – განაცხადა პარდიუმ.

ახალი მწვრთნელის თავკაცობით პირველ მატჩს “კრისტალ პალასი” კვირას, ინგლისის თასზე, “დუვრრის” წინააღმდეგ გამართავს.

 

“ნიუკასლს” 32 წლის ფეხბურთელი ჩაიბარებს?

“ნიუკასლის” მცველი ფაბრისიო კოლოჩინი, შესაძლოა, გუნდის მოთამაშე მწვრთნელი გახდეს.

გუნდის მფლობელი მაიკლ ეშლი ალან პარდიუს “კრისტალ პალასში” წასვლის შემდეგ მზადაა “ნიუკასლის” მართვა კოლოჩინის ანდოს.

შეგახსენებთ, რომ ალან პარდიუს ლონდონურ კლუბში დანიშვნა ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია. “ნიუკასლი” კი კომპენსაციის სახით 2 მილიონ გირვანქას მიიღებს.

პარდიუ შვიდი თამაშით დასაჯეს (ვიდეო)

“ნიუკასლის” მენეჯერი ალან პარდიუ თავის გუნდს უახლოეს 7 თამაშში ვერ უთავკაცებს.

მწვრთნელმა “ჰალ სიტისთან” გამართულ შეხვედრაში მეტოქე გუნდის ნახევარმცველს დევიდ მეილერთს შუბლი სახეში ჩაარტყა.

აღსანიშნავია, რომ 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციიდან 3 შეხვედრაში პარდიუს ტრიბუნებზე ყოფნაც კი აუკრძალეს. ამასთან ერთად მწვრთნელი 60 ათას გირვანქას გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 28 ტურის შემდეგ “ნიუკასლი” მე-8 ადგილზე იმყოფება.