უესლი სნეიდერმა სალი მუნტარის შორტი ჩახადა

31 მაისს, ჰოლანდიისა და განის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:0), საკმაოდ სახალისო რამ მოხდა.

განამ მცველი დაკარგა

განის ნაკრების 25 წლის მცველი ჯერი აკამინკო მუნდიალს ჰოლანდიის ნაკრებთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვებს.

აკამინკომ დაზიანება მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში მიიღო, როდესაც ნახტომის შემდეგ მოედანზე ცუდად დაეცა.

თურქული “ესქიშეხირსპორის” ფეხბურთელის ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი სამ თვეს წაიღებს.

განის ნაკრები ბოლო ამხანაგრუ მატჩს 9 ივნიის კორეასთან გამართავს.

განელი მსაჯი ფანებთან ჩხუბის შემდეგ გარდაიცვალა

განელი ლაინსმემი კვამე ანდო კიეი ფანებთან ჩხუბის შემდეგ გარდაიცვალა. “გოლდ სტარის” და “ნაა ჯო იუნაიტედის” დაპირისპირების დროს გულშემატკივრები მოედანზე შევარდნენ და ურთიერთობის გარკვევა მსაჯებთან დაიწყეს. კვამე ანდო 7 მარტს საკუთარ სახლში, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ გარდაიცვალა.

განის ფეხბურთის ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსაჯის სიკვდილის ზუსი მიზეზი დადგენილი ჯერ არ არის.