კლოპი: “ლივერპულმა” ეს ფეხბურთელი დაკარგა”

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრნელმა, იურგენ კლოპმა 27 დეკემბერს გასამართ პრემიერ ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაზე (“სტოკ სიტის” წინააღმდეგ) ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტი მეტოქის ერთ-ერთ მოთამაშეს, ჯო ალენს შეეხო, რომელიც 4 წლის მანძილზე მერსესაიდულ კლუბში გამოდიოდა. იგი გასულ ზაფხულს წავიდა კლოპის გუნდიდან.

“დავკარგეთ თუ არა ალენი? დიახ. საოცარი და ძლიერი ფეხბურთელი!”

“ყველამ ვიცით ჯოს შესაძლებლობები. ის ნამდვილი პროფესიონალი და “სტოკის” ერთ-ერთ წამყვანი ფიგურაა!”

“ალენის გადაწყვეტილება აბსოლუტურად მისაღებია. იგი, “ლივერპულში გატარებული 4 წლიდან, ბოლო 2 წლის მანძილზე სასტარტოში ვეღარ ხვდებოდა. ასეთ სპორტსმენებს სათამაშო დრო სურთ, რომლის მანძლზეც თავიანთ პოტენციალს გამოავლენენ. სწორედ ამიტომ დაგვტოვა უელსელმა.”

“ახლა მას “სტოკში” უფრო მეტად აქვს შემტევის როლი, ვიდრე ჩემს გუნდში.”

“როცა “ლივერპულს” ფეხბურთელები ტოვებენ, ისინი უკვე გამოცდილები და ჩამოყალიბებულები არიან. თუ გადაწყვეტ ჩვენს დატოვებას, მაშინ ახალ გუნდში გვაჩვენე, რა ისწავლე ჩვენგან,” – განაცხადა კლოპმა.

ჯო ალენი: “ორი ქულა დავკარგეთ, რაშიც ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ”

“სტოკ სიტის” უელსელმა ნახევარმცველმა, ჯო ალენმა უკმაყოფილება გამოთქვა დღევანდელი მატჩის გამო, რომელშიც “სტოკმა” “ლესტერთან” ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

“ფაქტი სახეზეა, ორი ქულა დავკარგეთ. 10-კაციანი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, მატჩსაც ვაკონტროლებდით, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ მივიღეთ.

ორი ქულა გავანიავეთ, რაშიც ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ. ეს ძალიან მტკივნეულია. 10-კაციან გუნდთან, ორბურთიანი უპირატესობის ქონისას, შესაძლოა ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ ორის გაშვება – საშინელებაა.

25 წუთის შემდეგ მეგონა, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ჩვენ გვინდოდა და მესამესაც გავიტანდით, თუმცა ასე არ მოხდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ “ლესტერმა” ბოლომდე იბრძოლა, რაც ნამდვილად დასაფასებელია.” – განაცხადა ჯო ალენმა, რომლის გუნდიც 21 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

ალენი “ლივერპულიდან” წასვლის მიზეზებზე: ” არ მინდოდა, სკამზე ვმჯდარიყავი”

“სტოკ სიტის” ახალწვეულმა, ჯო ალენმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც “ლივერპულიდან” წასვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, ევრო 2016-ზე ბრწყინვალე ასპარეზობის მიუხედავად, უელსელ ნახევარმცველს სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ ჰქონდა.

“როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის, მაქსიმალურად ცდილობ, რომ მას თავი მოაწონო და მის გუნდში ადგილი დაიმკვიდრო. მეგონა, რომ მის სტილს მოვერგებოდი, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

არ მინდოდა, სკამზე ვმჯდარიყავი და თითები მეტრიალებინა. ამის შეცვლის მცირედი შანსიც რომ მქონოდა, მე მას აუცილებლად გამოვიყენებდი.

ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი არ მიფიქრია და არც ახლა ვნანობ. 26 წლის ასაკში, ფეხბურთელს ყველაფერი წინ აქვს.” – განაცხადა უელსელმა ნახევარმცველმა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (18 ივლისი)

“ვესტ ჰემი” თავდამსხმელის ძიებაშია

მიში ბატშუაი? “ჩელსის” შეუერთდა. კრისტიან ბენტეკე? “ლივერპულში” აპირებს დარჩენას. ალექსანდრე ლაკაზეტი? “ლიონი” არ აპირებს მის გაშვებას. კარლოს ბაკა? ჩემპიონთა ლიგას ითხოვს.

ბევრი უშედეგო მცდელობის შემდეგ, სლავენ ბილიჩი “ტულუზას” ვისამ ბენ იედერზე გადაერთო. 25 წლის ფეხბურთელის გადაბირება, რომლითაც “ლესტერიც” ინტერესდება, სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

ხუან მატა “მანჩესტერის” დატოვებას არ აპირებს

“ევერტონი”? “ესპანიოლი”? “ვალენსია”? – ყველაფერი ტყუილია. ხუან მატამ გულშემატკივრები დაამშვიდა. ” ნუ უსმენთ მედიას” – ასეთი განცხადება გააკეთა მან გულშემატკივართან საუბრისას.

ჯო ალენი “მანჩესტერ იუნაიტედში”?

The South Wales Evening Post-ის ცნობით, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმაოდ საინტერესო სვლის განხორციელებას აპირებს – ისინი “ლივერპულის” უელსელ ნახევარმცველს, ჯო ალენს დაიმატებენ. ჯო ალენს არსებული კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, ამიტომაც დიდია შანსი იმისა, რომ კლოპი მის წასვლას მიემხროს.

რუი პატრისიო პრემიერ ლიგაში?

გამოცდილმა პორტუგალიელმა მეკარემ, რუი პატრისიომ კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. The Sun-ის ცნობით, 6 მილიონ ფუნტად შეფასებული მეკარე “ევერტონისა” და “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

1

ვილფრედ ბონი რონალდ კუმანთან ითანამშრომლებს?

გამომდინარე იქიდან, რომ რომელუ ლუკაკუს მომავალი ჯერაც ბურუსით არის მოცული, “ევერტონის” ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი თადარიგის დაჭერას და გუნდში “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის მოყვანას აპირებს. 27 წლის ბონის გადასაბირებლად “კამფეტებს” დაახლოებით 25 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

რაგნარ კლავანი თითქმის “ლივერპულელია”

“ლივერპული” გერმანული “აუგსბურგის” 30 წლის ცენტრალური მცველის გადაბირებას აპირებს, რათა მომავალში დამცველების ნაკლებობა გამორიცხოს. იურგენ კლოპი მზადაა ესტონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, რასაც დაემატება ბონუსებიც.

“კაიზერსლაუტერნი” კლოზეს მიმართ ინტერესს ადასტურებს

“კაიზერსლაუტერნის” გენერალური დირექტორი, ტომას გრისი ადასტურებს ვეტერანი ფორვარდის, მიროსლავ კლოზეს მიმართ ინტერესის არსებობას – “ეს ჩვენი კლუბისათვის ნამდვილი ჯეკპოტი იქნება, დიდი პრიზი. ცდად ნამდვილად ღირს.” – განუცხადა გრისმა TV SWR-ს.

“სევილია” ლიორენტეს გაანათხოვრებს

La Tarjeta Blanca გვამცნობს, რომ “რეალ სოსიედადი” საკმაოდ ახლოს არის “სევილიას” ესპანელი ფორვარდის, ფერნანდო ლიორენტეს გადაბირებასთან. წყაროს ცნობით, “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი “ანოეტაზე” 1 წელიწადს დაჰყოფს.

“სუონსის” ხელმძღვანელებმა მიზნად “უელსელი პირლოს” დაბრუნება დაისახეს

Sky Sports-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, უელსური “სუონსის” ხელმძღვანელები “ლივერპულის” ნახევარმცველის, ჯო ალენის დაბრუნებას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ალენმა “სუონსი” 2012 წელს დატოვა, რისთვისაც “წითლებს” 15 მილიონი ფუნტის გადახდა დასჭირდათ. ალენის არსებული კონტრაქტი ერთ წელიწადში იწურება, ახალ კონტრაქტზე კი ჯერ არაფერი ისმის.

26 წლის “უელსელმა პირლომ” იურგენ კლოპის “ენფილდზე” მოსვლის შემდეგ, ძირითადში ადგილი ფაქტიურად დაკარგა. მან პრემიერ ლიგის მხოლოდ 8 მატჩი დაიწყო სასტარტოდან.

როგორც იცით, “ლივერპულმა” უკვე დაიწყო მზადება ახალი სეზონისათვის, თუმცა ალენი ჯერ “ლივერპულის” გუნდს არ შეერთებია. ევრო 2016-ის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მან საკმაოდ გრძელვადიანი შვებულება აიღო.

“ლივერპული” ჯო ალენის გაშვებას 10 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ აპირებს

ინგლისური “ლივერპულის” უელსელმა ნახევარმცველმა, ჯო ალენმა შესაძლოა მომავალ სეზონში კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპული” ყურადღებით მოუსმენს მის ნებისმიერ მყიდველს.

აქვე გეტყვით, რომ ჯო ალენის ამჟამინდელი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება. მერსესაიდელები კი “უელსელი პირლოს” სანაცვლოდ მხოლოდ 10 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულში” სატრანსფერო საკითხებს იურგენ კლოპი აგვარებს, რომელიც ერთი წელიც არ არის, რაც ინგლისურ კლუბს უდგას სათავეში.

ჯო ალენი დარწმუნებულია, რომ უელსი შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს

უელსის ეროვნული ნაკრებისა და “ლივერპულის” ნახევარმცველი, ჯო ალენი თვლის რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც უელსმა შეიძლება ვერ მოახერხოს რუსეთთან პოზიტიურ შედეგზე გასვლა და ევრო 2016-ის მომდევნო ეტაპზე გასვლა.

“ვფიქრობ, რომ ჩვენს თავზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ, ვიდრე მათზე. რამოდენიმე წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ აქ მოვხვდებოდით. ეს ჩვენთვის უმაღლესი წერტილია და თუ ამ დროს საკუთარ ძალებში არ ირწმუნებ, მაშინ ვერ გაიმარჯვებ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ამას შევძლებთ, თანაც ამის საკმაოდ კარგი მიზეზი გვაქვს. სწორედ ასე მივაღწიეთ ამხელა შედეგს ბოლო რამოდენიმე სეზონში.” – განაცხადა ალენმა რუსეთთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 23:00-ზე აიღებს სტარტს.

ალენი: „გვსურს, მეტოქეებს „ლივერპულთან“ თამაშის კვლავ ეშინოდეთ“

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯო ალენმა „საუთჰემპტონთან“ ინგლისის პრემიერლიგის მეათე ტურის მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს თავისი მოლოდინი გაუზიარა.

„საშინაო მატჩები ნებისმიერი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლე კლუბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სეზონში, რომელშიც გუნდმა პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, სახლში ძალიან ბევრი შევედრა მოვიგეთ. მეტოქეებს „ენფილდზე“ თამაში ეშინოდათ, რასაც თამაშის დაწყებამდე ვგრძნობდით. გვსურს, რომ ყველაფერი კვლავ ასე იყოს. ჩვენი გულშემატკივრების გახარება გვინდა.

„საუთჰემპტონთან“ შეხვედრა ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება, ეს კარგი მეტოქეა. მხოლოდ მოგების იმედი გვაქვს“, – ციტირებს ფეხბურთელს „ლივერპულის“ ოფიციალური საიტი.

როგორ უყურებს ჯო ალენი იურგენ კლოპს (ვიდეო)

17 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ტოტენჰემსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ შეხვედრაში (0:0) კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ უყურებს ჯო ალენი იურგენ კლოპს.

ჯო ალენმა იუბილეზე ორიგინალური საჩუქარი მიიღო

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯო ალენმა იუბილეზე მეუღლისგან ორიგინალური საჩუქარი მიიღო.

უელსელი ფეხბურთელის ცოლმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც ალენი მამალთან ერთად არის გამოსახული. „ეს მისი საჩუქარია“, – წააწერა ფოტოს ფეხბურთელის მეუღლემ.

მამალს ბრიუსი დაარქვეს. ჯომ დაბადების დღის ხმაურიან წრეში აღნიშვნა არ ისურვა, იუბილე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა. ალენს 14 მარტს 24 წელი შეუსრულდა.