“ბაიერნი”: ალკანტარამ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო

ესპანელი ნახევარმცველის მომჯობინების პროცესი ყოველდღიურად უკეთესდება.

ტიაგო ალკანტარა უკვე დიდი ხანია, რაც ლაზარეთშია. მიზეზი მუხლის მრავალჯერადი დაზიანებებია.

23 წლის ფეხბურთელმა ბოლოს 2014 წლის მარტში ითამაშა. ამის შემდეგ, ბარსელონაში სარებილიტაციო კურსი გაიარა, ხოლო ახლა, მიუნხენში დაბრუნდა.

ყველაფრის მიუხედავად, “რეკორდმეისტერთა” სამედიცინო შტაბი ყველაფერს იზავს, ფეხბურთელი რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს მოედანზე, მაგრამ ტიაგოს დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია.

ალკანტარამ ვარჯიში დაიწყო

მიუნხენის „ბიაერნის“ ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ, რომელმაც 2014 წლის ოქტომბერში მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო.

დღეს მიუნხენური კლუბის ექიმებმა მოთამაშეს მორიგი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს, რის შემდეგაც ესპანელს პერსონალური ვარჯიშის დაწყების უფლება მისცეს.

ალკანტარას და ბენდტნერის ორი განსხვავებული რეკორდი

გერმანიის ბუნდესლიგის XIX ტურში მიუნხენის „ბაიერნსა“ და ფრანკფურტის „აინტრახტს“ შორის გამართულ მატჩში (5:0) მასპინძელთა ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ბურთს 185-ჯერ შეეხო, რითაც მისივე თანაგუნდელ ბასტიან შვაინშტაიგერის რეკორდი (159) დაამხო.

ალკანტარას არც ნიკლას ბენდტნერი ჩამორჩა, რომელიც ლონდონის „არსენალსა“ და „კრისტალ პალასს“ შორის გამართული მატჩის (2:0) მიწურულს გამოჩნდა მოედანზე, ოღონდ დანიელმა თავდამსხმელმა თამაშში ჩართვამდე სხვა სახის შეხებით დაამაყარა რეკორდი.

აქ ნათელი არ არის, თუ კონკრეტულად რას აკეთებს ბენდტნერი, თუმცა შევთანხმდეთ, რომ ამის გარკვევის მიზნით თავის მტვრევა არ ღირს.

ტიაგო ალკანტარას მშვენიერი მაკრატელა “შტუტგარტთან” მატჩში

29 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “შტუტგარტსა” და “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში (1:2), მიუნხენელთა მხრიდან, ერთ-ერთი გოლი, მაკრატელა დარტყმით ტიაგო ალკანტარამ გაიტანა.

ალკანტარა: „რიბერი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“

„ბარსელონას“ ყოფილი და მიუნხენის „ბაიერნის“ ამჟამინდელი ნახევარმცველის ტიაგო ალკანტარას აზრით, 2013 წლის საუკეთესო მოთამაშდ ფრანკ რიბერი უნდა დასახელდეს.

„მე მესის გულშემატკვიარი ვარ, თუმცა რიბერი ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მიმდინარე წელს მან „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა. ლიონელი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში მასზე უკეთესი არავინ იყოს. მაგრამ, მიმდინარე წლის შედეგებიდან გამომდინარე, საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს რიბერი იმსახურებს“ , – განაცხადა ალკანტარამ.

ალექსანდრე მატევოსოვი