ლეგიონი: ლორია “კრასნოდართან” დამარცხდა, ტაბიძე – “ზენიტთან”

დღეს რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩები შედგა. “სტადიონ ფკ კრასნოდარზე” ადგილობრივი “კრასნოდარი” “ანჟის” დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელში ქართველი მეკარე, გიორგი ლორია თამაშობს. ხოლო, მასპინძელ გუნდში, თორნიკე ოქრიაშვილი გამოდის, რომელიც ამჟამად ტრავმას იშუშებს.

საქართველოს ნაკრების მეკარემ სრული მატჩი ჩაატარა, თუმცა ერთი გოლი გაუშვა, მისი ავტორი შვედი ვიქტორ კლაესონი გახდა. მატჩის მეოთხე დამატებით წუთზე 23 წლის უკრაინელმა მცველმა, ოლეგ დანჩენკომ შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა. ამ ფრის შემდეგ “კრასნოდარი” 41 ქულით მეხუთეა, ხოლო “ანჟის” 24 ქულა დაუგროვდა და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 საფეხურზე იმყოფება.

კიდევ ერთი დაპირისპირება, რომელიც დღეს პრემიერ ლიგაში შედგა, “უფასა” და “ზენიტის” შეხვედრაა. პირველ მათგანში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ჯიმი ტაბიძე გამოდის. 22 წლის მოთამაშემ ძირითადიდან დაიწყო ასპარეზობა და 72-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი კი ანგარიშით, 1-2 დამარცხდა. ამჟამად, “უფას” 34 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.

ქართველები რუსეთის თასის 1/16 ფინალში: მიმოხილვა

გუშინ რუსეთის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველების რამდენიმე გუნდმა იასპარეზა.

მოსკოვის “არარატმა” ხაბარკოვსკის “სკა”-ს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. პირველ კლუბში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი კვეკვესკირი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ხოლო, მოგებული გუნდის რიგებში, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. მარცხენა მცველმა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

სამარას “კრილია” მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. შეხვედრის ბოლომდე პირველი მათგანი, ანგარიშით 2-1 იგებდა, თუმცა მატჩის მესამე დამატებულ წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა, სოლომონ კვერკველიამ მოახერხა გათანაბრება. დაპირისპირება დამატებით დროში გაგრძელდა. ყველაფერი 108-ე წუთზე კლენკინის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. საბოლოოდ, ანგარიში 3-2 და საბას გუნდი რუსეთის თასს გამოეთიშა.

“ოლიმპიეცმა” საკუთარ მოედანზე “უფა” მიიღო. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება პენალტების სერიით დასრულდა, რომელიც მასპინძელმა მოიგო. “უფას’ შემადგენლობაში ქართველი მცველი, ჯიმი ტაბიძე გამოდის, რომელმაც სათარაგითოა სკამიდან ადევნა მატჩს თვალი.

“ყუბანმა” მოსკოვის “სპარტაკი” მიიღო და ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯანო ანანიძემ.

კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც ქართველმა მიიღო მონაწილეობა, “ტომსკისა” და “კრასნოდარის” დაპირისპირებაა. ეს შეხვედრა პირველი კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. “კრასნოდარის” მხრიდან 70-ე წუთზე გამოვიდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც 87-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

“ლუჩ ენერგიამ” “ანჟი” დაამარცხა – 2-0. მახაჩკალელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

 

 

 

 

“გერმანიაში თამაში ჩემი ოცნებაა” – ჯიმი ტაბიძე დიუსელდორფის “ფორტუნაში”

“საბურთალოს” ახალგაზრდა მცველი ჯიმი ტაბიძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე “ფორტუნაში” ვარჯიშობს. გერმანიაში სატრანსფერო ფანჯარა 2 თებერვალს იხურება, შესაბამისად, ქართველ ფეხბურთელს ამ დრომდე აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დიუსელდორფული გუნდის მწვრთნელებს თავი მოაწონოს.

“გერმანიაში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო”, – ციტირებს 18 წლის მოთამაშის სიტყვებს ვებ-გვერდი derwesten-ი.

ასევე, ტაბიძის კომენტარი გამოქვეყნა ცნობილ გერმანულ გამოცემა Bild-ში: “ვარჯიში კარგად მიმდინარეობს, “ფორტუნა” კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, დიუსელდორფში დარჩენა მინდა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კლუბთან კონტრაქტი გავაფორმო.”

დარჩება თუ არა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი “ფორტუნაში”, ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

1496073406

1986464114

3188446375

3476488478

ტაბიძემ პირველი ვარჯიში შეაფასა

გეცოდინებათ, რომ უკვე მეორე დღეა მადრიდის “რეალის” 19-წლამდელთა გუნდში “საბურთალოს” ფეხბურთელიჯემალ ტაბიძე ვარჯიშობს. “სამეფო კლუბის” წარმომადგენლები ჩვენებურს რამდენიმე ხნის განმავლობაში დააკვირდებიან. აქვე გეტყვით, რომ ტაბიძეს მადრიდში საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი დახვდა.

ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს გუშინ ესპანურ კლუბში პირველი ვარჯიში ჰქონდა. აი, რას გვიყვება ტაბიძე საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ: “ძალიან კარგი გარემოა, გუნდში ჩემი თანატოლები მეგობრულად დამხვდნენ, მათგან სითბოსა და კეთილგანწყობას ვგრძნობ. რომ ვთქვა განსაკუთრებული ვარჯიში იყო-მეთქი, მასე ნამდვილად არაა. ჩვეულებრივი საწვრთნელი პროცესი იყო, აქცენტი კი ბურთის შენარჩუნებასა და გამძლეობაზე იყო გაკეთებული. მთლიანად ვარჯიშმა დაახლოებით 90 წუთი გასტანა, ბოლოს “ორი კარიც” ვითამაშეთ. მე, ჩემ პოზიციაზე, დაცვაში ვიმოქმედე. ჩვენს გუნდს მადრიდის “რეალის” ლეგენდა, ფერნანდო მორიენტესი ავარჯიშებს. ჩანს, რომ გუნდი ტექნიკურია და აქცენტი სწორედ ბურთთან ხშირ შეხებაზე კეთდება”, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ჯემალ ტაბიძემ.

დღეს კი მეორე სავარჯიშო დღეა – სამშაბათს მორიგი საწვრთნელი პროცესი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

fcsaburalo.ge

ტაბიძე “ლივერპულშია”

გეცოდინებათ, რომ რამდენიმე დღეა “საბურთალოს” ფეხბურთელი ჯემალ ტაბიძე სპორტულ დირექტორ გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად “ლივერპულში” სტაჟირებაზე იმყოფება. ჩვენებური 21 წლამდელთა გუნდში ვარჯიშობს, ინგლისში ტაბიძემ სახელოვანი კლუბის შემადგენლობაში ორჯერ ივარჯიშა, დღეს კი მესამე საწვრთნელი პროცესი იქნება.

როგორც ჩვენთან საუბარში გიორგი ჭიაბრიშვილმა განაცხადა, პირველ სავარჯიშო დღეს საწვრთნელი პროცესი ინტენსიური ყოფილა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ “ლივერპულის” მწვრთნელსა და “საბურთალოს” სპორტულ დირექტორს შორის საუბარი შემდგარა, სადაც მასპინძელს ქართველი ფეხბურთელი დადებითად დაუხასიათებია.

რაც შეეხება მეორე სავარჯიშო დღეს – 18 მარტს “ლივერპულის” 21-წლამდელების გუნდს ორმხრივი თამაში ჰქონია. ტაიმები 20-20 წუთისგან შედგებოდა, ჩვენებურს განსაკუთრებით მაღალ დონეზე მეორე ტაიმში უთამაშია. აქვე ერთ საინტერესო დეტალზეც შეიძლება ყურადღების გამახვილება – იმ დროს, როდესაც მწვრთნელს ტაბიძესთვის გადასაცმელის ჩაცმა უთხოვია, ჯიმის 5 ნომრიანი მაისურა შეხვედრია. გეცოდინებათ, რომ ტაბიძე ‘საბურთალოში” სწორედ 5 ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.

fcsaburtalo.ge