“რეალის”, “პსჟ”-ს და არგენტინის ნაკრების ყოფილი მცველი გაბრიელ ჰაინცე დარწმუნებულია, რომ ლეო მესის კარიერაში უკანასკნელი კლუბი მშობლიური “ნიუელს ოლდ ბოისი” იქნება.
“მესი კარიერას “ნიუელს ოლდ ბოისში” დაასრულებს. ვფიქრობ, ეს ძალიან რეალურია. არგენტინაში ის სხვა გუნდის მაისურით არ ითამაშებს” – განაცხადა ჰაინცემ Marca-სთან საუბრისას.
მიმდინარე სეზონში მესიმ “ბარსელონას” შემადგენლობაში 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა.