სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “რეალ სოსიედადის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ალვარო ოდრიოსოლა მადრიდის “რეალში” ითამაშებს.
22 წლის მარჯვენა მცველმა ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულების სხვა დეტალები არაა საჯარო. ესპანეთის ნაკრების წევრი ხულენ ლოპეტეგის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა. მადრიდელთა დამრიგებელი ახალგაზრდა სპორტსმენს დანი კარვახალის შემცვლელად გამოიყენებს.
ოდრიოსოლა ბასკური კლუბის აღზრდილია. მან წინა სეზონში ლა ლიგის 38-დან 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – 32 ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.