საქართველოს ნაკრების სამი წევრი ევროლიგაზე!

2014-2015  წლების  სეზონში,  ევროლიგაზე საქართველოს სამი წარმომადგენელი ეყოლება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ვიქტორ სანიკიძის ყაზანის უნიქსმა საკვალიფიკაციო ბადე დასძლია და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

უნიქსი ვიქტორ სანიკიძე

ევროსეზონი, ქართველი ლეგიონერებიდან ყველაზე ადრე ვიკტორ სანიკიძის უნიქსისთვის გაიხსნა.

შარშან ყაზანის გუნდს ორი შანსი ჰქონდა, რომ ევროლიგის საგზური მოეპოვებინა, ან ვთბ-ლიგის ფინალში უნდა გასულიყო ან რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირი ევროთასი უნდა მოეგო.უნიქსმა ვერცერთი დაკისრებული მისია ვერ შეასრულა გასულ სეზონში და წელს სწორედ ამიტომ მოუწია საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა ევროლიგაზე,რომ ჯგუფური ეტაპის საგზური მოეპოვებინა. თავიდან,რომ დავიწყოთ უნდა ვთქვათ,რომ გუნდში წელს დიდი ცვლილებები მოხდა. შარშანდელი სეზონით უკმაყოფილო გუნდის ხემძღვანელობამ, ფაქტობრივად მთელი გუნდი შეცვალა,შარშანდელი გუნდიდან წელს,წამყვანი მოთამაშეებიდან მხოლოდ ორი, ბერძნები, კოსტას კაიმაკოღლუ და ნიკოს ზიზისი დარჩნენ.როგორც სჩანს, უარყოფითად შეფასდა ასევე იტალიელი სპეციალისტის ანდრეა ტრინჩიერის მუშაობა და ის ათენის პანათინაიკოსის ყოფილმა თავკაცმა არგირის პედულაკისმა ჩაანაცვლა.მიუხედავად იმისა,რომ გუნდმა ვერ შეინარჩუნა შარშანდელი გუნდის ლიდერი ენდრიუ გაუდლოკი(  მომავალ სეზონში ფენერბაჰჩეში ითამაშებს) ვერ ვიტყვით, რომ გუნდი დასუსტდა. პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ,რომ წელს ყაზანის გუნდი გაცილებით ძლიერი იქნება,ყოველ შემთხვევაში ახალწვეული მოთამაშეების კლასი, ამის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.ქერთის ჯერელსი, ქით ლენგფორდი, ვიკტორ სანიკიძე, დორ ფიშერი და მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ნახტომის მქონე ჯეიმს უაითი.კით ლენგფორდი გასულ ევროლიგაზე ერთერთი საუკეთესო გახლდათ იტალიური მილანის შემადგნელობაში,ასევე იტალიურ მილანში გამოდიოდა ქერთის ჯერელსი.ისრაელის ნაკრების ცენტრი დორ ფიშერი კი გასულ სეზონში ორ გუნდში დონეცკში და ბროზე ბასკეთში ითამაშა,წლების წინ ის ევროპის გრანდში თელავივის მაკაბიშიც თამაშობდა, სხვათა შორის შარშანდელი სეზონის ბოლოს მის მიმართ ინტერესს ბარსელონაც იჩენდა.რაც შეეხება ჯეიმს უაითს ის იტალიური რეჯიო ემილიას ლიდერი გახლდათ გასულ სეზონში და რანგით მესამე საკლუბო ტურნირი ევროჩელენჯის გათამაშება მოიგო ამ გუნდთან ერთად.ასევე აღსანიშნავია კოსტას კაიმაღლოს შენარჩუნებაც, რომლის მიმართ ინტერეს მოსკოვის არმიელები იჩენდნენ.და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიკტორ სანიკიძე,მან ესპანურ სარაგოსაში გატარებული, შარშანდელი კარგი სეზონის შემდეგ მიიქცია უნიქსის ყურადღება,მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდა ასევე ესპანურ უნიკახასაც,მაგრამ მალაგას გუნდმა ბოლოს თავისი არჩევანი ამერიკელი ქალებ გრინის სასარგებლოდ გააკეთა. რაც შეეხება სეზონის სტარტს,ის უნიქსისთვის იმაზე მეტად მძიმე აღმოჩნდა, ალბათ  ბევრი რომ არ ფიქრობდა.განვილი სამი თამაშიდან,არცერთი თამაში არ აღმოჩნდა ადვილი გასეირნება მათთვის. პირველ მატჩში სძლიეს პოლონურ ზელენა გორას 90-86 მეორე შეხვედრაში იერუსალიმის ჰაპოელს 82-71 სადაც კარგა ხანს ჩამორჩებოდნენ მეტოქეს. და გადამწყვეტ ფინალურ დაპირისპირებაში ფრანგულ ასველს 88-79 სადაც მესამე მეოთხედის დასაწყისში 19 ქულით მარცხდებოდნენ! მოკლედ, ბევრისთვის მოულოდნელად სეზონის დასაწყისი ცოტა მძიმე იყო,მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ,რომ სეზონის სტარტზე ფაქტიურად შეუძლებელია საუკეთესო თამაშის ჩვენება და თან იმის ფონზე,როდესაც გუნდში ამდენი ახალი მოთამაშე და ახალი მწვრთნელია. რაც შეეხება პირადად სანიკიძის სტატისტიკას  ყველაზე შედეგიანი პირველი მატჩი იყო ვიკტორისთვის პოლონეთის ვიცე-ჩემპიონთან,სადაც მან 20 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა 2 დაფარება და 3 დაკარგვა მიითვალა.მეორე შეხვედრაში ჰაპოელთან,ასვე 20 წუთში შედერებით ნაკლები შედეგიანობით გამოირჩა 6 ქულა 6 მოხსნა და 1 დაკარგვა. ფინალურ მატჩში კი ყველაზე ნაკლები 13 წუთი მიიღო,სადაც 5 ქულა, 4 მოხსნა,ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი დაკარგვა ჰქონდა. წინ გრძელი სეზონია,უნიქსი კი შემდეგ  გუნდებთან ერთად  ითამაშებს ეი ჯგუფში. უნიქსი,ეფესი,სასარი,ნიჟნი ნოვგოროდი, მადრიდის რეალი და ჟალგირისი. ამ ჯგუფიდან გასვლა კი ალბათ პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს ყაზანელთათვის  ამ სეზონში.

 

მოსკოვის ცსკა მანუჩარ მარკოიშვილი

თუ ვიქტორ სანიკიძის უნიქსისთვის, მთავარი ღირსეულად გამოსვლაა ევროლიგაზე, მანუჩარ მარკოიშვილის გუნდისთვის უბრალოდ ღირსეული გასვლა ევროლიგაზე არაფერს ნიშნავს.მ ისი გუნდისგან, ყველა მისი გულშემატკივარი ტიტულის მოგებას ელოდება, რასაც უკვე წლებია ვერ ახერხებენ არმიელები.             მოსკოვის ცეესკას შემადგნობაში, უნიქსისგან განსხვავებით წელს ძალიან დიდი ცვლილებები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ნენად კრსტიჩის გადაბარგებას თურქულ ანადოლუ ეფესში და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეტორე მესინას, დიმიტრის იტუდისითი შეცვლას. უნდა ვთქვათ, რომ მაინდამაინც ჩვეულ დონეზე უკანასკნელი ორი სეზონი ვერ ჩაატარა კრსტიჩმა არმიელთა მაისურით.ასევე გუნდიდან წავიდნენ პარგო და მიჩოვი. ჯერემი პარგოს გუნდიდან წასვლა ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი, მან აბსოლუტურად ვერ გაამართლა გასულ სეზონში ის ავანსები, რაც მესინამ მასზე გასცა. ვლადო მიჩოვი კი როგორც სჩანს დიმიტრის იტუდის აღარ დასჭირდა. ასევე ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებით იაქტიურეს არმიელებმა სატრანსფერო ბაზარზე ჯერჯერობით.გუნდის ახალწვეულები ჯერჯერობით ნანდო დეკოლო,მანუჩარ მარკოიშვილი დემეტრის ნიკოლსი და პაველ კორობკოვი გახდნენ.ხსენებული ახალწვეულებიდან ალბათ დეკოლო და მანუჩარი უნდა ვახსენოდ პირველ რიგში.დეკოლომ მას შემდეგ გადაწყვიტა ევროპაში დაბრუნება, რაც სანანტონიოში და ტორონტოში,უმძიმეს კონკურენციაში ადგილი ვერ მოიპოვა, როგორც ჩანს არმიელთა გუნდის თავკაცები თავის გუნდში ხედავენ მის ადგილს.მანუჩარს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა გალათასარაეში, მიხედავად მძიმე ტრავმისა, კორობკოვი კი შარშანდელი სეზონის აღმოჩენის ნიჟნი ნოვგოროდის ერთერთი ლიდერი გახლდათ,რომელიც ვითიბი ლიგის ფინალში და ევროთასის ნახევარფინალში გავიდა.კორობკოვს ძალიან გაუჭირდება დამკვიდრება გუნდში,სავარუდოთ არმიელები დაიმატებენ ცენტრს,რომლის ძიებაშიც ეხლა არიან და ძნელად სავარაუდოა,რომ კორობკოვი გახდეს საშა კაუნის პირველი შემცვლელი. რაც შეეხება დემეტრის ნიკოლს, მისი აყვანა კი ცოტა მოულოდნელი იყო გასულ სეზონში ის ნამდვილად არ ბრწყინავდა რუსულ კრასნი-კრილიაში.ყველაზე მთავარი რაც არის რუსული კლუბისთვის,ეს არის ლიდერების შენარჩუნება და სავარაუდოთ ეს ასეც იქნება,თეოდოშიჩი და უიმსი ისევ ცესსკას ღირსებას დაიცავენ მომავალ სეზონშიც. ასევე შარშანდელი სეზონიდან კვლავ არმიელთა ღირსებას დაიცავენ ჯექსონი,ჰაინსი,ვორონცევიჩი,ფრიდზონი და კაუნი. რაც შეეხება მანუჩარს,ის ჯერჯერობით ძალიან გვახარებს წინასასეზონო მატჩებში,მაგრამ დაველოდოთ სეზონის დაწყებას და ვნახოთ რა როლი ექნება მანუჩარს იტუდისის გუნდში ამხანაგური მატჩები ვერაფერს  გვეტყვის, თუმცა ფაქტია,რომ დიმიტრის იტუდისმა კარგად იცის მანუჩარის შესაძლებლობები, ის შარშან მანუჩარის გალათასარაის კონკურენტ გუნდს ბანვიტს წვრთნიდა და სწორედ მარკოიშვილის კარგმა თამაშმა დაამარცხებინა ბანვიტი გალათასარაის. და ბოლოს მოსკოვის ცეესკას მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ბი ჯგუფში,ალბა,ცედევიტა, ლიმოჟი,მაკაბი და უნიკახა იქნებიან. ერთი შეხედვით ეს ჯგუფი ყველაზე სუსტია და არ უნდა გაუჭირდეთ მოსკოველებს პირველი ადგილის დაკავება.

 

ფენერბაჰჩე რიკი ჰიკმენი

შარშანდელი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ მრისხანე ჟელკო ობრადოვიჩს მოუწია დასკვნების გაკეთება და წლევანდელ სეზონს თურქული გრანდი კვლავ დიდი ამბიციებით ხვდება.გუნდის შემადგენლობა წელს,შარშანდელისგან განსხვავებით ბუნებრივია შეიცვალა. მნიშვნელოვან დანაკლისად შეიძლება მივიჩნიოდ,ბოიან ბოგდანოვიჩის წასვლა (ხორვატმა ბრუკლინს მიაშურა) იტალიურ მილანში გადაბარგდა, შარშანდელი ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ლინას კლეიზა (5 მილიონი დოლარი სეზონში), მაგრამ ვერ ვიტყვით ნამდვილად,რომ ამით წააგო ფენერმა,პირიქით რა თამაშსაც კლეიზა აჩვენებდა ხსენებულ თანხად ნამდვილად არ ღირდა,უფრო მეტიც, შორს იყო.ვრცელდება ხმები,რომ ფენერს ევრპული კალათბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავი ბო მაკალებიც დატოვებს,მაგრამ კლეიზას მსგავსად უნდა აღინიშნოს,რომ მაინდამაინც ვერც მაკედონიის ნაკრების ლიდერმა ჩაატარა კარგი სეზონი.შევსება კი სოლიდური მიიღო თურქულმა გრანდმა. ფენერბაჰჩეში წელს ითამაშებენ, ალაბათ ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა ბოგდან ბოგდანვიჩი,რომელიც წლევანდელ ნბას დრაფტზე პირველ რაუნდში აირჩიეს, შარშან კი ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა ბელგრადის პარტიზანის შემადგენლობაში.ასევე შარშანდელი ვითიბი-ლიგის და ევროთასის ერთერთი საუკეთესო კალათბურთელი ენდრიუ გაუდლოკი, რიკი ჰიკმენი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა შარშან მაკაბის გაჩემპიონებაში და ჩეხეთის ნაკრების ვარსკვლავი იან ვესელი,რომელიც ვაშინგტონში და დენვერში არცთუ ისე წარმატებული ორი სეზონის შემდეგ ევროპაში ბრუნდება.სავარუდოთ კვლავ ფენერბაჰჩეში ითამაშებენ,თურქული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი კენან სიპაჰი და თურქეთის ნაკრების ერთერთი ლიდერი ემირ პრელზიჩი. ერთი რამის თქმა გადაჭრით შეგვიძლია, რომ ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანი გუნდის ერთერთი ლიდერი იქნება, ეს უდავოა. დანარჩენს სეზონი  გვაჩვენებს.

თორნიკე შენგელია ბასკონია

უკვე  წლებია  ბასკონია  დიდების  დაბრუნებას  ამაოდ  ცდილობს. გუნდის  ცუდმა მენეჯმენტმა, არასწორმა  მართვამ, ერთ  დროს  ევროპული  კალათბურთის გრანდი, დღეს ევროლიგის  საშუალო  დონის  გუნდათ  აქცია. ბოლო წლებში დამკვიდრებული  ტრადიცია  არც  წელს  დაირღვა, ბასკონია  წელსაც  შეელია თავის  რამოდენიმე  ლიდერს  შარშანდელი  გუნდიდან. შარშანდელი  გუნდის, უდავო  ლიდერები  ტიბორ პლაისი  და  ანდრეას  ნოჩიონი  ესპანურ გრანდებში გადავიდნენ, ბარსელონაში  და  რეალში  შესაბამისად. შარშანდელი  სეზონი ყველაზე  მძიმე, კატასტროფული  გამოდგა  გუნდისთვის, ერთადერთი  ვისი გამოყოფაც  შეგვეძლო  შარშანდელი  სეზონიდან  ამ  გუნდში, სწორედ  ხსენებული ორი  მოთამაშე  გახლდათ. დადებითად  შეგვიძლია  ის  მივიჩნიოდ, რომ  გუნდმა შეინარჩუნა ,ფერნანდო  სან-ემეტერიო  და  ტომას  ჰუერტელი, რომელმაც შესანიშნავი  მსოფლიო  ჩემპიონატი  ჩაატარა  და  დიდი  დახმარება  გაუწია საფრანგეთის  ნაკრებს, ბრინჯაოს  მედლის  მოპოვებაში.   რაც  შეეხება ახალწვეულებს, გუნდში  ძალიან  ბევრი  ახალწვეულია,მთავარი  მწვრთნელის ჩათვლით  და  ფაქტიურად  იტალიელ  სპეციალისტს  მარკო  კრესპის  ნულიდან მოუწევს  გუნდის  ჩამოყალიბება. დორონ  პერკინსი, დევის ბერტანსი, ორლანდო ჯონსონი, კიმ ტილი, თორნიკე შენგელია, რაიან გომესი და კოლტონ აივერსონი. აქედან  სამი  მათგანი შარშან  ნაციონალურ საკალათბურთო  ასოციაციაში გამოდიოდა. თორნიკე შენგელიას ბრუკლინში და ჩიკაგოში თამაში ფაქტიურად არ უწევდა, ორლანდო ჯონსონს კი ინდიანაში. რაიან გომეს რაც შეეხება, მართალია მან ბოლო სეზონი ოკლაჰომაში ჩაატარა, სადაც მოკრძალებული 1.2ქ ჰქონდა  საშუალოდ თამაშში, მაგრამ ერთ დროს, რამოდენიმე წლის წინ,ის მინესოტა ტიმბერვულვზის ვარსკვლავი გახლდათ. ასე რომ მას  ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშის,ხსენებული სამეულიდან. შეუძლებელია  გულშემატკივრებს, რომლებიც თვალს ადევნებენ ევროლიგას არ ახსოვდეთ დორონ პერკინსის ბრწყინვალე თამაში, თელ-ავივის მაკაბის შემადგენლობაში, რამოდენიმე წლის წინათ. მაშინდელ მაკაბიში და საერთოდ ევროლიგაში, პერკინსი ერთერთი საუკეთესო იყო.. მაგრამ  იმის  შემდეგ საკმაო დრო გავიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეს პერკინსი,მაშინდელი პერკინსის მხოლოდ აჩრდილია.რაც  შეეხება კოლტონ აივერსონს და კიმ ტილის, კოლტონ აივერსონისთვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ მეორე სეზონია პროფესიონალურ კალათბურთში, ის კოლორადოს უნივერსიტეტში შესანიშნავი თამაშის შემდეგ დრაფტზეც მოხვდა და დღეს მისი უფლებები ბოსტონ სელტიკს ეკუთვნის.პირველი სეზონი კი პროფესიონალურ კალათბურთში თურქული ბეშიქთაშის შემადგენლობაში გააატარა,სადაც საშუალოდ 6.2 ქულა და 4.3 მოხსნა ჰქონდა თურქეთის ჩემპიონატში.ფრანგმა კიმ ტილიმ კი შარშანდელი სეზონიც ესპანეთში გაატარა, მან მურსიაში საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც დააინტერესა კახალაბორალი,სხვათაშორის აივერსონის მსგავსად კიმ ტილიც თამაშობდა სტუდენტურ ლიგაში,ის იუტას უნივერსიტეტის ღირსებას იცავდა. გუნდის ერთერთი ყველაზე კარგი შენაძენი, უდავოდ დევის ბერტანშია, ახალგაზრდა ლატვიელი, თავის ასაკში ევროპაში ერთერთ საუკეთესოდ ითვლება,ის დრაფტზე 2011 წელს აირჩიეს მეორე რაუნდში და მისი უფლებები ინდიანა პეისერს ეკუთვნის. შარშანდელი სეზონი კი ბელგრადის პარტიზანში ჩაატარა, მაგრამ დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა.                                                                                     კახალაბორალმა ამ შემადგენლობით, სადებიუტო მატჩი,ესპანეთის სუპერ თასზე გამართა ბარსელონას წინააღმდეგ, სადაც  უშანსოდ 66-95  განადგურდა, რაც  იმაზე მიუთითებს, რომ გუნდის  წლევანდელი სელექციაც ძალიან რისკიანი იყო და არ არის ფაქტი,რომ ახალი მოთამაშეები გაამართლებენ.უნდა ავღნიშნოდ, რომ სუპერ  თასზე არ უთამაშია  თორნიკე შენგელიას, რომელიც  ტრავმირებულია და სეზონის სტარტზე  გუნდს ვერ ეხმარება. ძალიან საწუხაროა  თორნიკეს დასანანი ტრავმა და ის,რომ გუნდს თავიდანვე ვერ ეხმარება. თავიდანვე თამაში, მას გაუადვილებდა ადაპტაციას გუნდთან. არ შეიძლება არ ვთქვათ, ახალ მთავარ მწვრთნელზე მარკო კრესპიზე. მარკო კრესპიმ, ასევე იტალიელი  სპეციალისტი  სერჟიო სკარიოლო  შეცვალა, რომელმაც ძალიან ცუდათ იმუშავა შარშანდელ სეზონში. რაც შეეხება თავად კრესპის, ის სიენას მონტეპასკის  წვრთნიდა  შარშანდელ სეზონში, რომელიც  იტალიის  ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა მილანთან მძიმე ბრძოლაში. მანამდე კი წლების მანძილზე, ასევე მონტეპასკიში, სიმონე პიანიჯიანის ასისტენტი იყო. დრო გვაჩვენებს რა გამოუვა კრესპის ბასკონიაში,  ფაქტია, რომ მას უმძიმესი სამუშაო ხვდება. ბასკონია ევროლიგის  დ ჯგუფში შემდეგ  გუნდებთან ითამაშებს. ცრვენა-ზევზდა, გალათასარაი, ნეპტუნასი, ოლიმპიაკოსი და ვალენსია.

მარკოიშვილის 15 ქულა, 5 პასი და გამარჯვება რიკი ჰიკმანის “ფენერბაჰჩესთან”

კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი, რომელიც მანუჩარ მარკოიშვილმა მოსკოვის ცსკა-ში ჩაატარა. სტამბოლში მიმდინარე „გლორიას თასის“ მეორე მატჩში რუსულმა გრანდმა ადგილობრივი „ფენერბაჰჩე“ 98:75 გაანადგურა და აღნიშნული ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ესპანურ „უნიკახას“ შეხვდება.

მანუჩარ მარკოიშვილმა კვლავ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ის ისევ მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ქართველი უკანახაზელი არმიული კლუბის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. მანუჩარმა გუნდში საკუთარი ადგილი უკვე დაიმკვიდრა და ასე თუ გააგრძელა, ის ცსკა-ს ლიდერიც იქნება.

მარკოიშვილმა 25:22 წუთი ითამაშა და შედეგიანობით მხოლოდ ანდრეი ვორონცევიჩს ჩამორჩა. ქართველმა უკანახაზელმა 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო. მარკოიშვილმა მთლიანობაში 15 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.  

მარკოიშვილს პაექრობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ წევრ რიკი ჰიკმანთან უწევდა. ჰიკმანი ევროლიგის გასული სეზონის ჩემპიონი და თელ ავივის „მაკაბის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, რომელიც „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა. ჰიკმანმა 22 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. სტამბოლელთაგან 21 ქულით საუკეთესო ემირ პრელჯიჩი გახდა, ხოლო ცსკა-ში ვორონცევიჩმა 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვლა, დემეტრის ნიკოლსმა კი 16 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი.

ფინალური მატჩი 26 სექტემბერს, თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია ინტერნეტში, შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი: http://www.trt.net.tr/Anasayfa/canli.aspx?y=tv&k=trtsporაღსანიშნავია, რომ ცსკა და „უნიკახა“ მოახლოვებულ ევროლიგაში ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეები არიან.

gbf.ge

რიკი ჰიკმანი ისრაელის ჩემპიონიც გახდა

რიკი ჰიკმნი ისრაელის ჩემპიონია. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა თელ ავივის “მაკაბიში” მიმდინარე სეზონში მესამე ტიტული მოიგო. ქვეყნის თასს და ევროლიგის ტიტულს ჰიკმანმა ისრაელის ჩემპიონობაც მოაყოლა. გადამწყვეტ მატჩში თელავიველებმა ჰაიფის “მაკაბისთან” 82:84 წააგეს, თუმცა ჩემპიონობის მოსაპოვებლად ეს შედეგი საკმარისი იყო.

საქმე ისაა, რომ განსხვავებით მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალებისა, სადაც სერია 3 მოგებამდე გრძელდება, ისრაელის საჩემპიონო სერია 2-მატჩანია. გუნდები შინ და გასვლაზე თამაშობენ და 2 მატჩის ჯამში გამარჯვებული ჩემპიონია. თელავიველებმა პირველი შეხვედრა ჰაიფაში 81:77 მოიგეს, ხოლო შინ 75:79 დამარცხდნენ. დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც მასპინძლებმა ჩამორჩნა 2 ქულამდე შეამცირეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს.

რიკი ჰიკმანი 22 ქულით “მაკაბიში” ბომბარდირი გახდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შარშან ნათამაშებმა და წელსაც გამოძახებულმა ჰიკმანმა 9-დან 5 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრაც დაგროვდა. ფინალური სერიის უძვირფასეს მოთამაშედ ტაირის რაისი დასახელდა, რომელმაც პირველ მატჩში 30, მეორეში კი – 15 ქულა მოაგროვა.

ჰიკმანისთვის მომქანცველი სეზონი ტრიუმფით დასრულდა. მისმა გუნდმა ყველა ის ტურნირი მოიგო, რაშიც მონაწილეობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონი 51-ედ გახდა.

gbf.ge

რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატის ფინაურ სერიაში დაწინაურდა

ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ისრაელის ჩემპიონატის ფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო. თელავიველებმა ჰაიფაში, თავის მოსახელე “მაკაბის” დაძაბულ ბრძოლაში – 81:77 მოუგეს და მოედნის უპირატესობა მოიპოვეს.

ჰიკმანი სასტარტო ხუთეული იყო და ტაირის რაისის შემდეგ თავისიანთაგან ყველაზე შედეგიანი გახლდათ. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 26 წუთში 14 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი ერთჯერ დაკარგა. ჰიკმანმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. რაისმა 30 წუთში 30 ქულა მიითვალა.

ფინალური სერიის მომდევნო მატჩი 11 ივნისს, თელ ავივში გაიმართება.

gbf.ge

რიკი ჰიკმანი ისრაელის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გავიდა

რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თელავიველებმა ეილათში დრამატული მატჩი მოუგეს მასპინძელ “ჰაპოელს” და ნახევარფინალურ სერიში 3:1 იმარჯვეს. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც საბოლოოდ თელავიველებმა 100:96 იმარჯვეს.

საქართველოს პასპორტის მქონე ჰიკმანი მაკაბელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 32 წუთში რიკიმ 21 ქულა, 4 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა. ჰიკმანმა 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 14-დან 12 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ჰიკმანისაკუთარ თავზე იღებდა თამაშს და მას ეილათელები ჯარიმებით აჩერებდნენ. მთლიანობაში ჰიკმანზე მასპინძლები 10-ჯერდაჯარიმდნენ.

ფინალურ სერიაში თელავიველთა მეტოქე ჰაიფის “მაკაბი” იქნება. პირველიმატჩი თელ ავივში, 8 ივნისს გაიმართება.

gbf.ge

ჰიკმანი ფინალს მიუახლოვდა, შერმადინი – ჩემპიონობას

ევროლიგის ტრიუმფატორი, რიკი ჰიკმანის „მაკაბი“ ისრაელის ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა. თელავიველებმა ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩი 97:75 მოუგეს ეილათის „ჰაპოელს“ და საერთო ანგარიშით 2:1 დაწინაურდნენ.

ქართული პასპორტის მქონე ჰიკმანი სასტარტო ხუთეულში იყო და 28 წუთის განმავლობაში 10ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 5 პასი დააგროვაჰიკმანმა 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და2-ვე საჯარიმო ჩააგდობურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღომის წინააღმდეგ კი4-ჯერ დაჯარიმდნენ.

მაკაბის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს კიდევ ხუთმა კალათბურთელმა უწიარომელთა შორისაც საუკეთესო სოფოკლის შორცანიტისი გახლდათრომელმაც 18 ქულა მოინაგრა.

საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსი“ 2:1 დაწინაურდა. პირეოსელებმა „პანათინაიკოსის“ დამარცხება ათენში მოახერხეს (69:64), რითაც მეტოქეს მოედნის უპირატესობა აართვეს. 

სამწუხაროდ, ქართველ ლეგიონერს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

პლეი ოფი დაიწყო ესპანეთში, სადაც ბექა ბურჯანაძის „კახასოლი“ მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში „ვალენსიასთან“ 54:84 განადგურდა. ქართველმა ფორვარდმა 7 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 ქულით და 2 მოხსნით დაასრულა.

gbf.ge

“მაკაბის” ეილათში ჰიკმანმა ვერ უშველა

ცოტა ხნის წინ ევროლიგის მომგები “მაკაბი” ისრაელის ჩემიონატის ნახევარფინალურ სერიაშ დამარცხდა. პირველი მატჩის მოგების შემდეგ მაკაბელები ეილათში “ჰაპოელს” შეხვდნენ და 10 ქულით – 71:81 დამარცხდნენ.

საართველოს მოალაქე რიკი ჰიკმანმა სასტარტო ხუთულშა ითამაშა და 27 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თელავიველთა ამერიკელმა ლეგიონერმა 6-დან 2 სამქულიანიდა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კიააცილა.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1. მორიგიმატჩი 29 მაისს, თელ ავივში გაიმართება.

gbf.ge

რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონობისკენ მიიწევს

ევროლიგის ტრიუმფატორი “მაკაბი” შიდაასპარეზზე გადაერთო და ისრაელის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა გამართა. რიკი ჰიკმანის გუნდის მეტოქე ეილათის “ჰაპოელი” გახლდათ, რომელსაც მაკაბელებმა თელ ავივში 90:72 სძლიეს.

ჰიკმანი სასტარტო ხუთეულში იყო და 30 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასიმიითვალარიკიმ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი 5-დან 4 საჯარიმოჩააგდობურთი არცერთხელ დაუკარგავსმხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო,მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

რიკი ჰიკმანის საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტმა მატჩის მონაწილეთაგან ყველაზე მეტი – 26 ერთეული შეადგინა. გამორჩეულად ითამაშა ასევე ევროლიგის ფინალის გმირმა ტაირის რაისმა, რომელმაც 24 წუთში 17 ქულა მიითვალა.

სერიის მომდევნო შეხვედრა ეილათში, 26 მაისს გაიმართება.

gbf.ge

რიკი ჰიკმანი “მაკაბისთან” ერთად ევროლიგის ჩემპიონი გახდა

თელ ავივის “მაკაბი” ევროლიგის ჩემპიონია. ებრაული გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წილი აქვს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ამერიკელ რიკი ჰიკმანს, რომელმაც მადრიდის “რეალთან” ფინალურ შეხვედრაში 37 წუთი ითამაშა და 18 ქულა მიითვალა. “მაკაბიმ” სამეფო კლუბი დამატებით დროში – 98:86 დაამარცხა.

მადრიდელებმა მთელი ძალები ძირითად დროს შეალიეს, რომელიც ფრედ დასრულდა. მაკაბელებს ოვერტაიმი არ უნდა დასჭირვებოდათ, თუმცა ძირითადის ბოლო წუთზე რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და “რეალს” ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მისცეს.

ქართული პასპორტის მქონე ჰიკმანმა მოედანზე გატარებულ 37 წუთში 13-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულას რიკიმ 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. მატჩის საუკეთესო მოთამაშის, მაკაბელი ტაირის რაისის შემდეგ (26 ქულა), ჰიკმანი გამარჯვებულთაგან მეორე მექულე იყო.

“მაკაბის” გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო დევიდ ბლუმ (14 ქულა), ალექს ტაიუსმა (12 ქულა, 11 მოხსნა) და დევინ სმიტმა (14 ქულა). მადრიდელთაგან 21 ქულით ევროლიგის აწდასრულებული სეზონის უძვირფასესი მოთამაშე, სერხიო როდრიგესი გამოირჩა.15 ქულა ჰქონდა რუდი ფერნანდესს, ხოლო 12-12 ნიკოლა მიროტიჩს და ფელიპე რეიესს.

gbf.ge

რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ცსკა დაამარცხა და ევროლიგის ფინალში გავიდა

რიკი ჰიკმანი ევროპის ყველაზე პრესტიჟული და წარმომადგენლობითი საკლუბო ტურნირის ფინალშია. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის “მაკაბიმ” მილანში, ოთხთა ფინალის პირველ მატჩში მოსკოვის ცსკა 68:67 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მატჩი თავიდან ბოლო წამებამდე წითელარმიული გუნდის უპირატესობით წარიმართა. თელავიველებმა სასწაულებრივ გაიმარჯვეს – მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე სონი ვიმსმა შორეული ორქულიანი ჩააგდო და მოსკოველები 67:63 დააწინაურა. ამ დროს არმიელები უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ – ფანტასტიკის სფერო იყო 20 წამში 4 ქულის გაბათილება და გამარჯვების მოპოვება.

მაკაბელებმა ბურთი სწრაფად გაათამაშეს და დევიდ ბლუმ საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე სამქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. არმიელებმა წუთშესვენება აიღეს და ეტორე მესინამ რაც დაგეგმა, ყველაფერი წყალს გაატანა ვიქტორ ხრიაპამ, რომელმაც მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და … ტაირის რაისმა იმარჯვა, ბურთი მოიხელთა და სწრაფი გარღვევით დასრულებამდე 6 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი მიითვალა.

რიკი ჰიკმანმა 34 წუთს ითამაშა. ამერიკელმა უკანახაზელმა 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. ჰიკმანმა 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მატჩის გმირმა დევიდ ბლუმ კი 15 ქულა, სულ სამქულიანებით მოაგროვა. ვეტერანმა ებრაელმა ფორვარდმა 9-დან 5 სამიანი ჩააგო.

მეორე ნახევარფინალში ესპანური დერბია – “რეალი” “ბარსელონას” წინააღმდეგ. ამ გუნდებს შორის გამარჯვებულს “მაკაბი” ფინალში 18 მაისს შეხვდება.

gbf.ge

რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

რიკი ჰიკმანის “მაკაბი” პირველი გუნდია, რომელიც ისრაელის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. თელავიველებმა გაილეაში ადგილობრივი “გილბოა”94:65 გაანადგურეს და მეოთხედფინალური სერია საერთო ანგარიშით – 3:1 მოიგეს.

ჰიკმანი სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრადა 1 დაფარება მოაგროვარიკიმ 7-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანიჩააგდოერთხელ დაუფარესამდენივე პერსონალური ფოლი მიიღომისწინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

რიკის გარდამაკაბელთაგან 10-ქულიან ზღვარს კიდევ 5 კალათბურთელი ასცდა:ალექს ტიუსი (18), დავიდ ბლუ (17), დუეინ სმიტი (13), იოგევ ოჰაიონი (11) დატაირისი რაისი (11).

“მაკაბი” ნახევარფინალში მეტოქეს ელოდება, რომელიც სავარაუდოდ ელიათის “ჰაპოელი” იქნება, რომელიც მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 ამარცხებს თელ ავივის “ჰაპოელს”

gbf.ge

ჰიკმანის 23 ქულა და გამარჯვება მეოთხედფინალურ სერიაში

ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა და ნახევარფინალში გასვლამდე 1 გამარჯვებაღა აკლია. თელავიველება “გალილ გილბოას” უმასპინძლეს და მეტოქეს გამანადგურებელი მარცხი აგემეს – 93:67.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე რიკი ჰიკმანი გახდა, რომელმაც შესაშური შედეგიანობა გამოავლინა და 24 წუთში 23 ქულა მიითვალა. რიკიმ 8-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 23 ქულასთან ერთად საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა მოთამაშემ 3 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.

სერიის მომდევნო შეხვედრა გალილეაში 12 მაისს გაიმართება.

gbf.ge