“ტრაბზონსპორის” ფეხბურთელმა მსაჯს წითელი ბარათი უჩვენა

თურქული სუპერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში “ტრაბზონსპორი”, რომელიც მოედანზე 7 ფეხბურთელით იყო დარჩენილი, “გალათასარაისთან” დამარცხდა, ანგარიშით 1-2.

მატჩი “ტრაბზონსპორისთვის” ბრწყინვალედ დაიწყო, რამეთუ სტუმრებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა ერკან ზენგინის გოლით, თუმცა შემდგომში მოვლენები მათ საწინააღმდეგოდ წარიმართა – მას შემდეგ, რაც ოზერ ჰურმაჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, ლუკას პოდოლსკიმ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

აიკუტ დემირი იყო შემდეგი ფეხბურთელი, რომელსაც ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნის დატოვება მოუწია. 86-ე წუთზე კი წითელი ბარათი ლუის კავანდამაც მიიღო უმუტ ბულუტის წაქცევის გამო.

მაშინ, როცა მსაჯი ლუისისთვის წითელი ბარათის ჩვენებას აპირებდა წითელი ბარათი დაუვარდა, რომელც სალიჰ დურუნმა აიღო და მატჩის არბიტრს ცხვირწინ აუფრიალა. შედეგად თურქულ კლუბს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ქართველი თავკაცი წვრთნიდა, მოედანზე 7 კაცით მოუწია დარჩენა, რასაც ინანის მიერ გატანილი გამარჯვების გოლიც მოჰყვა.

ჩინეთში ოსკარ კარდოზოც მიდის

პარაგვაის ნაკრებისა და „ტრაბზონსპორის“ თავდამსხმელი ოსკარ კარდოზო ჩინურ „შანდუნ ლუნენში“ გადასვლასთან ახლოსაა.

სავარაუდოდ, თურქული კლუბი 32 წლის ფეხბურთელს ჩინეთში 5,5 მილიონ ევროდ გაუშვებს. 2014 წლის ზაფხულში „ტრაბზონსპორმა“ კარდოზოს სანაცვლოდ „ბენფიკას“ 5 მილიონი ევრო გადაუხადა.

„ბენფიკას“ შემადგენლობაში კარდოზო ორჯერ პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ევროპის ლიგის თასის ფინალში გავიდა და ასევე ორჯერ პარაგვაის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

თურქული სუპერლიგის მიმდინარე სეზონის 14 მატჩში ოსკარმა 7 გოლი გაიტანა.

ოფიციალურად: არველაძემ და „ტრაბზონმა“ კონტრაქტი გაწყვიტეს

42 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე „ტრაბზონსპორის“ მწვრთნელი აღარაა. როგორც თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებსაიტმა ერთი საათის წინ დაწერა, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. გავრცელებულ განცხადებაში კლუბმა არველაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. შემდეგი ტურის შეხვედრაში „ტრაბზონსპორს“ ახალგაზრუდლი გუნდის თავკაცი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ არველაძე თურქული კლუბის თავკაცად მიმდინარე წლის სამ ივლისს დაინიშნა. თურქეთის სუპერლიგის 11 ტურის შემდეგ ტრაბზონელები 14 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

არველაძე ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ: „ფეხბურთელი მჭირდება და არა მოკრივე“

რამდენიმე დღის წინ შოთა არველაძის „ტრაბზონსპორში“ მოსკოვის „დინამოს“ გამოცდილი მცველის კრისტოფერ სამბას შესაძლო ტრანსფერის შესახებ მოგახსენეთ.

მოთამაშე თურქეთში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმების უნდა გაევლო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელს ზედმეტი წონა ჰქონია, რის გამოც ის არველაძის გუნდს ვერ შეუერთდა.

„ჩვენთან არა სამბა, არამედ მაიკ ტაისონი ჩავიდა. გუნდში ფეხბურთელი მჭირდება და არა მძიმე წონის მქონე მოკრივე“, – განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

უეფამ შოთა არველაძე თურქეთის საუკეთესო ლეგიონერთა ათეულში შეიყვანა

შოთა არველაძისა და გიორგი დევდარიანის რეაქცია “ტრაბზონსპორის” გოლზე (ვიდეო)

6 აგვისტოს, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, შოთა არველაძის “ტრაბზონსპორი” “რაბოტნიჩკის” დაუპირისპირდა.

მატჩის ძირითად დროში, თურქულმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გოლი 55-ე წუთზე იოკუსლუმ გაიტანა, რამაც შოთა არველაძე და მისი ასისტენტი გიორგი დევდარიანი ძალიან გაახარა.

საბოლოოდ, დამატებით ტაიმებში სტუმრებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს, “ტრაბზონსპორი” კი ევროპის ლიგას დაემშვიდობა.

„ტრაბზონსპორის“ ფანები: „შოთა, გვიყვარხარ“ (ვიდეო)

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შოთა არველაძის „ტრაბზონსპორი“ მაკედონურ „რაბოტნიჩკისთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. სახლში გუნდს განრისხებული ადგილობრივი ქომაგები დახვდნენ. ისინი უკმაყოფილონი იმითაც იყვნენ, რომ გუნდი მეკარე ონურ კივრაკმა დატოვა. ამის გაბო „ტრაბზონსპორის“ ფანები კლუბის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვდნენ, მეორე ნაწილმა კი ამ ისტორიაში მხარი შოთა არველაძეს დაუჭირა.

საბოლოოდ, ყველაფერი ქართველი სპეციალსიტის სასიკეთოდ დასრულდა – ქომაგები მას შემდეგი შეძახილით დახვდნენ: „შოთა, გვიყვარხარ“.

იხილეთ ვიდეო:

“ტრაბზონსპორმა” “რუბინს” კვირკველიას თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა

თურქეთის სუპერლიგაში მოასპარეზე “ტრაბზონსპორმა”, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, ყაზანის “რუბინს” სოლომონ კვირკველიას თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

haberturk-ის ცნობით, არველაძეს კვირკველიას თავის გუნდში ხილვა ძალიან სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქულმა კლუბმა “რუბინს” ქართველ მცველში 3,5 მილიონი ევრო შესთავაზა. ჯერ-ჯერობით კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია “რუბინში” 2010 წლიდან ირიცხება. ტანმაღალი ფეხბურთელი ყაზანელთა შეუცვლელი ფიგურაა და 2014 წლიდან მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იძახებენ.

ლორია „ოლიმპიაკოსიდან“ მიდის?

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, დიდი ალბათობით, „ოლიმპიაკოსს“ დატოვებს,. ყოველ შემთხვევაში, ამას ბერძნული სპორტული საიტი pamesports.gr ვარაუდობს.

გარდა ამისა, როგორც საიტი წერს, 29 წლის გოლკიპერი, სავარაუდოდ, „ტრაბზონსპორში“ გადაბარგდება, რომლის მთავარი მწვრთნელი ცოტა ხნის წინ შოტა არველაძე გახდა. აღსანიშნავია, რომ ლორიას სახელს „ტრაბზონსპორტს“ ჯერ კიდევ მის თბილისის „დინამოში“ ყოფნის პერიოდში უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ გიორგი თბილისურ კლუბში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ლორიამ „ოლიმპიაკოსთან“ კონტრაქტი ზაფხულის დაწყების წინ გააფორმა. განვლილ სეზონში მან კრეტას ოფი-ს რიგებში ითამაშა, თუმცა კლუბის დატოება ფინანსური პრობლემების გამო მოუწია.

შოთა არველაძემ გამარჯვება ფანებთან ერთად აღნიშნა (ვიდეო)

16 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, შოთა არველაძის გაწვრთინლმა “ტრაბზონსპორმა” საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგის “დიფერდანჟი” მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა სპეციალისტმა “ტრაბზონსპორის” ფანებთან ერთად გამარჯვება ორიგინალურად აღნიშნა. ეს ყოველივე კი ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა სანდრო გოჩაშვილმა დააფიქსირა.

Shotaaaa!!!!

Posted by Sandro Gochashvili on Thursday, 16 July 2015

“ტრაბზონსპორმა” “ლაციოს” ფეხბურთელი დაიმატა

შოთა არველაძის “ტრაბზონსპორმა” რომის “ლაციოს” მარჯვენაფლანგელი მცველი ლუის კავანდა დაიმატა. 24 წლის ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა ტრანსფერმა 1,75 მილიონი ევრო შეადგინა.

კავანდამ პროფესიონალური კარიერა “ლაციოში” დაიწყო. რომაელთა რიგებში მან საერთო ჯამში 80 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. გასული სეზონის პირველ ნახევარში ის ხშირად თამაშობდა, თუმცა მეორე წრეში მოედანზე მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა.

 

“ტრაბზონსპორს” მარიო ბალოტელი სურს

თურქული პრესის ინფორმაციით, თურქულ “ტრაბზონსპორს” გუნდში სამი ცნობილი ფეხბურთელი: ოსკარ კარდოსო, სტეფან მ’ბია, კევინ კონსტანტი არ ყოფნის და იწყებს ახალ მეგა ტრანსფერზე მუშაობას.

როგორც პრესაში იტყობინებიან, შოთა არველაძის გუნდს “ლივერპულის” 24 წლის იტალიელი შემტევი, მარიო ბალოტელი სურს. გუნდი ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 10 მილიონს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი მერსისაიდულ გუნდში გასულ ზაფხულს გადაბარგდა და ყველა ტურნირზე მხოლოდ სამი გოლის გატანა შეძლო.

“ტრაბზონსპორს” შოთა არველაძე ჩაიბარებს

თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტრაბზონსპორს” შოთა არველაძე ჩაიბარებს.

ოთხშაბათს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერსუნ იანალი გადადგა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის დასახელდა, რომ კლუბმა იანალის მიერ მოთხოვნილი ფეხბურთელები ვერ დაიმატა. გარდა ამისა, თურქი მწვრთნელის გადადგომის მიზეზად “ტრაბზონსპორის” ფინანსური პრობლემები სახელდება.

კლუბიდან ერსუნ იანალის წასვლის შემდეგ, “ტრაბზონსპორის” წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ კანდიდატად შოთა არველაძე მოიაზრება. თურქული წყაროების თანახმად, ქართველი სპეციალისტი “ტრაბზონსპორთან” კონტრაქტს ხუთშაბათს გააფორმებს.

გუნდი უეფას ევროპის ლიგის 2015/16 წლების გათამაშებაზე მონაწილეობს და ტურნირს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ფეხბურთელის რანგში თურქული კლუბის ღირსებას 1993–1997 წლებში იცავდა.