თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

კარიკატურა: აჯობებს ემერი ვენგერს?

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნაი ემერიმ არსენ ვენგერი ჩაანაცვლა. ესპანელი სპეციალისტის მიერ დამოძღვრილმა “მეთოფეებმა” პრემიერ ლიგის პირველ ტურში დაახლოებით ისე ითამაშეს, როგორც ბოლო წლებში ვენგერის გუნდი ასპარეზობდა და შესაბამისი შედეგიც დააფიქსირეს: 0:2 წაგება “მანჩესტერ სიტისთან”.

ომარ მომანი კარიკატურით ემერის უსვამს კითხვას: “უნაი, დარწმუნებული ხარ, რომ ვენგერზე კარგად იმუშავებ?”

 

 

უნაი ემერი: “მინდა, “არსენალი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გახდეს!”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენი მიზანია, ევროპაში საუკეთესო კლუბებს შორის ვიყოთ, მოვიგოთ ტიტულები და ევროპული ელიტის ნაწილად ვიქცეთ. ასევე, მსურს, ჩვენმა გულშემატკივრებმა გუნდის მიღწევებით იამაყონ. ვიცი, ისინი უკვე ამაყნი არიან, თუმცა მე მათი მეტად გახარება მსურს. მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც ახლა ჩემს გვერდში არიან. აუცილებელია, დიდი მუშაობის გაწევა. ორი წელია, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩება. სწორედ ამიტომ, ეს ნაბიჯები უმნიშვნელოვანესია; ასევე, იმიტომ, რომ მინდა, “არსენალი” მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყოს.”

“არცერთი ტიტული არაა უმნიშვნელო. ვფიქრობ, ნებისმიერი მათგანის მოგების კანდიდატად ყოფნა შეგვიძლია. ვერ დაგპირდებით, ყველაფერს უცებ მოვიგებთთქო, თუმცა გპირდებით, რომ ერთად ბევრს ვიმუშავებთ წარმატებისთვის. ჩვენ ერთმანეთს გადავცემთ ემოცებს და კონკრეტული მიზნებისთვის ვიბრძოლებთ,” – აცხადებს უნაი ემერი.

ოფიციალურად: უნაი ემერი ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელია

უნაი ემერი ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელია. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

უცნობია, რამდენწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი 46 წლის სპეცალისტმა. ჯერჯერობით, არც მისი ხელფასი არაა საჯარო. ბოლო დროს, იწერებოდა იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო, არსენ ვენგერი მიგელ არტეტას ჩაენაცვლებინა. თუმცა, “მეთოფეებმა” არჩევანი ემერიზე შეაჩერეს.

ესპანელი სპეციალისტი ბოლოს “პარი სენ-ჟერმენში” მუშაობდა და ბოლოს ლია 1-ის, საფრანგეთის თასისა და საფრანგეთის ლიგის თასის მოგება მოახერხა.

 

ემერი: “პსჟ” ახლადშექმნილი კლუბია, რომელსაც ახალი იდეები აქვს”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის სჯერა, რომ თავის გუნდს “ბარსელონასა” და “ბაიერნის” დონის გუნდებისთვის კონკურენციის გაწევა ჯერ არ შეუძლია.

“პსჟ” ახალი გუნდია. ჩემპიონატში ძალების გაერთიანება გვჭირდება, რათა წარმატებულები ვიყოთ. უძლიერესი გუნდი გვყავს, რომელსაც დრო სჭირდება ისტორიის დასაწერად.ეს ახლადშექმნილი გუნდია ახალი იდეებით.

სხვა ჩემპიონატებს თუ გადავხედავთ, გერმანიაში “ბაიერნია”, რომელსაც ყველაზე მეტი ტიტული აქვს. ესპანეთში “რეალი” და “ბარსელონა” ჰყავთ, იტალიაში კი – “იუვენტუსი”, “მილანი” და “ინტერი”.

რაც შეეხება საფრანგეთს, “პარი სენ-ჟერმენი” ახლახან გაუთანაბრდა “ლიონს” ტიტულების ოდენობით, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია,” – აცხადებს უნაი ემერი.

უნაი ემერი: “ნეიმარის ოპერაცია? ეს ტყუილია!”

ლიგა 1-ის გასულ ტურში “პარი სენ-ჟერმენის” შემტევმა, ნეიმარმა მარსელის “ოლიმპიკის” წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო. სხვადასხვა გამოცემის თანახმად, ბრაზილიელს 1-2 თვე მოუწევს უქმობა, ზოგი იმასაც წერს, რომ ის სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს – მხოლოდ მუნდიალზე იქნება შესაძლებელი, რომ მაყურებელმა “ნეი” მოედანზე იხილოს.

პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ თავისი ფეხბურთელის დაზიანებაზე ისაუბრა.

“საჭიროა, სიმშვიდე გამოვიჩინოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. მას, ამჟამინდელი დაკვირვებიდან გამომდინარე, ოპერაციას არ გაუკეთებენ. ისევ არსებობს მცირე შანსი, რომ ნეიმარმა მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ითამაშოს. თუმცა, გთხოვთ ნუ აყვებით ჭორებს – ჭორი კი ისაა, რომ ჩემს მოთამაშეს ოპერაციას უკეთებენ. ჩვენ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ,” – აცხადებს ემერი.

უნაი ემერი: “ნეიმარი ცუდადაა”

ხვალ “პარი სენ-ჟერმენი” ლიგა 1-ის 27-ე ტურის შეხვედრას მარსელის “ოლიმპიკის” წინააღმდეგ გამართავს. უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ნეიმარს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები და მისი თამაში ხვალ საეჭვოა.

“კლუბის ექიმი არ ვარ და ჩემი დასკვნიდან გამომდინარე არ ვამბობ – როგორც .კომპეტენტურმა პირებმა მითხრეს, ნეიმარი ცუდადაა. იმედი მაქვს, ის ვარჯიშს და შემდეგ თამაშს შეძლებს. ეს არაა ტრავმა. ის უკავშირდება ინფექციას და მაღალ ტემპერატურას, რაც ლასანა დიარას გუშინ ჰქონდა,” – ამბობს ემერი.

უნაი ემერი: “მეტი დავიმსახურეთ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა შედგა “სანტიაგო ბერნაბეუზე”: მადრიდის “რეალმა” “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, “პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“კარგი თამაში ჩავატარეთ, მართლა კარგი! მეტი დავიმსახურეთ. ახლა, მეორე მატჩის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გვქონდა შანსები, თუმცა უმეტესობა მათგანი ვერ გამოვიყენეთ. შედეგი 3-1-ია, თუმცა ეს მატჩს არ ასახავს. ჩემმა გუნდმა მშვენივრად ითამაშა, თუმცა ალბათ ფინალრუი სვლა დაგვაკლდა, სადაც მადრიდულმა გრანდმა გვაჯობა – ეს გადამწყვეტ ფაზაში მოხდა. შეხვედრა მცირე დეტალებით წყდება. ახლა მხოლოდ “ქამბექზე” ვფიქრობ,”  –ამბობს ემერი.

უნაი ემერი: “დარწმუნებული ვარ, “რეალი” “პსჟ”-სთან მატჩს ფორმის პიკში შეხვდება”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ თებერვლის თვეში “რეალთან” გასამართ ორმატჩიან დაპირისპირებაზე ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ აღნიშნულ შეხვედრას მადრიდული მხარე საუკეთესო ფორმაში შეხვდება.

“ბრწყინვალე “რეალის” წინააღმედგ მოგვიწევს თამაში, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენთან გასამართ მატჩისთვის ისინი ფორმის პიკში იქნებიან, ეს ნათელია.

სეზონის განმავლობაში ყველა გუნდს აქვს რთული პერიოდები. “რეალის” პრობლემა სწორედ ეს არის. მაგრამ გაიხსენეთ, როდესაც “რეალმა” “ბარსელონა” სუპერთასზე დაამარცხა, ყველა ამბობდა, რომ ეს სეზონი “ბარსელონასთვის” იქნებოდა რთული.

“რეალს” უკვე დაუბრუნდა გარეთ ბეილი, რომელის ფაქტორსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ზინედინ ზიდანს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და შეძლებს, მადრიდელები ძველ სიმაღლეზე აიყვანოს.

ყველაფერი ჩვენს წინაა. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ანალიზის დრო კი სეზონის ბოლოს დადგება…” – აცხადებს “სევილიას” ყოფილი თავკაცი.

“პსჟ”-მ ნეიმარს უფლება მისცა, რომ საფრანგეთის თასის დაპირისპირება გამოტოვოს

“პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის თასზე “სტრასბურგს” დაუპირისპირდება. როგორც ირკვევეა, აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ნეიმარი. ბრაზილიელმა ნებართვა მიიღო, რომ საკუთარ ქვეყანაში ოჯახური პრობლემის მოსაგვარებლად წასულიყო და ნახსენები მატჩი გამოეტოვებინა.

25 წლის სპორტსმენი ლიგა 1-ის ბოლო, უკანასკნელ ტურში, “ლილთან” (“პსჟ”-მ 3-1 იმარჯვა) არ ყოფილა. ამის მიზეზი წითელი ბარათი იყო. მატჩის შემდეგ, უნაი ემერიმ განაცხადა, რომ იმედოვნებდა, ნეიმარი 3-4 დღეში დაბრუნდებოდა. თუმცა, ახლა მივიღეთ სურათი, რომლის თანახმადაც იგი ოთხშაბათს გასამართი მატჩის განაცხადში არაა.

კვირას, ბრაზილიურიმა მედიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც მოთამაშე თავისი მეგობრის მამის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. ხოლო, ორშაბათს თავად ნეიმარმა “ტვიტერზე” თავისი ფოტო დადო და დააწერა: “ფოკუზირება, ძალა, რწმენა ახალ დღეს ზეიმისთვის!”

 

უნაი ემერი მსაჯებისგან ნეიმარის დაცვას ითხოვს

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი თვლის, რომ მსაჯებმა ნეიმარის ტიპის ფეხბურთელების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ და ამით მათი დაცვა სცადონ.

“ფეხბურთელების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი ისეთი მოთამაშეების, როგორიც ნეიმარია – ის ხშირად ეხება ბურთს, მუდამ ცდილობს ორთაბრძოლებში მონაწილეობის მიღებასა და დრიბლინგის განხორციელებას.

აქიდან გამომდინარე, მის მიმართ აგრესიას უფრო ხშირად იჩენენ და მასზე ბევრჯერ ჯარიმდებიან. მსაჯებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მის დასაცავად,” – აცხადებს “სევილიას” ყოფილი თავკაცი.