“აიაქსის” სტადიონს იოჰან კრუიფის სახელი დაერქვა

“ამსტერდამ არენას” სახელი შეეცვალა.

სტადიონის ხელმძღვანელობის, “აიაქსის” უფროსებისა და ქალაქის მმართველების მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ამსტერდამული კლუბის სტადიონს იოჰან კრუიფის სახელი მიენიჭა.

როგორც იცით, “აიაქსის” ყოფილი თავდამსხმელი და მთავარი მწვრთნელი გასული წლის მარტში გარდაიცვალა. ის ჰოლანდიური კლუბის ღირსებას 1964-73, 1981-83 და 1986-88 წლებში იცავდა.

კრუიფი გასული საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. მან სამჯერ მოახერხა ოქროს ბურთის მოგება.

სტადიონს სახელი 25 აპრილს შეეცვალა, კრუიფის დაბადებიდან ზუსტად 70 წლის შემდეგ.

“კამპ ნოუს” დასასრული? კატალონიური გრანდი ცვლილებებისთვის ემზადება

“ბარსელონას” დირექტორთა საბჭო სამშაბათს განიხილავს ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანია ფეხბურთის ჰოლანდიელი ლეგენდის, იოჰან კრუიფის მიმართ პატივისცემის გამოჩენა, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა.

კატალონიური ყოველდღიური გამოცემა, Sport გვამცნობს, რომ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა სტადიონისთვის სახელის გადარქმევას აპირებს. დირექტორთა გარკვეულ ნაწილს სურს, რომ სტადიონს იოჰან კრუიფის სახელი ეწოდოს, რომელიც “კამპ ნოუს” მიწებზე დააბიჯებდა, როგორც მწვრთნელის, ასევე ფეხბურთელის რანგშიც.

კრუიფი 68 წლის ასაკში სიმსივნემ დაამარცხა. ამ უკანასკნელმა სიცოცხლის მანძილზე “ბარსას” სტადიონზე კოპა დელ რეისა და ლა ლიგის მოგება მოახერხა მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას, მანამდე კი ევროპის თასიც აღმართა 1992-ში.

კრუიფის ვაჟი, ხორდი უკვე იმყოფებოდა კლუბის ხელმძღვანელობაში ამ საკითხის თაობაზე, რომელსაც Sport-ის გამოკითხვის თანახმად “ბარსას” ფანების დაახლოებით 65% უჭერს მხარს.

ვან ბასტენი: “კრუიფი ჩემი კუმირი იყო”

როგორც იცით, იოჰან კრუიფმა სიმსივნესთან ბრძოლა წააგო და 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, რასაც მისი თანაგუნდელი და თანამემამულე, მარკო ვან ბასტენი გამოეხმაურა, რომელიც კრუფითან ერთად “აიაქსში” თამაშობდა.

“იოჰანი ყოველთვის მისაბაძ ადამიანად მიმაჩნდა, ის ჩემი კუმირი იყო. ის ყოველთვის ახერხებდა ჩემი ყურადღების მიქცევას.

ყოველთვის ვუყურებდი იმ დიდი “აიაქსის” თამაშებს 1970-იანებში, სადაც ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ რუდ კროლი, იოჰან ნისკენსი და რა თქმა უნდა კრუიფიც. იმ დროს მე საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი. მათ ზედიზედ 3-ჯერ მოიგეს ევროპის თასი.

ეს გუნდი განსაკუთრებული იყო, მათი თამაშის ყურება უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა, იოჰანი კი ძალზედ ელეგანტური ფეხბურთელი იყო.

დღესაც მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, მე 15 წლის ვიყავი. ის კიბეებზე ჩამოდიოდა, მე კი მაღლა ავდიოდი. ყოველთვის მინდოდა მისთვის ხელის ჩამომერთმია და მეთქვა : ‘ჩემი სახელი დაიმახსოვრე’. თუმცა მაშინ ეს ვერ შევძელი.

ახლა კი, როცა მან დაგვტოვა ვაანალიზებ, თუ რა დიდი საქმე გააკეთა მან ფეხბურთისთვის და ნიდერლანდებისთვის.” – განაცხადა ვან ბასტენმა.

კრუიფი: „მესი გუნდური მოთამაშეა, რონალდუ კი – ეგოისტი“

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა ერთმანეთს „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი და მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ შეადარა.

„მესი ნამდვილი გუნდი მოთამაშეა. ის კოლექტიურ თამაშში გამორიჩევა. ჩემი აზრით, რონალდუ უფრო თავისუფლად მოქმედებს და უფრო ეგოისტურადაც თამაშობს. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ კრიშტიანუ მხოლოდ საკუთარ შედეგზე ფიქრობს. მესიც ბევრს იტანს, მაგრამ თანაგუნდელებთან შეთანხმებით მოქმედებს“, – ციტირებს კრუიფს „France Football“-ი.

„მგონია, საუკეთესო მწვრთნელებლებად ნახევარმცველები ყალიბდებიან, რომლებიც კარიერის განმავლობაში თამაშის ორგანიზებაზე ფიქრობდნენ და არა მოედანზე თავის ინტერესებს ითვალისწინებდნენ. მათ ყოველთვის თამაში უნდა შეაფასონ. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელები მოედანზე მწვრთნელებიც ყოფილან. ასეთი მოთამაშე რაიკაარდი იყო. იგივე კატეგორიას გვარდიოლაც ეკუთვნის“, – დაამატა კრუიფმა.

ანჩელოტიმ კრუიფს კიბოსთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა

იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელს იოჰან კრუიფს მხარდაჭერა გამოუცხადა. ცნობისთვის, გუშინწინ ჰოლანდიელს ფილტვის კიბო დაუდგინეს.

„საყვარელო იოჰან კრუიფო, შენ ყოველთვის გამარჯვებული იყავი და ახლაც გამარჯვებული გამოხვალ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ!“, – დაწერა ანჩელოტიმ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

იოჰან კრუიფს ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელ იოჰან კრუიფს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას ამსტერდამის “აიაქსი” ოფიციალურად ადასტურებს.

დღეს ეს ცნობა ესპანურ პრესაში გავრცელდა, რის შემდეგაც “აიაქსის” დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“კრუიფის აგენტს დავუკავშირდით, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ იოჰანს მართლაც აქვს ფილტვის სიმსივნე. ეს დიაგნოზი სულ ახლახან დაუსვეს, ამიტომ მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. კლუბის სახელით იოჰანსა და მის ოჯახს დიდ ძალას და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”.

იოჰან კრუიფი 68 წლის გახლავთ. იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. კრუიფს სამჯერ აქვს მოგებული “ოქროს ბურთი” — 1971, 1973 და 1974 წლებში.

კრუიფმა “აიაქსის” შემადგენლობაში რვაჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი, სამჯერ ჩემპიონთა თასი, “ბარსელონას” რიგებში ერთხელ დაეუფლა ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულს, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად კი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო.

მოთამაშის კარიერის შემდეგ ხელი სამწვრთნელო მუშაობას მიჰყო. წვრთნიდა “აიაქსსა” და “ბარსელონას”. კატალონიურ გუნდთან ერთად ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ ჩემპიონთა თასსაც დაეუფლა.

Cruyff

იოჰან კრუიფი აქტიური მწეველი გახლდათ. ჰოლანდიელი დღეში 20 ღერ სიგარეტს ეწეოდა. 1991 წელს გულის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც მოწევას თავი დაანება.

კრუიფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაა:

“ფეხბურთმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა, თამბაქომ კი თითქმის ყველაფერი წამართვა”.

 

კრუიფი: “ბარსელონამ” “რეალს” აჩვენა, როგორ უნდა იმუშაო სწორად”

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი თვლის, რომ მადრიდის “რეალმა” წლევანდელი სეზონი ცუდი სატრანსფერო პოლიტიკის გამო ჩააგდო. ჰოლანდიელის აზრით, კატალონიურმა გუნდმა მის უშუალო კონკურენტს აჩვენა, თუ როგორ უნდა იმუშაო სწორად.

“რეალმა” ის მოთამაშეები არ დაიმატა, რომლებიც სინამდვილეში სჭირდებოდა. მე ასე ვფიქრობ. სისტემამ ისე ვერ იმუშავა, როგორც უნდა ემუშავა. ტრანსფერებზე ვსაუბრობ.

“ბარსელონამ” კი, რომლისთვისაც გასული სეზონი წარუმატებელი იყო, აჩვენა, როგორ უნდა იმუშაო სწორად. გუნდმა ეს სეზონი შესანიშნავად განვლო და ასი პროცენტით დაიმსახურა საჩემპიონო ტიტული”, – კრუიფის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

„ყველაფერს ფულით ვერ იყიდი“

ლეგენდარული ფეხბურთელის იოჰან კრუიფის თქმით, ტურინის „იუვენტუსმა“ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მაღალი თანხები ხარჯვა წარმატების გარანტიას ყოველთვის არ იძლება.

„იუვენტუსმა“ თავისი მაგალითით დაამტკიცა, რომ წარმატების ყიდვა არ შეიძლება.

საქმე წარმატების ფორმულაშია. ტურინში სტადიონი ყოველთვის სავსეა. გუნდის თამაშზე ესეც მოქმედებს.

„იუვენტუსი“ იტალიაში ერთ-ერთი პირველი გუნდია, რომელმაც სხვა სტილით ითამაშა. ტურინელები მიხვდნენ, რომ იტალიური ფეხბურთის სტილი მიმზიდველი ყოველთვის არაა“, – განაცხადა კრუიფმა.



კრუიფმა ჰოლანდიის ნაკრები გააკრიტიკა

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა თურქეთთან მატჩის შემდეგ თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები გააკრიტიკა.

„ჰოლანდიამ საშინლად ითამაშა. მცველები ბურთს ნახევარმცველებს აძლევდნენ, ეს უკანასკნელები კი ბურთს უკან აბრუნებდნენ. ფეხბურთელებმა კრეატიულობის დაბალი დონე აჩვენეს. ეს ის გუნდია არ არის, რომლის ნახვაც გვსურს.

ვფიქრობ, ევროთასებზე ჰოლანდიური კლუბების წარუმატებლობის შემდეგ, გაირკვა, თუ რა დონეზე იმყოფება ჩვენი ეროვნული ნაკრები. ყველა დონეზე პრობლემები გვაქვს და ჯერ არ ვიცი, მათ როდის მოვაგვარებთ.

ჩვენი ფეხბურთის პრობლემა მწვრთნელების განათლებაშია. ნთაელი მხოლოდ ერთია: ცვლილებების დრო დადგა, რადგან თურქეთთან მატჩში სირცხვილი იყო“, – განაცხადა ლეგენდარულმა მოთამაშემ.

კრუიფი: “რეალს ზიდანი კასტილიას მთავარ მწვრთნელად არ უნდა დაენიშნა”

“ბარსელონას” ექს-თავკაცი იოჰან კრუიფი, რომელიც “ბარსას” ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს კრიტიკას არასდროს აკლებდა, ახლა უკვე მადრიდის “რეალს” გადასწვდა და “სამეფო კლუბის” გადაყწვეტილებას – სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ – შეცდომა უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ზიზუს შესაბამისი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის არქონის გამო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სამთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა, თუმცა მოგვიანებით, ესპანეთის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ამოქმედებული სადამსჯელო სანქცია შეაჩერა.

“რეალი ზიდანთან დაკავშირებულ საკითხში არასწორად მოიქცა, ვინაიდან იცოდა, რომ მას ლიცენზია არ გააჩნდა. ამან აბსურდული პრობლემა გამოიწვია. ამდენხნიანი საფეხბურთო კარიერისა და კარლო ანჩელოტის ასისტენტად მუშაობის შემდეგ, მას ვინმემ კიდევ უნდა ასწავლოს? თუმცა, პროფესიონალმა ლეგალურად უნდა იმუშაო. არ მესმის, როგორ მოდა, რომ პრობლემამ მუშაობის დაწყებიდან ორი თვის მერე იჩინა თავი, სწორედ ეს მაღელვებს,”-ამბობს კრუიფი.

კრუიფი: ,,კარგია, რომ რობენმა ფულს ,,ბაიერნში” გადასვლა არჩია”

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, იოჰან კრუიფმა ინტერვიუში თანამემამულე ფეხბურთელის, არიენ რობენის პროგრესზე ისაუბრა.

,,რობენი მაგალითია ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის. კარგია, რომ რობენმა ფულს ,,ბაიერნში” გადასვლა არჩია. კარიერული წინსვლისათვის, სწორი არჩევანის დროულად გაკეთებაა საჭირო. არიენმა კი ეს თავის დროზე მოახერხა. 30 წლის ფეხბურთელმა, სავარაუდოდ, თავის საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 21 წლის ასაკში ფული აუცილებელი არაა,” – განაცახდადა იოჰან კრუიფმა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

ბეკენბაუერი: “კრუიფის სატრანსფერო ფასი მილიარდი იქნებოდა”

“მიუნხენის ბაიერნის”, გერმანული ფეხბურთისა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ არანაკლებ ლეგენდარული ჰოლანდიელი, იოჰან კრუიფი დღევანდელი სტანდარტების გათვალისწინებით მილიარდი ეღირებოდა.

“ისეთი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები, როგორებიც ბეილი და რონალდუ არიან დაახლოებით 100 მილიონს უდრის. კრუიფის სატრანსფერო ფასი დღევანდელ სატრანსფერო ბაზარზე მილიარდი იქნებოდა”

ასევე ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ისტორიულად უფრო დიდებული კლუბია ვიდრე “მიუნხენის ბაიერნი”

“ბარსელონა” – ლიდერია მსოფლიოში, თუნდაც მისი ტრადიციებით. მათ უკვე ყავდათ ლეგენარული შემადგენლობები 30-იან და 40-იან წლებში, მაშინ როდესაც, 1965 წელსაც კი არ იყო “ბაიერნი” ბუნდესლიგაში” – განაცხადა ბეკენბაუერმა BILD-თან ინტერვიუში