საბერძნეთში, შესაძლოა, საფეხბურთო ჩემპიონატი აღარ ჩატარდეს

შემდეგ სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატი, შესაძლოა, არ ჩატარდეს. ამის შესახებ ბერძნულ კლუბებს ქვეყნის სპორტის სამინისტრომ შეატყობინა, რის შესახებაც „Sky Sports“-ი იწუყება.

სპორტის სამინისტროს აზრით, სტადიონებზე უსაფრთხოების ზომები დაცული არაა. შესაბამისად, საბერძნეთის უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი, ვალდებული იქნება, თავის არენაზე კამერები დაამონტაჟოს და ბილეთები მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ გაყიდოს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატის ორი მატჩი სწორედ ამ მიზეზით შეწყდა.

ასეთი რამ ფეხბურთში არ მომხდარა – რა გააკეთა ბერძენმა თავდამსხმელმა? (ვიდეო)

7 იანვარს, საბერძნეთის თასზე, “ვერიამ” საკუთარ მოედანზე “აპოლონ სმირნისი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას ძალიან უცნაური რამ მოხდა. “ვერიას” თავდამსხმელი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, მისი დარტყმული მეკარე მოხვდა, თუმცა ბურთი ისევ კარში შედიოდა, როცა თავად თავდამსხმელმა უცნობი მიზეზის გამო ბურთი ხელით მოიგერია და შესაბამისად, მას კარის ხაზი არ გადაუკვეთია.

ლაზაროს კრისტოდოლოპულოსის შესანიშნავი ფინტი სერბეთის წინააღმდეგ (ვიდეო)

18 ნოემბერს, საბერძნეთისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:2) ლაზაროს კრისტოდოლოპულოსმა მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

რანიერი საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დატოვებს

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი კლაუდიო რანიერი მთავარ პოსტს დატოვებს. შემდეგ შეხვედრაში ბერძნებს ახალი მწვრთნელი ეყოლებათ.

გადაწყვეტილება საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. ამის მიზეზი კი გუნდის არადამაჯერებელი თამაში გახდა. ბ

ერძნებმა 4 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულის მოიპოვება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ გუშნ ბერძნები ფარერის კუნძულების ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

რანიერის შემცვლელის ვინაობა ჯერ არ სახელდება. ფედერაცია ამ მიმართულებით მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

გიორგი მერებაშვილმა საბერძნეთის თასზე საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

30 ოქტომბერს, საბერძნეთის თასზე ჯენარო გატუზოს გაწვრთნილმა “ოფიმ” საკუთარ მოედანზე “ქსანტი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე გავიდა, ხოლო საგოლე გადაცემის ავტორი ქართველი გიორგი მერებაშვილი გახდა.

მერებაშვილის გარდა, “ოფის” ძირითად შემადგენლობაში იყო მეკარე გიორგი ლორიაც, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

გიორგი ლორიას კარში ბოლო გოლი ბევრი წვალების შემდეგ გაიტანეს (ვიდეო)

საბერძნეთის ჩემპიონატში “პაოკსა” და “ოფის” შორის გამართულ მატჩში (4:0), გიორგი ლორიას კარში ბოლო გოლი დიდი წვალების შემდეგ გაიტანეს.

ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის – რა მოხდა საბერძნეთში

21 სექტემბერს, საბერძნეთის რანგით მესამე დივიზიონში, “ნეა ლონიასა” და “ილისიაკოსს” შორის გამართულ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ “ნეა ლონიას” ფეხბურთელმა გიანის ხლოროსმა მეტოქე გუნდის კარში გოლი იმის გამო არ გაიტანა, რომ მეკარე წაქცეული იყო.

იხილეთ 01:15:55-დან:

საბერძნეთის მეორე დივიზიონის სტარტი გაურკვეველი ვადით გადაიდო

საბერძნეთის მეორე დივიზიონის დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ლიგის ხელმძღვანელობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური და ინსტიტუციონალური მიზეზების გამო იქნა მიღებული.

საბერძნეთის მეორე დივიზიონის პირველი ტური 27 და 28 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინათ ეკონომიკური კრიზისის გამო საბერძნეთში მიიღეს კანონი, რომლის ძალითაც სპორტული ფედერაციების დამოუკიდებლობა შეიზღუდა.

 

ახალგაზრდა შვედი ფეხბურთელის ულამაზესი გოლი საბერძნეთის კარში

შვედეთისა და საბერძნეთის 21-წლამდე ნაკრებებს შორის გამარტულ მატჩში ჯონ გუიდეტმა მეტოქეს შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა.

გიორგი ლორიას მწვრთნელი ჯენარო გატუზო ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა გააგიჟა

23 აგვისტოს საბერძნეთის სუპერ ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი ლორიას “ოფიმ”, რომელსაც ჯენარო გატუზო თავკაცობს, საკუთარ მოედანზე “პანაითოლიკოსი” მიიღო და მეტოქე 92-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

ჯენარო გატუზო გოლმა ისე გაახარა, რომ ის მოედანზეც კი შეიჭრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიამ მატჩი სრულად ჩაატარა და კარიც მშრლად შეინახა.

გიორგი ლორია საბერძნეთში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი კრეტის ოფი-ის ღირსებას დაიცავს. აღნიშნული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე წლის ივნისის თვიდან იტალიელი ჯენარო გატუზო მუშაობს. ლორიამ ოფი-ში გადასვლა საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელეფონო ინტერვიუში დაუდასტურა. მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“დღეიდან ოფიციალურად ოფი-ის ფეხბურთელი ვარ. ძალიან გამიხარდა, რომ ოფი-ში ჩავირიცხე. შევხვდი მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს, ვესაუბრე, ძალიან უნდა ჩემი აქ ყოფნა. ოფი ამბიციური გუნდია, მიზნები გააჩნია და იმედია, მეც ყველანაირად დავეხმარები ოფი-ს წარმატების მიღწევაში. შანსი არის, დავამტკიცო, რომ ევროპაში თამაშის ღირსი ვარ და ეს ჩემი მომავლისთვისაც კარგია”, – აღნიშნა ლორიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია აქამდე “დინამო თბილისის” ღირსებას იცავდა. რაც შეეხება ოფი-ს, გუნდმა საბერძნეთის ჩემპიონატის გასული გათამაშება მე-6 პოზიციაზე დაასრულა.

 

საბერძნეთის ნაკრები კლაუდიო რანიერის ჩააბარეს

ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს.

მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

62 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე ფერნანდუ სანტუში შეცვალა, რომელმაც „ელინების“ თავკაცის თანამდებობა ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რანიერის ხელფასის სახით წელიწადში 800 ათასი ევრო ექნება.