ვიტო კოლელიშვილი 14-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

“კლერმონის” მორაგბე ვიტო კოლელიშვილი 14-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

მოგეხსენებათ, 15 იანვარს, ქართველმა მოთამაშემ “ოსპრეიზთან” გამართულ შეხვედრაში მსაჯს ხელი ჰკრა. წინასწარი ინფორმაციით, კოლელიშვილისათვის ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია უნდა მიეცათ, თუმცა სასჯელი უფრო მსუბუქი აღმოჩნდა.

რა გაუკეთა ვიტო კოლელიშვილმა უელსელ მორაგბეს (ვიდეო)

15 იანვარს, ევროპის ჩემპიონთა თასზე, უელსურმა “ოსპრეიზმა” საკუთარ მოედანზე ფრანგული “კლერმონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 21:13 დაამარცხა.

მოგეხსენებათ, მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა მორაგბემ, ვიტო კოლელიშვილმა მსაჯს ხელი ჰკრა. ახლა კი, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ რა გაუკეთა ქართველმა მორაგბემ უელსელ ალან ვინ ჯონსს.

ევროპის 5 საუკეთესო სარაგბო კლუბი

სპორტულმა პორტალმა Pundit Arena-მ ევროპის ხუთი საუკეთესო სარაგბო კლუბი დაასახელა, რომელთა შორის სამი საფრანგეთის წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მათგანში ქართველი მორაგბეებიც თამაშობენ.

5. “რასინგ 92” (საფრანგეთი)
ქართველი: დავით ხინჩაგიშვილი

5

4. “კლერმონი” (საფრანგეთი)
ქართველები: დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი

4

3. “უოსპსი” (ინგლისი)

3

2. “ტულონი” (საფრანგეთი)
ქართველები: მამუკა გორგოძე, კოტე მიქაუტაძე, ლევან ჩილაჩავა

111111

1. “სარასენსი” (ინგლისი)

1

ფრანგულ კლუბს ქალი უხელმძღვანელებს

საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ბინადარ “კლერმონის” მთავარი მწვრთნელი ქალბატონი ინქება. კლუბს ჰელენა კოსტა გაწვრთნის. ევროპული ტოპ-5 ქვეყნების ისტორიაში ასეთი ფაქტი პირველად მოხდა.

კოსტას საკმაოდ საინტერესო კარიერა აქვს. 36 წლის მწვრთნელი ყატარის და ირანის  ქალთა ნაკრებებს წვრთნიდა. ასევე, მუშაობდა პორტუგალიერი “ბენფიკას” ქალთა გუნდის მთავარ მწვრთნელად და “სელტიკის” სკაუტად.

U18 ბორჯღალოსნების ამხანაგური მატჩი ევროპამდე

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც 2014 წლის ერვოპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის გათამაშებისათვის მზადების ფარგლებში შეკრებაზე იმყოფება, გუშინ, 28 მარტს საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა ფრანგული ტოპ 14-ის 18 წლამდელთა გუნდთან. შეხვედრა 18 წლამდე ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით  22:17 დასრულდა.

ქართულ-ფრანგული ამხანაგური

თამაშზე მოსულმა ქომაგმა მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილეს. ‘კლერმონის’ ახალგაზრდული გუნდი, ჩვენს ნაკრებს გარკვეულ კომპონენტებში სჯობდა, უფრო უკანახაზელების ინდივიდუალურ თამაშში, მაგრამ უმცროსი ბორჯღალოსნების თავდადებამ თავისი გაიტანა. ქართველი მორკინალები მეტოქისას სჯაბნიდნენ, მოკლე დარტყმებისას ფაზებს კარგად კინძავდნენ და ამის ხარჯზე მეტოქეს მათსავე ნახევარზე ამყოფებდნენ, მაგრამ იყო ტექნიკური წუნი და სწორედ ამის ბრალია, ტაბლოზე უფრო დიდი სხვაობა რომ არ დაფიქსირდა.

ჩვენს გუნდს უჭირდა თამაშის გაშლა, თუმცა, მწვრთნელების თქმით, ამ ხაზში სასტარტო შემადგენლობის სამი მორაგბე გვაკლდა (10-12-15) და უშუალოდ პოლონეთში საქართველოს ნაკრები სხვაგვარად ითამაშებს. ნებისმიერ შემთხვევაში, კლერმონელებთან მატჩით მიღებული გამოცდილება, როგორც მწვრთნელებისთვის, ასევე თავად მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მატჩის დებიუტში საჯარიმოთი ანგარიში საქართველომ გახსნა. მეტოქე რაქში დაჯარიმდა და კონსტანტინე ახობაძემ საშუალო დისტანციიდან გაიტანა. მალე ლელოს დადების შანსიც გაჩნდა, თორნიკე მანაგაძემ ხაზი გაჭრა და მარჯვნივ იერიშში გიორგი მელაძე ჩართო, მაგრამ მას ბურთით ფეხის გადაკიდება ძლიერად მოუვიდა და ის პირით ხაზს გასცდა.

საწყისი 15 წუთის შემდეგ ფრანგებმა ბურთი მოიხელთეს, ფეხით მოკლეზე გადაკიდების შემდეგ, ქართველმა უბურთო მეტოქე შეაჩერა და გასატანი პოზიციიდან წონასწორობა აღდგა. ორიოდე წუთში საქართველოს ნაკრებმა მოკლე დარტყმებით ლამის ნახევარი მოედანი გაიარა, ხაზთან წარმოქმნილი რაქიდან ბურთი ბესიკ გოგოლაძემ აიტაცა და ლელო დადო. ვასილ ლობჟანიძეს გარდასახვა გაუფუჭდა.

ტერიტორიული უპირატესობა საქართველოს U18 ნაკრების იყო, ის ბურთსაც აკონტროლებდა, მაგრამ 24-ე წუთზე ლაშა საჯაია რაქში შუბური ბოჭვისთვის დაჯარიმდა და სინ ბინით. ‘კლერმონმა’ მეტობა მალევე გამოიყენა, მათმა მგეზავმა ხაზი ცენტრში გაჭრა და ფულბეკმა ბურთი ძელებსშუა დაამიწა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. ტაიმის დასკვნითმა წუთებმა ქართველთა იერიშებში ჩაიარა და ერთ ეპიზოდში ხაზის გადაკვეთაც მოხერხდა, მაგრამ შემტევმა ბურთის დამიწება ვეღარ შეძლო – 8:10.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეს ჯერ არეკნი, შემდეგ კი, ცენტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. მათ შორის საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი ლობჟანიძემ მიიღო, მაგრამ გასატანი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. ამას კვლავ მოკლე დარტყმებით იერიშები მოყვა, ბექა გორგაძემ რაქიდან მოულოდნელად ორჯერ შეუტია, მაგრამ პირველი ტაიმის მსგავსად, მსაჯებმა ზედახორაში ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირეს. სამაგიეროდ, ‘კლერმონმა’ ბურთი კარგად გაშალა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ზუსტი გარდასახვის შემდეგ უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა.

განახლდა თუ არა თამაში, მეტოქეს მასსავე 22-ში ფეხით მოგერიებისას დავუფარეთ, ბურთს ერთბაშად სამი ქართველი მიყვა, მაგრამ ყველას გიორგი ხარებავამ დაასწრო. ლელოს თორნიკე მანაგაძის ზუსტი გარდასახვა მოყვა და სხვაობა 2 ქულამდე მალევე დავიდა. მეტოქე დაიღალა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, მაგრამ კარგად დაძრული მოლების, თუ მოკლე დარტყმების სერიების შემდეგ, ზედ ხაზთან ლელოს გატანა ვეღარ ხერხდებოდა.

მატჩის დასრულებამდე სამი წუთი რჩებოდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 22-ის ხაზთან დერეფანი მოიგო და მოლით დაახლოებით 15 მეტრი იარა, ამას რამდენიმემოკლე დარტყმა მოყვა და ოთარ გორგაძემ ძალისმიერი ლელო გაიტანა, ხოლო მანაგაძემ გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა და 22:17 მოგებით გულშემატკივართან ერთად გაიხარა.

რაღაც პრობლემები გვაქვს, მაგრამ გამოსწორება შეიძლება

ნამატჩევს, 18 წლამდელების მწვრთნელმა მამუკა ტყეშელაშვილმა განაცხადა: “ევროპის ჩემპიონატამდე ეს ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იყო. მანამდე საკონტროლო მატჩები საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებთანაც გავმართეთ. გუნდი შეკრებაზე დარჩება და პოლონეთში 6 აპრილს გაემგზავრება.

„ამ თამაშმა დაგვანახა, რომ რაღაც პრობლემები არის, მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება. სხვა მხრივ, კარგი თამაში იყო, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, შერკინებაში უპირატესობა გვქონდა და ეს კარგად გამოვიყენეთ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ლიდერი გვაკლდა, ის ბიჭები, რომელთაც გამოცდილება აქვთ და მათი უმეტესობა უკანა ხაზში თამაშობს. სწორედ ამიტომ გაჭირდა თამაშის გაშლა. სამაგიეროდ, ინიციატივა შერკინებამ აიღო, მეტოქე დაღალა და გამარჯვებაც ამის ხარჯზე მოხერხდა. მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ასე ვერ ვითამაშებთ, იქ თუ მორკინალებს ხაზიც არ აყვა, მაშინ არაფერი გამოგვივა.

„დღეს დაგვაკლდნენ თორნიკე ზოიძე, ირაკლი სვანიძე და გიორგი კოშაძე. დავით ლობჟანიძეს მხრის ტრავმა აწუხებს და დღეს ის შეცვლაზე კი ვათამაშეთ, მაგრამ ბევრად მეტი შეუძლია. ეს ოთხივე მორაგბე სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება და მათთან ერთად ბევრად უკეთ ვითამაშებთ. მორაგბეებს ენტერო-ვირუსი შეეყარათ და იყო მიკრო-ტრავმები, მაგრამ ექიმებმა კარგად იმუშავეს, ახლა ბევრად უკეთეს სიტუაციაში ვართ და იმედია, გამგზავრებამდე დარჩენილ მცირედ პრობლემებსაც აღმოვფხვრით.

„აქამდე ევროპის ჩემპიონატზე ასეთი ფიზიკური მონაცემების გუნდი ჯერ არ გვყოლია. წელს მრავლად გვყავს მაღალი ბიჭები. ირლანდიის თამაში შარშან ვნახეთ და ჩვენი გამოუცდელობის გამო მცირედით დავმარცხდით. შერკინებაში დიდი ბრძოლა გავუმართეთ და არაფერი დავუთმეთ, წელს კი, მეტის მიღწევას ვეცდებით. თუმცა ისიცაა, რომ ახლა მეტოქეც სხვა თვალით გვიყურებს და შარშანდელზე მეტად მოინდომებს. პოლონეთში ყველა თამაშში მოსაგებად გავალთ და ვნახოთ რა მოხდება”.

U18 საქართველოს სამატჩო რამზი

შერკინება

1. ნიკა ნეფარიძე, 2. ვანო მარგალიტაძე, 3. ლაშა ტაბიძე, 4. ბესო გოგოლაძე, 5. მიხეილ ბაბნუაშვილი, 6. ლაშა საჯაია, 7. ოთარ გიორგაძე, 8. ბექა გორგაძე (კაპ)

ღერძი

9. ვასილ ლობჟანიძე, 10. კონსტანტინე ახობაძე

ხაზი

11. ბექა ნონიაშვილი, 12. სანდრო ილურიძე, 13. გიორგი კვესელაძე, 14. გიორგი მელაძე, 15. თორნიკე მანაგაძე

მარქაფა

16. გიორგი ხუროშვილი, 18. ლუკა გოგინავა, 19. შაქრო ლომსიანიძე, 20. ლაშა მამუჩარაშვილი, 21. მამუკა ჩაჩიბაძე, 22. დათო ლობჟანიძე, 23. კახა ელბაქიძე, 24. მიხეილ გორგასლიძე, 25. გიორგი ჯავახია

rugby.ge

U18 საქართველო – U18 ‘კლერმონი’ ამხანაგური მატჩი/მეორე შეხვედრა

2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის გათამაშებისათვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს, სპარინგი გამართა ‘კლერმონელ’ თანატოლებთან, რომლებიც თბილისში 25 მარტს ჩამოვიდნენ.

გუშინდელ სავარჯიშო, მართვად თამაშში ორივე გუნდის მწვრთნელმა, დავით ჩავლეიშვილმა და ფრედერიკ სიოვომ, თავიდან ცალ-ცალკე ავარჯიშეს შერკინება და ხაზი. ვინაიდან შეხვედრა სავარჯიშო ხასიათის იყო, მწვრთნელების გადაწყვეტილებით მსაჯი ხშირად ზედიზედ ნიშნავდა შერკინებას თუ აუტს მოედნის სხვა და სხვა ადგილებში.

ორივე გუნდის ყველა მოთამაშეს მიეცა სავარჯიშო მატჩში მონაწილეობის საშუალება. თამაშის მსვლელობისასგუნდებმა დადეს ლელოები, მაგრამ სავარჯიშო ხასიათის გამო, ანგარიშს ყურადღება არ ექცეოდა.

ოფიციალური, ამხანაგური მატჩი

ხვალ, 28 მარტს საქართველოსა და ‘კლერმონის’ 18 წლამდელები სრულფასოვან, ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 16:00 საათზე დაიწყება.

ხვალინდელი მატჩი 18 წლამდე ბორჯღალოსნებისათვის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილს წარმოადგენს.

18 წლამდელები მოსამზადებელ შეკრებას 3 აპრილამდე გაივლიან, ხოლო 6 აპრილს ისინი FIRA AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონის გათამაშებაში საასპარეზოდ პოლონეთში გაემგზავრებიან.

სამწვრთნელო შტაბი – მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი, მწვრთნელი მამუკა ტყეშელაშვილი, მწვრთნელი ლევან შარაშიძე, ფიზ-მომზადების მწვრთნელი გიორგი ნადარეიშვილი, მენეჯერი პაატა მაისურაძე

Rugby.GE