30 მარტს, ეკვადორის ჩემპიონატში, “რივერ პლეიტსა” და “ემელეკს” შორის გამართულ მატჩში (1:2), მარკოს მონდაინიმ “რივერ პლეიტის” კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
ჭდე: რივერ პლეიტი
“რივერ პლეიტის” უიღბლო ფეხბურთელი (ვიდეო)
20 მარტს, ლიბერტადორესის თასზე “რივერ პლეიტმა” საკუთარ მოედანზე “ხუან აურიჩი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, “რივერ პლეიტის” თავდამსხმელს ძალიან არ გაუმართლა.
“რივერ პლეიტის” მეკარემ ორი ფეხბურთელი წააქცია (ვიდეო)
6 მარტს, ლიბერტადორესის თასზე “რივერ პლეიტსა” და “ტიგრესს” შორის გამართულ მატჩში (1:1), “რივერ პლეიტის” მეკარემ, ერთ ეპიზოდში, ორი ფეხბურთელი წააქცია.
“ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელებმა “რივერ პლეიტის” ფანებთან იჩხუბეს (ვიდეო)
28 ნოემბერს, “რივერ პლეიტსა” და “ბოკა ხუნიორსს” შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ (1:0), მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “რივერ პლეიტის” გახარებული ფანები მოედანზე შეიჭრნენ.
როგორი ატმოსფერო სუფევდა ტრიბუნებზე არგენტინული “სუპერკლასიკოს” დროს (ვიდეო)
28 ნოემბერს, არგენტინის ჩემპიონატში “სუპერკლასიკო” გაიმართა. “რივერ პლეიტმა” საკუთარ მოედანზე “ბოკა ხუნიორსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტრიბუნებზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა.
მწვრთნელმა მარტინ პალერმომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა
26 სექტემბერს, არგენტინის ჩემპონატში “არსენალსა” და “რივერ პლეიტს” შორის გამართულ მატჩში სახალისო რამ მოხდა.
არგენტინის სუპერჩემპიონი „რივერ პლეიტი“ გახდა
არგენტინულმა „რივერ პლეიტმა“ ქვეყნის ჩემპიონატის სუპერფინალი მოიგო. გუნდმა გადამწყვეტი მატჩი „სან ლორენსოს“ წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 73-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ხერმან პეცელამ თავური დარტყმით გაიტანა.
„რივერ პლეიტმა“ ქვეყნის უმაღლესი ტიტული რიგით 36-ედ მოიგო.
არგენტინის ჩემპიონატში 20 გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონატი ორი ნაწილისგან შედგება — ტორნეო ინისიალისგან და ტორნეო ფინალისგან. ინისიალი 2013 წლის 2 აგვისტოს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდა, ჩემპიონი კი „სან ლორენსო“ გახდა. ტორნეო ფინალი მიმდინარე წლის 7 თებერვალს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდა, გამარჯვებული კი „რივერ პლეიტი“ გახდა. შესაბამისად, ამ ორ გუნდს შორის მატჩით გაირკვა სუპერჩემპიონის ვინაობა.
ბექა დოგრაშვილი
კრისტიან ლედესმამ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა
19 მაისს, არგენტინის ჩემპიონატში, “რივერ პლეიტსა” და “ქილმესს” შორის გამართულ მატჩში (5:0), კრისტიან ლედესმამ მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
“რივერ პლეიტს” ტრეზეგეს დაბრუნება სურს
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ფორვარდი დავიდ ტრეზეგე, რომელიც ახლა “ნიუელს ოლდ ბოისის” ღირსებას იცავს, შესაძლოა მალე “რივერ პლეიტს” დაუბრუნდეს.
ფრანგი ფორვარდი “ნიუელსში” სწორედ “რივერიდან” არის განათხოვრებული და შეთანხმების თანახმად ახლანდელ კლუბში 2014 წლის ბოლომდე უნდა დარჩეს. მაგრამ, “რივერის” პრეზიდენტს ტრეზეგეს დაბრუნება ზაფხულში სურს.
“ტრეზეგე ივნისში დაბრუნდება. ჩვენ ეს უკვე გადავწყვიტეთ. ის “რივერ პლეიტს” სჭირდება” – განაცხადა როდოლფო დ’ონოფრიომ.
აღნიშნულ ტრანსფერს ტრეზეგეს და “რივერი” მწვრთნელის, რამონ დიასის კონფლიქტი ართულებს.