რაკიტიჩი: “ნეიმარს უკან, “ბარსელონაში” დიდი სიხარულით მივიღებდი”

კატალონიის “ბარსელონას” ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა აღნიშნა, რომ ის დიდი სიამოვნებით ითამაშებდა ისეთი ფეხბურთელის გვერდით, როგორიც ნეიმარია. ეს განცხადება მან “მალაგასთან” მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა (0-2).

“მას ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მე ნეიმარს ყოველთვის დიდი სიხარულით მივიღებ, “ბარსელონაში” მისი კარი ღიაა. ამას არა მარტო ჩვენს შორის არსებული კარგი ურთიერთობის გამო ვამბობ, არამედ ამის თქმის საშუალებას მისი დონე მაძლევს. ნეიმარს ჩემს გუნდში ყოველთვის მოვუძებნიდი ადგილს.

30 წლის გავხდი, თუმცა ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვნახოთ, როგორი იქნება ეს წელი ჩემთვის. ახლახან მაჩვენეს “ატლეტიკოსთან” მატჩში ჩემი სტატისტიკური მონაცემები და სეზონის საუკეთესო აღმოჩნდა. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო,” – აცხადებს ივან რაკიტიჩი.

მანჩესტერული გრანდები ერთმანეთს რაკიტიჩის ტრანსფერისთვის ეცილებიან

უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, კატალონიის “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროებშია მოქცეული.

The Manchester Evening News-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტი” უკვე გავიდა კავშირზე კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობასთან. ასეთივე ინფორმაციას ავრცელებს Don Balon-იც.

მიმდინარე სეზონში 29 წლის რაკიტიჩმა 21 მატჩი ჩაატარა ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.

რაკიტიჩი: “ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ამას გავაკეთებდი…”

კატალონიის “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი ნეიმარის წასვლაზე საუბრისას აცხადებს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის წასვლის შემდეგ გუნდი უფრო დაბალანსირებულია.

“როდესაც ნეიმარი “ბარსელონაში” იყო, ჩვენს თამაშში უფრო მეტი შოუ იყო. შეიძლება, ახლა სწორედ ეს გვაკლია. ნეიმარს ამის შევსება მარტოც შეეძლო. მინდა ის ჩვენთან იყოს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით გავაჩენდი ნეიმარს ჩვენს გუნდში.

ნეიზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ, ის ახლა უკვე ჩვენთან აღარ არის და ამის მიუხედავად, მაინც კარგად ვასრულებთ დაკისრებულ მოვალეობებს.

სისტემის შეცვლამ ბევრი დადებითი შედეგი მოიტანა. ახლა უფრო მეტი ბალანსი იგრძნობა, მეტი ერთიანობა ისევე როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს,” – აცხადებს რაკიტიჩი.

რაკიტიჩი: “დიდი სიამოვნებით დავუთმობდი ბუფონს ჩემს ადგილს მუნდიალზე”

კატალონიის “ბარსელონას” ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა პრესასთან საუბრისას იტალიისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ჯიჯი ბუფონსაც უთანაგრძნო, რომელმაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი ხელიდან გაუშვა.

“იმის აღწერა, რაც ბუფონს ფეხბურთში აქვს გაკეთებული, შეუძლებელია, უბრალოდ განსაკუთრებულია. დიდი სიამოვნებით დავუთმობდი მას ჩემს ადგილს მსოფლიო ჩემპიონატზე.

ბუფონი ნებისმიერი ბავშვის იდეალური გუნდის წევრია, ის ყოველთვის ყველგან არის. ვერ გეტყვით რა ვიგრძენი, როდესაც მატჩის შემდეგ ჯიჯი ასეთ მდგომარეობაში ვიხილე, ძალიან მინდოდა, იმ მომენტში მის გვერდით ვმდგარიყავი.

ნამდვილად დიდი სირცხვილია, კარიერის დასრულებას მაღალ ნოტზე რომ ვერ ახერხებს და რიგით მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატში ვერ მიიღებს მონაწილეობას. რთულია ასეთ ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, მას ჩემს ადგილს ნამდვილად მივცემდი,” – აცხადებს რაკიტიჩი.

რაკიტიჩი: “ბარსელონას ტერორისტულ აქტს შემთხვევით გადავურჩი”

გასულ აგვისტოში ბარსელონაში ტერორისტული აქტი მოხდა, რის შედეგადაც 130 ადამიანი დაშავდა, 13 კი დაიღუპა.

“ბარსელონას” ფეხბურთელი, ივან რაკიტიჩი აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი აღნიშნულ აქტს შემთხვევით გადაურჩნენ.

“ჩემი ბავშვები, ცოლი და მე ტერაქტის დღეს ქალაქის ცენტრში ჩამოვედით. ცოტა ხნით, პარკში გავჩერდით. შემდეგ კი, სწორედ “ლა რამბლაში” გვინდოდა გადასვლა. თუმცა, მეუღლემ მითხრა, რომ მზიანი დღე იყო და სჯობდა, ბავშვებს პარკში ეთამაშათ. მეც დავეთანმხე. მადლობა ღმერთს, რომ მას დავუჯერე. სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან 3-4 წუთში ტერაქტი მოხდა.”

“ბევრი ნათესავი თუ მეგობარი გვირეკავდა. საბედნიეროდ, იმ ყველაფერს გადავურჩით და ახლა ჯანმრთელები ვართ,” – აცხადებს ხორვატი.

 

ივან რაკიტიჩი: “სუპერ თასზე წაგებამ უფრო ერთიანი გუნდი გაგვხადა”

კატალონიის “ბარსელონამ” აგვისტოს თვეში (13 და 16 რიცხვებში) ესპანეთის სუპერ თასზე მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გაიბრძოლა და ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 1:5 დამარცხდა.  ამის შემდეგ “ბლაგურნამ” ოთხი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და სამი ლა ლიგაში, ერთი კი ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო.

ესპანელთა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ჟურნალისტებთან კლუბის ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

“გასულ თვეში სუპერ თასი წავაგეთ, რამაც ჩვენზე, ერთ მხრივ, დადებითად იმოქმედა: გუნდი უფრო ერთიანი გახდა. ამაზე მეტყველებს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგები. “იუვენტუსთან” მატჩს დიდ ყურადღებას ვაქცევდით, რადგან სწორედ მათ გამოგვთიშეს წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან. ვფიქრობ, რომ იმ თამაშთან დაპირისპირება, რაც იტალიელებთნა ვაჩვენეთ, ნებისმიერ კლუბს გაუჭირდება.”

“ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები დავიმატეთ და მათთან ერთად ვეცებით დიდი მიზნების მიღწევას. მწვრთნელი? ყველა სპეციალისტს თავისი იდეები აქვს. ვთვლი, რომ ერნესტო ვალვერდე მენდობა. თავს კომფორტულად ვგრძნობ და ვეცდები, ჩემი ადგილი შევინარჩუნო,” – აცხადებს ხორვატი.

“პარი სენ-ჟერმენი” ვერატის ნაცვლად 70 მილიონისა და რაკიტიჩის მიღებას გეგმავს

“ბარსელონას” ხელმძღვანელები კვლავ არ ეშვებიან “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის ტრანსფერზე ფიქრს. პარიზელებმა კი საუკეთესო ვარიანტი გამონახეს.

ესპანური Sport.es-ის ცნობით, ფრანგული კლუბი მარკო ვერატის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროსა და “ბარსელონას” ესპანელ ნახევარმცველს, ივან რაკიტიჩს ითხოვს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, “პსჟ”-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი მიღებული თანხის გამოყენებით კილიან მბაპეს ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, რომელშიც “მონაკო” 130 მილიონ ევროს ითხოვს.

რაკიტიჩმა გაახანგრძლივა, გამოსასყიდი თანხა 125 მილიონია

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას ივან რაკიტიჩსა და ესპანეთის ჩემპიონ კლუბს შორის არსებული კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

როგორც ცნობილი ხდება, ხორვატმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. რაც შეეხება მის გამოსასყიდ თანხას, ის 125 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” 2014 წლის ზაფხულში გამოჩნდა, როდესაც ის 26 წლის იყო. მას შემდეგ, მან 145 მატჩში მოიგო “ბარსელონას” მაისური და 23 გოლიც ჩაიწერა პირად აქტივში.

იოზილიდან რაკიტიჩამდე: როგორი იქნებოდა “შალკეს” შემადგენლობა, ლიდერები რომ არ გაეყიდა

როგორც იცით, მიმდინარე სეზონში გელზენკირხენის “შალკე” არც თუ ისე კარგად გამოიყურება, რისი მიზეზიც მეტწილად გერმანელთა სატრანსფერო პოლიტიკა გახლავთ.

არადა სავსებით შესაძლებელი იყო, რომ “ლურჯებს” მაღალი მიზნებისთვის ებრძოლათ. თუმცა “შალკეს” ხელმძღვანელობამ ცდუნებას ვერ გაუძლო და კლუბის ლიდერები გაყიდა.

სწორედ ასეთი იქნებოდა “შალკეს” შემადგენლობა, კლუბს ლიდერები რომ არ გაეყიდა:

მანუელ ნოიერი

პოზიცია: მეკარე

ასაკი: 29

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერნი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 203

მანუელ ნოიერი “შალკეში” 5 წლის ასაკიდან თამაშობდა. ის გერმანული გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელმაც გელზენკირხენელთა რიგებში 2011 წლამდე იასპარარეზა.

2010-11 წლების სეზონში გერმანიის თასის მოგების შემდგომ, გერმანელმა მეკარემ “ბაიერნში” მოისურვა კარიერის გაგრძელება, მიუხედავად ინგლისური გუნდების მხრიდან არსებული ინტერესებიდან და დღესაც ღირსეულად იცავს ბავარიული გრანდის კარს.

რაფინია

პოზიცია: მარჯვენა მცველი

ასაკი: 30

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერნი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 198

ბრაზილიაში მოთამაშე რაფინიას თავდაპირველად ყურადღება სწორედ გერმანულმა “შალკემ” მიაქცია 2005 წელს. შემტევი შესაძლებლობების მქონე მცველმა თავისი შესაძლებლობები გერმანიაში მშვენივრად წარმოაჩინა, რის შემდეგაც ყველასთვის გასაკვირად, ის “ჯენოას” შეუერთდა 2010-ში.

სერია ა-ში გამართული რამდენიმე ბრწყინვალე მატჩის შემდგომ, მისი გადაბირების სურვილი “ბაიერნს” გაუჩნდა. ასე აღმოჩნდა ბრაზილიელი მცველი მიუნხენში, ნოიერის გვერდით.

კირიაკოს პაპადოპულოსი

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ასაკი: 23

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერ ლევერკუზენი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 93

კირიაკოსი გერმანულ გუნდში 2010 წელს გამოჩნდა. მან “შალკეს” მესვეურთა ყურადღება საბერძნეთში, “ოლიმპიაკოსის” რიგებში მაღალ დონეზე თამაშით მიიქცია.

კირიაკოსმა 93 მატჩის ჩატარება მოახერხა “ლურჯი” მაისურით, რის შემდგომაც მის მიმართ ინტერესი “ლევერკუზენის ბაიერმა” გამოიჩინა, “შალკემ” კი მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ჰაიკო ვესტერმანი

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ასაკი: 32

ამჟამინდელი კლუბი: “ბეტისი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი:123

ჰაიკო ვესტერმანს მცველისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება გააჩნდა. მისი პირველი დიდი კლუბი სწორედ “ფელტინს-არენას” ბინადარი “შალკე” გახლდათ, რომელმაც ის “არმინიადან” გადაიბირა.

ვესტერმანმა მთავარი როლი ითამაშა გერმანული გრანდის წარმატებულ ასპარეზობაზე (ჩემპიონტა ლიგაში), ის გუნდის შეუცვლელი ფიგურა იყო, მანამ სანამ გერმანელებს “ბარსელონა” არ გამოაგდებდა ნახევარფინალიდან. რის შემდგომაც ის “ჰამბურგის” კაპიტანი გახდა (2010-ში).

ბენედიქტ ჰიოვედესი

პოზიცია: მარცხენა მცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 286

ბენედიქტი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა წარმატებულ შორის, რომელთა შენარჩუნებაც გელზენკირხენულმა გუნდმა მოახერხა.

მსოფლიო ჩემპიონმა, რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, “შალკეს” მასიურით 286 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამასთანავე 32-ჯერ შესძლო ნაკრების რიგებში თამაშიც.

იოჰანსენ გაისი

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 22

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 23

მიუხედავად იმისა, რომ “შალკეს” რიგებში იოჰანსენმა მხოლოდ 23 მატჩის ჩატარება მოახერხა, მან მაინც დიდი მოწონება დაიმსახურა კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან.

დიდწილად სწორედ 22 წლის გაისის დამსახურებაა, ის რომ “შალკე” ამჟამად გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს. მან კლუბის მიერ გატანილ 12 გოლში მიიღო მონაწილეობა.

ივან რაკიტიჩი

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “ბარსელონა”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 135

ივან რაკიტიჩმა, რომელიც ამჟამად “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლება, თავისი შესაძლებლობების წარმოჩენისათვის მადლობა პირველ რიგში “შალკეს” უნდა გადაუხადოს, რამეთუ სწორედ გერმანული გუნდის სკაუტმა შეამჩნია ის პირველად.

გერმანულმა კლუბმა “ბაზელში” მოთამაშე ხორვატი ნახევარმცველი 2007 წელს გაიფორმა. გერმანელთა ავანსები გამართლდა – ცენტრალურმა ნახევარმცველმა 135 მატჩში 16 გოლის გატანა და 29 ასისტის გაკეთება მოახერხა.

იულიან დრაქსლერი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 22

ამჟამინდელი კლუბი: “ვოლფსბურგი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 170

იულიან დრაქსლერი “შალკეს” მიერ წარმოებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტად ითვლება. რომ არა ტრავმები, ის შესაძლოა გაცილებით უფრო მაღალ დონეზეც მდგარიყო.

თუმცა მას ყველაფერი წინ აქვს – ის მხოლოდ 22 წლის არის. მან გულშემატკივართა გული მალევე მოიგო, თუმცა 170 მატჩში თამაშის შემდგომ, მან “შალკე” “ვოლფსბურგში” გაცვალა.

მესუტ იოზილი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “არსენალი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 39

რაკიტიჩსა და იულიან დრაქსლერს ნახევარდაცვაში მესუტ იოზილიც შეუერთდებოდა “ვერდერში” რომ არ გადაბარგებულიყო 2006 წელს.

იოზილი “შალკეს” აკადემიაში 2005 წელს მივიდა და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა, მისით ვერ მოიხიბლა და გერმანელ ნახევარმცველს გუნდის დატოვების საშუალება მისცა.

ლეროი სანე

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 20

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 42

მიუხედავად იმისა, რომ ლერო სანე სულ რაღაც 20 წლისაა, ევროპის არცერთი ტოპ კლუბი არ იტყვის გუნდში მის ყოლაზე უარს. სანემ გერმანულ გუნდში 42 მატჩის ჩატარება მოახერხა, მან თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა.

კლუბის ახალგაზრდული აკადემიის კიდევ ერთი გასაოცარი პროდუქტის შენარჩუნება “შალკეს” ძალიან გაუჭირდება. დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანელი შემტევი ნახევარმცველი მომავალ სეზონში ინგლისში ან ესპანეთში ვიხილოთ.

კლას-იან ჰუნტელაარი

პოზიცია: თავდამსხმელი

ასაკი: 32

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 201

“რეალში” და “მილანში” გატარებული წლების შემდგომ, ჰოლანდიელმა შემტევმა კარიერის გაგრძელება გერმანიაში გადაწყვიტა. ის “შალკეს” 2010-ში შეუერთდა.

ჰოლანდიელ თავდამსხმელს საკმაოდ ადვილად გამოსდის გოლების გატანა, მითუმეტეს, თუ ისეთი ნახევარმცველები ეყოლება უკან, როგორებიც არიან: იოზილი, დრაქსლერი, სანე და რაკიტიჩი.

Claudio-Ranieri

რაკიტიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი 2015 წლის საუკეთესო ხორვატ სპორტსმენად დასახელდა. 27 წლის ნახევარმცველი თავისი კლუბის მატჩის გამო დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო, თუმცა ორგანიზატორებს წერილი გაუგზავნა.

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ჩემთვის ეს პრიზი რამდენს ნიშნავს. 2015 წელი „ბარსელონასთვისა“ და ხორვატიის ნაკრებისთვის ბრწყინვალე გამოდგა. იმედია, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებასაც შევძლებ“, – დაწერა რაკიტიჩმა.

რაკიტიჩი: „ყველაფერი იდეალური იყო“

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი „რეალთან“ მოგებული შეხვედრით ბედნიერია.

„ჩვენ თამაშისგან სიამოვნებას ვიღებდით. გუნდმა ჩინებული შეხვედრა ჩაატარა. ყოველი მატჩის მოგება გვსურს, რათა ქულათა მაქსიმუმი დავაგდროვოთ.

ეს ჩინებული საღამო იყო. თავს კარგად ვგრძნობ, მოვახერხე და გუნდსაც დავეხმარე. ყველაფერი იდეალური იყო“, – განაცხადა ხორვატმა.

რაკიტიჩმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

თბილისში „სევილიასთან“ უეფას სუპერთასის მატჩის წინ „ბარსელონას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა თანაგუნდელი ლიონელ მესი, რომელიც „ოქროს ბურთის“ ოთხგზის მფლოელია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენია.

„მესი? ყველამ ვიცით, თუ ვინ არის ის. ლეო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა“, – განაცხადა ხორვატიის ნაკრების წევრმა.