“ბაიერნთან” დუელში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საგზურის მოპოვების შემდეგ კომენტარი კატალონიელთა ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა გააკეთა.
“ბაიერნთან” პირველი შეხვედრა რთული გამოდგა. ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით. დღეს კი პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე შედარებით იოლი თამაში იყო. საბოლოო შედეგით გახარებულები ვართ.
“ჩვენი მწვრთნელის როლი ამ წარმატებაში ძალიან დიდია. მთელი გუნდის სახელი მინდა მას მადლობა გადავუხადო. ლუის ენრიკეს გარეშე ეს გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა.
იმედი მაქვს, რომ წელს ტიტულს ჩვენ მოვიპოვებთ. ფინალურ შეხვედრაში მეტოქის ვინაობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ჩვენ ბერლინში ვითამაშებთ” – განაცხადა რაკიტიჩმა.