ფაქტი, რომ კრისტიან ბენტეკეს მომავალი “ლივერპულისაგან” საკმაოდ შორსაა კიდევ ერთხელ დამტკიცდა კვირას გამართულ მატჩში, რომელიც იურგენ კლოპის გუნდმა 3-2 დათმო.
კრისტიან ბენტეკე მოედანზე 70-ე წუთზე შემოვიდა, როცა ანგარიში 1-2 იყო. მას ერთი გოლის გატანა და მატჩის დასრულება ევალებოდა, ნაცვლად ამისა მან ერთი 100%-იანი მომენტი გაუშვა ხელიდან, რაც 32.5 მილიონ ფუნტად ნაყიდ ფეხბურთელს ნამდვილად არ ეპატიება.
კლოპის გუნდმა ამით ოთხეულში მოხვედრის შანსი საბოლოოდ დაკარგა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ზაფხულში კლუბში რევოლუციის მოხდენის შანსებს, რასაც პირველ რიგში კრისტიან ბენტეკე შეეწირება.
ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს კრისტიანი? გთავაზობთ სამ შესაძლო კანდიდატურას …
მიში ბატშუაი (მარსელი)
ფრანგული “მარსელის” ამჟამინდელი თავდამსხმელი, მიში ბატშუაი სრულად აკმაყოფილებს იურგენ კლოპის მოთხოვნებს. 22 წლის შემტევმა “მარსელის” მაისურით ჩატარებულ 40 მატჩში 18-ჯერ შესძლო გოლის გატანა.
ბელგიელი შემტევით “ვესტ ჰემიც” ინტერესდება. თუმცა შესაძლოა, რომ “წითლები” და “ჩაქუჩები” შემდეგნაირად შეთანხმდნენ: მიში “ლივერპულში” გადავა, ბენტეკე – “ვესტ ჰემში”.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიში ბატშუაი ღირსეულ კონკურენციას უწევს ნაკრებში ადგილის მოპოვებისთვის რომელუ ლუკაკუსა და კრისტიან ბენტეკეს. ბელგიელთა თავკაცს ჯერაც არ გადაუწყვეტია, თუ ვის ჩააბარებს ევრო-2016-ზე ნაკრების შეტევის ხაზს.
ხავიერ ერნანდესი (ლევერკუზენი)
“მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-შემტევის “ლივერპულში” გადაბარგების ალბათობა არც ისე დიდია, თუცმა თუ იურგენი მოინდომებს, ყველაფერი შესაძლებელია.
ESPN-ს ჟურნალისტები ჯერ კიდევ იანვარში აცხადებდნენ, რომ ჩიჩარიტო ზაფხულში “ლივერპულის” პრიორიტეტული სამიზნე იქნებოდა. აღნიშნული სპეკულაციების მიზეზი მექსიკელის ბრწყინვალე ასპარეზობა გახლავთ გერმანიაში.
ხავიერ ჰერნანდესი მშრომელი ფეხბურთელია, რომელიც ღმერთმა ჯანითა და თანაგუნდელებთან უსიტყვო კონტაქტის უნარით დაასაჩუქრა. ის და სტარიჯი მართლაც რომ შესანიშნავ დუეტს შექმნიან.
ჰერნანდესმა, რომელიც “ლევერკუზენმა” 12 მილიონ ფუნტად შეიძინა, წლევანდელ სეზონში გერმანული გუნდის მაისურით 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლის გატანა მოახერხა.
ალექსანდერ ლაკაზეტი (ლიონი)
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი, ალექსანდრე ლაკაზეტი გასულ ზაფხულს არაერთი ინგლისური გრანდის ინტერესთა სფეროში მოხვდა სენსაციური სეზონის შემდგომ (27 გოლი 33 მატჩში), თუმცა მან ლიგა 1-ში დარჩენა ისურვა.
ლაკაზეტი გუნდში დარჩა, დარჩა იმიტომ, რომ იმედი ჰქონდა მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწევდა, თუმცა მისი იმედის კოშკები დაიმსხვრა.
გარდა ამისა ლაკაზეტი წლევანდელ სეზონში ფეკირის გარეშე არც ისე კარგად გამოიყურება, მან მხოლოდ 14 გოლის გატანა შესძლო 27 მატჩში.
თუ მას დიდ ფეხბურთში გადაბარგება და ევროპულ სარბიელზე წარმატების მიღწევა შესძლოს, ასეთი შანსი შეიძლება მეორედ არც მიეცეს.