ზიდანი: “კატალონიაში ვიზიტის გადადება? ჩვენს გეგმაში არაფერი იცვლება”

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ კატალონიის დამოუკიდებლობა ამ უიქენდზე გამოცხადდება, შესაძლოა, “რეალის” ვიზიტი ჟირონაში გადაიდოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.

“არაფერზე ვღელავთ. ჩვენს გეგმაში არაფერი იცვლება. უსაფრთხოების ზომები ისეთივე იქნება, როგორც ყოველთვის არის. ისე ვითამაშებთ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. გვინდა, ფეხბურთი ვითამაშოთ და ვაჩვენოთ კარგი შოუ.”

“დარწმუნებული ვარ, გაძლიერებული უსაფრთხოება იქნება, რათა გაუთვალისწინებელი შემთვევები თავიდან იქნას აცილებული,” – აცხადებს ზიზუ.

რაულის შვილმა “რეალის” ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა

მადრიდის “რეალის” ლეგენდის, რაულ გონსალესის შვილმა, ხორხე გონსალესმა “ბლანკოსის” ახალგაზრდული კლუბის წინააღმდეგ ითამაშა.

უმცროსი ვაჟი ამჟამად South-East Kansas Soccer Academy-ში ირიცხება და იქ ცდილობს განვითარებას. აღნიშნული აკადემიის გუნდმა ესპანურ კლუბთან “ვალდებებასზე” გააგორა ბურთი. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაში გამოჩნდა მოედანზე ხორხე.

საგულისხმოა, რომ რაულის შვილმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტოც დადო, სათაურით: “ეს ის არაა სადაც მე ვარ, თუმცა ისაა, სადაც მინდა ვიყო.”

“რეალმა” სახლში “ეიბარს” სძლია (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში მადრიდის “რეალმა” “ეიბარს” უმასპინძლა. დაპირისპირებაში ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა. საჯარიმოში მარკო ასენსიოს ჩაწოდების შემდეგ პაულო ოლივეირამ საკუთარ კარში გადაგზავნა ბურთი და “ბლანკოსი” დაწინაურდა. ზუსტად ათ წუთში ისკოს პასით მასენსიომ მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში, 82-ე წუთზე მადრიდელთა ლამაზი კომბინაცია კარიმ ბენზემას პასითა და მარსელოს გოლით დასრულდა. საბოლოოდ, “რეალმა” “ეიბარს” ანგარშით, 3:0 მოუგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ზინედინ ზიდანის შეგირდებს 20 ქულა აქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ. “ეიბარი” შვიდით მეთქევსმეტეზეა.

 

ზიდანი: “თავს არ ვგრძნობ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად”

ხვალ ლა ლიგა სანტანდრის მეცხრე ტურში მადრიდის “რეალი” “ეიბარს” დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ესაუბრა.

“თავს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად არ ვთვლი. თუმცა, მივიჩნევ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვმუშაობ. რთული გრაფიკი გვაქვს. ყოველ სამ დღეში ვთამაშობთ და ვიცით, რომ შესვენებამდე მიყოლებით შვიდი თამაში უნდა ჩავატაროთ.მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის შემდეგ ორი დღე გვქონდა ძალების აღსადგენად. ახლა თავს კარგად ვგრძნობთ.”

“ტოტენჰემთან” დაპირისპირება რთული გამოდგა. “ბერნაბეუზე” თამაში მოგვწონს, მაგრამ ის შედეგი, რაც დავაფიქსირეთ, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო ჩვენი გულშემატკივარისთვის. არ ვღელავ, რადგან დარწმუნებული ვარ, ჯგუფურ ეტაპს დავძლევთ. ხალხს დაავიწყდა, რომ ამ სეზონში უკვე ორი ტიტული მოვიგეთ და ერთი ტურნირი დეკემბერში უნდა ვითამაშოთ.”

“კრიტიკა ბენზემაზე? მხოლოდ მას კი არა, ყველას აკრიტიკებენ. კარიმს 60 გოლი არ გააქვს, თუმცა იტანს 30-ს და აკეთებს 40 საგოლე გადაცემას,” – ამბობს ზიდანი.

რობერტო კარლოსი: “რეალს” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ხუთჯერ მოგება შეუძლია”

მადრიდის “რეალმა” 2015/2016 და 2016/2017 წლების სეზონებში ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ეს უპრეცედენტო ფაქტი იყო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ისტორიაში.

“ბლანკოსის” ლეგენდა, რობერტო კარლოსი თვლის, რომ ესპანელებს ზედიზედ ხუთჯერ შეუძლიათ აღნიშნული ტიტულის მოგება.

“დიახ, ამ კლუბს ამის გაკეთება შეუძლია. მის ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შესწევთ ძალა, რომ ხუთჯერ, პაუზის გარეშე, ასწიონ ჩემპიონთა ლიგის თასები. ისინი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ. ეს ის საფეხურია, რომელზეც სხვა არცერთი გუნდი არ იმყოფება.”

“როცა 1996 წელს კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე, კიდევ ვერ ვხვდებოდი, რაოდენ დიადი იყო ეს გუნდი. როცა აქ ჩამოვედი, მითხრეს, “შენ უნდა მოიგო ევროპის თასი და გულშემატკივრები გაახარო,” – აცხადებს კარლოსი.

გრიზმანი: “ყარაბახი” თავს კარგად იცავდა და საჯარიმოში არსებული ბარიერის გადალახვა გაგვიჭირდა”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მადრიდის “ატლეტიკო” აზერბაიჯანულ “ყარაბახს” ესტუმრა და ნულოვანი ფრე ითამაშა.

დაპირისპრიების შემდეგ ჟურნალისტებთან “ბლანკოსის” ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა ისაუბრა.

“რთული თამაში გამოდგა. მეტოქე ძალიან ღრმად იყო ჩამჯდარი საჯარიმოში და ბარიერის გადალახვა გვიჭირდა. შანსები გვქონდა, თუმცა ბოლო მომენტში სათანადოდ ვერ ვთამაშობდით. მომენტების რეალიზებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ.”

“თადარიგში სამი თამაშია. აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ წარმატებულად გამოვიდეთ და ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ,” – ამბობს ფრანგი.

“რეალი” – “ტოტენჰემი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლონდონის “ტოტენჰემს” მიიღებს.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

“რეალი”: ნავასი, რამოსი, ვარანი, რონალდუ, კროოსი, ბენზემა, მოდრიჩი, მარსელო, კაზემირო, ჰაკიმი, ისკო.

“ტოტენჰემი”: ლორისი, ანდერვეირელდი, ვერტონგენი, სანჩესი, კეინი, დაიერი, სისოკო, ლორენტე, ერიკსენი, ორიე, ვინკსი.

ლორისი: “რეალი” მხოლოდ რონალდუ არაა”

დღეს მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ “სპურსების” გოლკიპერმა, უგო ლორისმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს შეეხო.

“ყველა კარგად ხვდება, საოცარია ის, რასაც რონალდუმ კარიერის მანძილზე მიაღწია. ზოგჯერ, ეს ყველაფერი დაუჯერებელია. თუმცა, “რეალი” მხოლოდ კრიშტიანუ არაა. ჩვენ მხოლოდ მის კი არა, მთელი გუნდის შეჩერებას ვაპირებთ. მათ მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავთ და აღნიშნული ამოცანის შესრულება რთული იქნება,” – აცხადებს ფრანგი.

ზიდანი: “ტოტენჰემი” მხოლოდ კეინი არაა – ჩვენ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვართ”

დღეს მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემს” დაუირისპირდება.

პრინციპული შევხედრის წინ ზინედინ ზიდანი ჟურნალისტებს ესაუბრა.

“ბოლო დროს ისკოს გამოვარჩევდი. ის საოცარ პროგრესს განიცდის. ეს განვითარება ბუნებრივია. მან კარგად ცის, რომ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. როცა თამაშის შანსი ეცემა, ბოლომდე იხარჯება. ისკო მატჩიდან მატჩამდე იზრდება. მისი თვისებებიდან იმას გამოვარჩევდი, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თავისუფლად თამაში. მისთვის უკეთესია, როცა თავდამსხმელებს ეხმარება ხოლმე, თუმცა ნახევარდაცვის სამეულში ან ამ რგოლის სხვა პოზიციაზეც უწევს ასპარეზობა. ამ ყველაფერს კი ის მშვენივრად ართმევს თავს.”

“ვიცით, რომ ჰარი კეინი კარგი ფეხბურთელია. ამაზე მისი შედეგები მეტყველებს. თუმცა, “ტოტენჰემი” მხოლოდ კეინი არაა. ეს ძლიერი კლუბია, რომლის წინააღმდეგ სათამაშოდაც სათანადოდ მოვემზადეთ.”

“ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო გზა მოვძებნო და ისე მივაღწიო წარმატებას. არ ვიცი, ხალხი სეზონის სტარტზე დაფიქსირებულ შედეგებზე რას ამბობს, თუმცა მე ცდას არ ვაკლებ. ხალხს შეუძლია, განსხვავებულად იფიქროს. თუცმა, არ ვაპირებ, შევცვალო ის, რისი გაკეთებაც მსურს,” – აცხადებს ფრანგი.

პოჩეტინო: “ისკოს მაგიურობას აუცილებლად გავითვალისწინებთ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტუსი შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” მადრიდის “რეალს” შეერკინება.

“სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“რეალში” ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ვფიქრობ, ისკო ალარკონი საუკეთესოა. მქონდა ბედნიერება, სხვადასხვა კლუბის წინააღმდეგ მისი თამაში მენახა. ის შემოქმედებითი სპორტსმენია. ვფიქრობ, ისკომ “რეალში” თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინა. ჩვენ მის მაგიურობას მხვედელობაში მივიღებთ.”

“ჰარი კეინი უმნიშნელოვანესი ფიგურაა. ახლა ის “ტოტენჰემის” ღირსებას იცავს, თუმცა არ ვიცით, რა იქნება მომავალში. იმედი მაქვს, მას შევინარჩუნებთ. ჰარი ბევრი თანაგუნდელისთვის მისაბაძი პიროვნებაა. ზინედინ ზიდანმა უკე თქვა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, კეინს ისევ აქვს თავისი ოთახი, სადაც თავდაუზოგავად შრომობს.”

“მოედანზე შემართებით გავალთ. მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვხვდებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვცადოთ,” – აცხადებს ჰარი.

მოდრიჩი: “რეალის” ყველა წარმატება ზიდანის დამსახურებაა”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა თავის მწვრთელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

“როცა გავიგეთ, რომ კლუბის ლეგენდა ჩვენი მწვრთნელი უნდა ყოფილიყო, ამან ძალიან გაგვახარა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული ყველა ვარჯიში განსაკუთრებულია. ჩვენ ეს სიამოვნებას გვანიჭებს. ასევე, საწვრთნელი პროცესის დროს ხშირად ვხუმრობთ და ვერთობით. ის წარმატებები, რასაც ბოლო სეზონებში მივაღწიეთ, სწორედ “ზიზუს” დამსახურებაა.”

“რეალი” სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე ლუკას ყოფილ გუნდს, ლონდონის “ტოტენჰემს” შეერკინება.

“ტოტენჰემში” გატარებული ოთხი წლის შემდეგ, მივხვდი, რომ ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. “რეალი” ჩემთვის იდეალური კლუბი იყო. როცა მისი ინტერესის შესახებ გავიგე, მაშინვე გამოვრიცხე ყველა სხვა ვარიანტი. “ბერნაბეუზე” თამაში განსაკუთრებულია. ესაა ყველაზე ლამაზი სტადიონი, რომელზეც მითამაშნია. მინდა, აქ კიდევ დიდხანს შევძლო ასპარეზობა,” – აცხადებს ლუკა.

“ატლეტიკომ” და “ბარსელონამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში, მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მადრიდის “ატლეტიკო” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდა. ორივე კლუბისთვის პრინციპული შევხედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა 21-ე წუთზე საულ ნიგესმა იანიკ ფერეირა-კარასკოს პასით მოახერხა.

მეორე ნახევარში, კონკრეტულად 82 წუთზე ლუის სუარესმა სერხი რობერტოს პასით შეაგდო.

საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ მადრიდული გუნდი 16 ქულით მესამეზეა. “ბარსელონას” 22 ქულა აქვს და პირველია.