კარიკატურა: ასენსიომ “რეალს” “პსჟ”-სთან მოგების გზა გაუხსნა

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პსჟ” მადრდის “რეალს” ესტურმა და ანაგრიშთ, 1-3 დამარცხდა. საგულისხმოა, რომ ბოლო ორი გოლი “ბლანკოსის” მხრიდან მარკო ასენსიოს შემოსვლის შემდეგ, მისივე აქტიურობის შედეგად გავიდა.

ზემოთ ნახსენებთან დაკავშირებით გთავაზობთ კარიკატურას.

რონალდუ მოდრიჩს თავის აღნიშვნას ასწავლის (ვიდეო)

მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრისთვის ემზადება. “ბლანკოსმა” გუშინ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ივარჯიშა.

AS-ის ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, როგორ ასწავლის კრიშტიანუ რონალდუ ლუკა მოდრიჩს გოლის იმ აღნიშვნას, რომელსაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ხშირად იყენებს ხოლმე.

იხილეთ ვიდეო

კროოსი: “პსჟ”-სთან წარსულის გამოცდილება და ამჟამინდელი ძალა დაგვეხმარება!”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალი” და “პარი სენ-ჟერმენი” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პირველი თამაში 14 თებერვალს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგება.

მნიშვნელოვანი მატჩის წინ “ბლანკოსის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენს მიმართ იგივე შეკითხვები და ეჭვებია, რაც შარშან იყო. წინა წელსაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ვიყავით და ბევრს არ სჯეროდა, იმავეს ზედიზედ მეორედ მოვახერხებდით. ეს ძალიან რთულია. კარგად მახსოვს ურთულესი დაპირისპირებები მიუნხენის “ბაიერნთან”, მადრიდის “ატლეტიკოსთან” და ტურინის “იუვენტუსთან”. ეს არ იყო ადვილი და ვფიქრობ.

“ახლა, წარსულის გამოცდილებიდან და ამჟამინდელი ძალიდან გამომდინარე, მატჩებს ოპტიმისტურად ვხვდებით. ეს არ იქნება იოლი, რადგან “პსჟ” მშვენიერი გუნდია. თუმცა, ჩვენც არ ვართ ნაკლები. ერთი სული მაქვს, როდის მოვა დაპირისპირების დრო. ჩვენ ვხვდებით ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, ოთხ შესანიშნავ მცველს, სამ გამორჩეულ ნახევარმცველსა და სამ საოცარ თავდამსმხელს. ამით ყველაფერი ნათქვამია. ისინი ერთიანნი არიან, კარგად ითვისებენ სივრცეებს და სწრაფად უტევენ. მთავარია, ჩვენი თავის და მოთამაშეების ვირწმუნოთ. ეს უმთავრეის რამაა,” – აცხადებს კროოსი.

რაბიო: “ნეიმარს უფრო მეტი პრივილეგია აქვს, ვიდრე ჩვენ, თუმცა ეს არ მაღიზიანებს”

“პსჟ”-ს ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ იმ მოთამაშეებზე ისაუბრა, რომლებსაც, თუნდაც, კლუბის გასახდელში უფრო მეტი პრივილეგიები აქვთ. გარდა ამისა, ის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მადრიდის “რეალთან” დაპირისპირებასაც შეეხო.

“ნეიმარი ძალიან მარტივად საურთიერთობო ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია იყოს ქედმაღალი, ის ოდნავადც არ ავლენს ამ თვისებას. ვიცით, რომ მას უფრო მეტი პრივილეგია აქვს, ვიდრე ჩვენ. იმავეს ვიტყვი კილიან მბაპეზეც, თუმცა ეს არ მაღიზიანებს. შურიანი არ ვარ და მათი წარმატება მიხარია.”

“რეალი”? მათ ტიტულის დაცვა სურთ. ამ კლუბს უფრო დიდი და დადებითი გამოცდილება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე ჩვენ. თუმცა, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. შანსები, 50/50-ზეა,” – ამბობს რაბიო.

კარიკატურა: ესპანეთი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის ზედიზედ მეხუთედ დასაცავად მზადაა

ჩემპიონთა ლიგას ბოლო ოთხ სეზონში ესპანელები იგებენ. 2014 წელს მადრიდის “რეალის” გამარჯვების შემდეგ, კატალონიელებმა გამოიჩნეს თავი და 2015 წელს მათ აღმართეს თასი. ამას მოჰყვა კვლავ “ბლანკოსის” გამარჯვება ზედიზედ ორჯერ. გამოდის, რომ უკვე ოთხი წელია ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასი ესპანეთში მიდის.

ამასთან დაკავშირებით Eurosport-ი გვთავაზობს კარიკატურას.

 

 

ნაჩომ ამ სეზონში “რეალის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი წუთი ითამაშა

მადრიდის “რეალი” არც ისე სახარბიელო სეზონს ატარებს. მიუხედავად ამისა, ზინედინ ზიდანის შემაგდენლობაში არის ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ დროს ენდობა მთავარი მწვრთნელი.

ნაჩო ფერნანდესმა ამ სეზონში “რეალის” ფორმით ყველაზე მეტი დრო ითამაშა. მის ანგარიშზე 2347 წუთია. შესაბამისად, მცველმა ამ მაჩვენებლით აჯობა ლუკა მოდრიჩს, ტონი კროოს, კრიშტიანუ რონალდუსა თუ მარსელოს. ხშირი ტრავმიანობა და ნაჩოს ეფექტური თამაში – ესაა მთავარი მიზეზები, რის გამოც ესპანელი დაცვი სხვადასხვა პოზიციას ამაგრებს. როგორც იცით, ის უკანა ხაზში ოთხივე ადგილზე დგას.

ფერნანდესმა ამ სეზონში 4 გოლიც გაიტანა. სამის შეგდება მან ლა ლიგაში მოახერხა, როცა ერთხელ “აპოელს”, ჩემპიონთა ლიგაზეც გაუტანა.

ზიდანი: “ჩემს ბიჭებს და კოლეგებს ბრმად ვენდობი”

ხვალ მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის 22-ე ტურის შეხვედრაში ვალენსიას “ლევანტეს” ესტუმრება.

მატჩამდე “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“დროა, რომ სამუშაოს დავუბრუნდეთ. აუცილებელია შეუპოვრობის, რაც შეიძლება, მეტი ძალისა და გამძლეობის გამოჩენა. რთულ სიტუაციებში ყოველთვის ერთად ვართ და ახლაც ასეა.  მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემი მოთამაშეები ყოველთვის კონკრეტულ მატჩზე არიან კონცენტრირებულნი. მათ სურთ, ნებისმიერ წამს რაღაც მიზნისთვის იბრძოლონ. ახლა, “ლევანტეს” დამარცხება გვინდა. როგორც მოთამაშეებს, ასევე სტაფს ბრამდ ვენდობი.”

“ისკოს უთამაშებლობა ბოლო მატჩში? ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა ახლა მის მცირე სათამაშო დროზე საუბრობთ. როცა ალარკონი იქნება ძირითადში. შემდეგ, ამ მხრივ ყურადღებას მარკო ასენსიოზე გაამახვილებთ. თუ, მარკოს ძირითადში დავაყენებ, იტყვით: “რატომ არ თამაშობს დანი სებალიოსი?” თქვენ მუდამ აკრიტიკებთ რაღაცას. თუმცა, მე მშვიდად ვაკეთებ არჩევანს,” – ამბობს “ზიზუ”.

ანჩელოტი: “თუ “რეალი” პსჟ-ს დაამარცხებს, მაშინ…”

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წინ მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან “ბლანკოსისა” და “პსჟ”-ს მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“რეალმა” “ვალენსისას” წინააღმდეგ, სტუმრად შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. არ ვფიქრობ, რომ ისინი კრიზისში არიან. ერთადერთი ტიტული, რომლის მოსაგებადაც მადრიდელები იბრძოლებენ, ჩემპიონთა ლიგაა. სწორედ ამიტომ, ახლა “რეალი” მთელი ძალებით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე იქნება ფოკუზირებული. უნდა გავაცნობიეროთ, რისი გაკეთება შეუძლია ზიდანს ჩემპიონთა ლიგაზე.”

“თუ “რეალი” “პსჟ”-ს დაამარცხებს, მათი შეჩერება ძალიან რთული იქნება. ესპანელებს ჰყავთ ფეხბურთელი, რომელიც წაგებას ვერ იტანს – ეს კრიშტიანუ რონალდუა. თავის მხრივ, “პსჟ”-ს ყველაფერი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. მათ ჰყავთ ნეიმარი, კილიან მბაპე. ამჟამად მათ უფრო დიდი გამოცდილება აქვთ, ვიდრე შარშან. შესააბამისად, უფრო საშიშნი არიან,” – ამბობს ანჩელოტი.

ემერი: “1/8 ფინალს “რეალზე” უფრო მომზადებულები ვხვდებით”

14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “პსჟ”-ს მიიღებს.

პრინციპული შეხვედრის წინ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. მათ ბოლო ოთხი შესაძლებლობიდან სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ამჟამინდელ სიტუაციას რომ თავი დავანებოთ, წარსულიდან გამომდინარე, მივხვდებით, რა ძალას წარმოადგენს “ბლანკოსი”. თუმცა, გეტყვით, რომ ჩვენ უკეთ მომზადებულები ვხვდებით მატჩს. თუ გინდა, გახდე ჩემპიონი, ეს დაძაბულობა და ვნება უნდა იგრძნო. ყველა ჩემპიონს ასე უცხოვრია და ჩვენც ასე ვარსებობთ.”

“მბაპე, ნეიმარი, და კავანი – დიდი დღეები საუკეთესო მწვრთნელებისა და გენიოსი ფეხბურთელებისთვის არსებობს. მე ასეთები მყავს! 4-3-3 – ეს ის წყობაა, რომლითაც ყველაზე საშიშნი ვართ. ამით შეგვძიძლია სწრაფი, გააზრებული შტევების ორგანიზებბა და ასევე სწორი პრესინგი. ამ ყველაფერს მადრიდელთა წინააღმდეგ გამოვიყენებთ,” – აცხადებს ემერი.

ნაჩომ პირადი რეკორდი დაამყარა

გუშინ მადრიდის “რეალი” ლა კორუნიის “დეპორტივოს” დაუხვდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” და მეტოქე ანგარიშით, 7-1 გაანადგურა.

საგულისხმოა, რომ დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა “ბლანკოსის” მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა. 27 წლის მოთამაშემ ჯერ 32-ე წუთზე მარსელოს პასის შემდეგ აიღო მეტოქის კარი. საგულისხმოა, ეს გოლი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ “რეალმა” ანგარიში გაათანაბრა. ხოლო, მოთამაშემ ამით გააუმჯობესა თავისი შედეგი: ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით. მან წელს უკვე სამჯერ აიღო მეტოქის კარი. ფერნანდესმა ვარანის პასის შემდეგ, 88-ე წუთზეც მოახერხა შეგდება.

საბოლოოდ, ნაჩოს ამ სეზონში ოთხი გოლი დაუგროვდა. მან აქამდე “აპოელსა’ და “სევილიას” გაუტანა.

ზიდანი: “მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებს ასეთი შეხვედრა სჭირდებოდათ”

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეოცე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ლა კორუნიის “დეპორტივო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 7-1 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ზინედინ ზიდანი ესაუბრა.

“ჩემს ფეხბურთელებს ზუსტად ასეთი მატჩი სჭირდებოდათ. არ ვიცი, შეიცვალნენ თუ არა ისინი, გაუმჯობესდა თუ არა მათი კონდინციები, თუმცა შედეგი სახეზეა – მეტოქეს ბევრი გავუტანეთ და განსხვავება წინა მატჩებთან შედარებით, ამაში შეგვიძლია, დავინახოთ. “ვილიარეალის” წინააღმდეგაც შესანიშნავად ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ 0-1 დავმარცხდით.”

“სხვადასხვა ტაქტიკით ვთამაშობთ ხოლმე. დღეს ტრადიციული 4-3-3 გამოვიყენეთ, რამაც გაამართლა. თუმცა, მთავარი ჩვენი დამოკიდებულებაა დ არა ტაქტიკა. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა მას შემდგე, რაც “ბერნაბეუზე” ამდენი გოლი გავიტანეთ. ძალიან ბედნიერი ვარ,” – აცხადებს ზიზუ.

ზიდანი: “პანიკაში არასდროს ვვარდები, არც არასდროს დავნებდები”

დღეს მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეოცე ტურში ლა კორუნიის “დეპორტივოს” უმასპინძლებს.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ჩემ და მმართველობას შორის არასდროს ყოფილა პრობლემა. ჩვენ მუდამ ერთი აზრი გვაქვს. თუ მკითხავთ, არც არსებობს მწვრთნელისა და მესვეურების შეხედულებები ცალცალკე. ეს ერთი რამაა. სწორედ ერთობლივი ანალიზით მივედით იქამდე, რომ ამ ზამთარში არავის შეძენა არ გვინდა.”

“არ ვღელავ, რადგან პრობლემის გადაჭრის გზები არსებობს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შანსების გამოყენება შეგვიძლია. ამისთვის მთელი თამაშის მანძილზე, პირველიდან ბოლო წუთამდე ბრძოლაა საჭირო. პანიკაში არასდროს ვვარდები და მხოლოდ პოზიტიურზე ვფიქრობ. ამ კლუბის ღირებულებებიდან გამომდინარე და მათ გამო, არასდროს დავნებდები!”

“რაც შეეხება “დეპორტივოს”, ის ძალიან კარგი გუნდია და მაქსიმალური კონცენტრაციის გამოჩენაა აუცილებელი!” – აცხადებს “ზიზუ”.