ფიფას 5 სამომავლო რეფორმა: არანაირი თამაშგარე და ყვითელი ბარათები

როგორც ჩანს, ფიფას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებთა რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით, დიდი ცვლილებების დასაწყისია.

ფიფას დირექტორმა, რომელსაც ტექნიკური განვითარებისთვის ზრუნვა აქვს დავალებული მთელი რიგი იდეები გაგვაცნო, რომლებმაც შესაძლოა, მომავალში ხორცი შეისხას.


თამაშგარე მდგომარეობის წესის გაუქმება


ვან ბასტენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეთავაზება ფეხბურთში თამაშგარე მდგომარეობის წესის გაუქმებაა. “აიაქსისა” და “მილანის” ყოფილ თავდამსხმელს სჯერა, რომ თამაში გაცილებით უფრო თავშესაქცევი და სასიამოვნო საყურებელი იქნება, თუ ფეხბურთელების ფანტაზიის უნარს ამ წესით არ შეზღუდავენ.

“ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება თამაში თამაშგარეების გარეშე. ვშიშობ, ამ იდეის განხორციელებას ბევრი ადამიანი დაუდგება წინ, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ცვლილება სასიცოცხლოდ დიდ მნიშვნელობას ატარებს. ფეხბურთი სულ უფრო და უფრო ემსგავსება ხელბურთს: ცხრა ფეხბურთელი და მეკარე საჯარიმოს გაუვალს ხდის, როგორც კედელს, ასე კი გოლის გატანა ძალიან რთულია. თანაც თითქმის ყველა გუნდი მსგავს ტაქტიკას მიმართავს.

თამაშგარეების გაუქმების შემდეგ, ფორვარდებს მცველების უკან ყოფნის უფლება მიეცემათ, რაც უფრო მეტ საგოლე შანსს შექმნის და მეტი გოლიც გავა. თამაში კი უფრო მიმზიდველი და თავშესაქცევი გახდება. სწორედ ეს არის ის, რისი ხილვაც ფანებს სურთ. თამაშგარეების წესი ბალახის ჰოკეიშიც ამოიღეს, მაგრამ ამას პრობლემები ნამდვილად არ შეუქმნია. ამ ცვლილებას საფეხბურთო გუნდებიც ადვილად მიეჩვევიან.”


პენალტების გაუქმება


hhhh

არანაკლებ საინტერესოა დამატებითი დროისა და პენალტების სერიის გაუქმების იდეაც. ნაცვლად ამისა, ვან ბასტენს სურს, რომ მატჩის გამარჯვებული ერთგვარმა შეჯიბრმა უნდა გამოავლინოს: ნაცვლად თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან დარტყმის განხორციელების, ფეხბურთელს მოუწევს 8 წამის განმავლობაში მეტოქის კარიდან 25 მეტრით დაშორებული ბურთი ბადეშია შეასრიალოს (თუ მეკარე ბურთს მოიგერიებს, ყველაფერი სრულდება). თითოეულ გუნდს 5-5 მსგავსი შანსი მიეცემათ.

“გულშემატკივართათვის ეს ბრწყინვალე სიახლე იქნება, ფეხბურთელთათვის კი საინტერესო გამოწვევა. ასეთ შემთხვევაში, ფეხბურთელს უფრო მეტი ვარიანტი ექნება გოლის გატანისა. მას შეეძლება დრიბლინგის მეშვეობით გოლის გატანა, ან ზუსტი დარტყმის განხორციელება, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება.” – აცხადებს ვან ბასტენი.


არანაირი ყვითელი ბარათი


hhhh

ვან ბასტენის კიდევ ერთი რეფორმის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ფეხბურთელები თამაშის წესების დარღვევისთვის ყვითელ ბარათებს ვეღარ მიიღებენ. სანაცვლოდ, მათ გარკვეული დროის მანძილზე მოედნის ფარგლებს მიღმა მოუწევთ ყოფნა.

“ფეხბურთელები ასე უფრო შეშინდებიან და უფრო ფრთხილადაც იქნებიან. ათი კაცით თამაში ყოველთვის უფრო რთული და სახიფათოა, ან სულაც ცხრა და რვა ფეხბურთელით.” – განაცხადა ვან ბასტენმა.


გააქტიურების ფაზა


როგორც ჩანს, ის ფაქტი, რომ მატჩის ბოლოსკენ გუნდები განსაკუთრებულად ფრთხილობენ და მაქსიმალურად ცდილობენ დროის გაწელვას, ფიფას დირექტორსაც აღიზიანებს.

ამის თავიდან ასარიდებლად, ფიფა ახალი რეფორმის გატარებას აპირებს, რომლის თანახმადაც, მე-80-ე წუთის შემდეგ, ბურთის 10 წამზე მეტი ხნის მანძილზე გაჩერება აკრძალული იქნება.

“მაყურებლებს თამაშის, გოლებისა და ორთაბრძოლების ხილვა სურთ. რაც უფრო მეტი დრო იხარჯება ცვლილების, საჯარიმოს შესრულებისა და ტრავმირებული ფეხბურთელის მოედნიდან გაყვანის დრო, მით უფრო მეტი დრო ეკარგება მაყურებელსაც.დროის გაყვანა ასეთი გზებით აღარ უნდა ხდებოდეს.”


ჯარიმების ლიმიტი


ვან ბასტენს ჯარიმების ლიმიტის დაწესების იდეაც მოსწონს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთში კალათბურთის წესი უნდა შემოვიდეს, სადაც განსაზღვრულია ჯარიმების ის რაოდენობა, რომლის შემდეგაც მოთამაშემ მოედანი უნდა დატოვოს.

“მეც მომწონს იდეა, რომ თუ ფეხბურთელი ხუთზე მეტ ჯარიმას მიიღებს, მან მოედანი უნდა დატოვოს.”

“მილანის” საუკეთესო თერთმეტეული სილვიო ბერლუსკონის ერაში

79 წლის სილვიო ბერლუსკონიმ “მილანის” უდიდესი ნაწილი, კლუბის აქციების 99.93 პროცენტი ჩინელ ინვესტორებს მიყიდა. გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეულს, რომლებიც”მილანში” ბერლუსკონის მმართველობის დროს თამაშობდნენ…


მეკარე | სებასტიანო როსი


მარჯვენა მცველი | მაურო ტასოტი


მარცხენა მცველი | პაოლო მალდინი


ცენტრალური მცველი | ფრანკო ბარეზი


ცენტრალური მცველი | ალესანდრო ნესტა


ნახევარამცველი | ჯენარო გატუზო


ნახევარამცველი | დემეტრიო ალბერტინი


ნახევარამცველი | ანდრეა პირლო


თავდამსხმელი | მარკო ვან ბასტენი


თავდამსხმელი | ანდრეი შევჩენკო


თავდამსხმელი | ფილიპო ინძაგი


Untitled-1

ვან ბასტენი: “კრუიფი ჩემი კუმირი იყო”

როგორც იცით, იოჰან კრუიფმა სიმსივნესთან ბრძოლა წააგო და 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, რასაც მისი თანაგუნდელი და თანამემამულე, მარკო ვან ბასტენი გამოეხმაურა, რომელიც კრუფითან ერთად “აიაქსში” თამაშობდა.

“იოჰანი ყოველთვის მისაბაძ ადამიანად მიმაჩნდა, ის ჩემი კუმირი იყო. ის ყოველთვის ახერხებდა ჩემი ყურადღების მიქცევას.

ყოველთვის ვუყურებდი იმ დიდი “აიაქსის” თამაშებს 1970-იანებში, სადაც ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ რუდ კროლი, იოჰან ნისკენსი და რა თქმა უნდა კრუიფიც. იმ დროს მე საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი. მათ ზედიზედ 3-ჯერ მოიგეს ევროპის თასი.

ეს გუნდი განსაკუთრებული იყო, მათი თამაშის ყურება უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა, იოჰანი კი ძალზედ ელეგანტური ფეხბურთელი იყო.

დღესაც მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, მე 15 წლის ვიყავი. ის კიბეებზე ჩამოდიოდა, მე კი მაღლა ავდიოდი. ყოველთვის მინდოდა მისთვის ხელის ჩამომერთმია და მეთქვა : ‘ჩემი სახელი დაიმახსოვრე’. თუმცა მაშინ ეს ვერ შევძელი.

ახლა კი, როცა მან დაგვტოვა ვაანალიზებ, თუ რა დიდი საქმე გააკეთა მან ფეხბურთისთვის და ნიდერლანდებისთვის.” – განაცხადა ვან ბასტენმა.

ვან ბასტენი ნაკრებში ბრუნდება

ფეხბურთის ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი მარკო ვან ბასტენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას აპირებს, თუმცა ამჯერად არა მთავარ მწვთნელად, არამედ გუნდის თავკაც დანი ბლინდის თანაშემწედ.

ვან ბასტენი უკანასკნელად “ალკმაარში” მუშაობდა. კლუბი მისი წასვლის წინააღმდეგი იყო, თუმცა ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ “ალკმაართან” კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმებას მიაღწია და ახლა ვან ბასტენთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მარკო ვან ბასტენი ჰოლანდიის ნაკრებს 2004-დან 2008 წლამდე თავკაცობდა.

 

რას ურჩევს ვან ბასტენი „იუვენტუსს“ „ბარსელონასთან“ მატჩში?

„მილანის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა ტურინის „იუვენტუსს“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალისთვის რამდენიმე რჩევა მისცა.

„იუვენტუსისთვის“ ყველაზე მთავარი ინეისტასა და მესის შეჩერებაა. კატალონიელთა სხვა მოთამაშეებიც ძლიერები არიან, მაგრამ ამ დუეტს მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. ტურინელებმა ამ ორი მოთამაშის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ითამაშოს, მეტოქისთვის თავისუფალი სივრცის მიცემა არ შეიძლება. თუ „იუვეს“ ეს გამოუვა, მაშინ მოგებასაც შეძლებს. დაცვაში საიმედო თამაშის წყალობით, გამარჯვება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

ვან ბასტენმა საოცნებო გუნდი შეადგინა [ფოტო]

ჰოლანდიელმა ლეგენდამ, მარკო ვან ბასტენმა ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ფეხბურთელებისგან საოცნებო გუნდი შეადგინა.

ჯანლუიჯი ბუფონი(“იუვენტუსი”) ძალიან კარგი მეკარე. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო. ის პიროვნული თვისებებით ბრწყინვალეა და მისი გუნდის კარის დაცვა კარგად შეუძლია.

მაურო ტასოტი(“მილანი”)მარჯვენა ფლანგზე ტასოტი იქნება, რომელიც უბრალოდ კარგი მცველი იყო. ის ბრწყინვალედ ერთვებოდა შეტევაში და გუნდის თავდამსხმელებს კარგი პასებით ამარაგებდა.

ალექსანდრ კოსტაკურტა(“მილანი”)ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, რომელმაც “მილანში” მრავალი წლის მანძილზე ითამაშა. ძალიან კარგი უკანახაზელი, რომელიც მძიმე სიარულით გამოირჩეოდა, ვარჯიშებზეც კი.

ფრანკო ბარეზი(“მილანი”)მას შეეძლო დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში და ბურთის ამოტანის დიდოსტატი იყო.

პაოლო მალდინი(“მილანი”)დაბადებული მარცხენა ფლანგისთვის, მაგრამ უნივერსალი მცველი. “მილანს” ბევრი წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

ანდრეს ინიესტა(“ბარსელონა”)ბოლო ათწეულში “ბარსელონას” წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ანდრესი იყო. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, პასების განაწილებაში.

ჩავი(“ბარსელონა”)ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. მან “ბარსასთან” ერთად ბევრი ტიტული მოიგო.

ზინედინ ზიდანი(“იუვენტუსი”, “რეალი”)ის იყო გენიალური შუახაზელი. მისი ტექნიკა, მოჭრილი დარტყმები ყველასგან გამორჩეული გახლდათ.

ლეო მესი(“ბარსელონა”) ვარსკვავური შემადგენლობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ბოლო 20 წლის განმავლობაში შედგენილი გუნდიდან. მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ ის არაა ყველა დროის საუკეთესო, რადგან არ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი.

რონალდინიო(“ბარსელონა”, “მილანი”)“ბარსელონაში” და შემდეგ “მილანშიც” დიდი ვარსკვლავი იყო. მისი ბრწყინვალე ტექნიკის ხარჯზე, ბევრი შედევრი შექმნა.

რონალდო(“ბარსელონა”, “რეალი”, “ინტერი”) – პირველი რონალდო და კრიშტიანუ რონალდუ. მან რამდენიმე კლუბში მაყურებელს ულამაზესი გოლები ანახა.

mar

ვან ბასტენი ალკმაარს შეუთანხმდა

მარკო ვან ბასტენი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ალკმაარის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიკ ადვოკატს შეცვლის. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ვან ბასტენი “ჰერენვენს” წვრთნის.

ჰოლანდიური პრესის ცნობით, “ალკმაარის” წარმომადგენლები მარკოს უკვე შეხვდნენ და კონტრაქტზეც მოილაპარაკეს, რომელიც 2016 წლამდე იქნება გათვლილი.

“ჰერენვენის” ჩაბარებამდე ვან ბასტენი “აიაქსს” და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.