შმელცერი: “ბაიერნთან” თამაში კატა-თაგვობანას უფრო ჰგავდა”

დორტმუნდის “ბორუსიას” კაპიტანი, მარსელ შმელცერი, მიუნხენის “ბაიერნთან” გამართულ მატჩს (0:6), რომელიც ბუნდესლიგის 28-ე ტურის ეგიდით ჩატარდა, ირონიულად გამოეხმაურა.

“ძალიან ამბიციური მიზნები გვქონდა, თუმცა, როგორც თქვენ ნახეთ, არაფერი გამოგვივიდა,” – აცხადებს შმელცერი, რომლის გუნდმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულის მოგების შანსი დაკარგა.

“ორთაბრძოლებში ძალიან სუსტად გამოვიყურებოდით, ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან ვიყავით. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ მეტოქე მოედანზე უფრო მეტი ფეხბურთელით იყო. ეს თამაში კატა-თაგვობანას უფრო ჰგავდა,” – დაამატა შმელცერმა.

ცნობისთვი გეტყვით, რომ ბუნდესლიგის 28 ტურის შემდეგ “ბორუსია” 48 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და 21 ქულით ჩამორჩება ლიდერ “რეკორდმაისტერს”.

შმელცერი: “ამ სიტუაციიდან ერთად უნდა გამოვდეთ”

დღეს დორტმუნდის “ბორუსია” საკუთარ მოედანზე ნიქოზიის “აპოელს” დუაპირისპირდა და ფრე, 1-1 ითამაშა.

დაძაბული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გერმანელთა კაპიტანი, მარსელ შმელცერი ესაუბრა.

“ბევრი შანსი გვქონდა. განსაკუთრებით, ამას პირველ ტაიმზე ვიტყოდი. სწორედ მატჩის ამ ნაწილში უფრო მეტი უნდა გაგვეტანა. რთული პერიოდი გვაქვს. ძალები უნდა მოვიკრიბოთ და ამას მწვრთნელთან ერთად გავუმკლავდეთ. ჩვენ თავდადებულად ვითამაშეთ, თუმცა სათანადო შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ.”

“ვფიქრობ, ეს შეხვედრა კვიპროსში გამართულ შეხვედრას ჯობდა. იქ ამდენი მომენტი არ გქვონია. შესაბამისად, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. ბევრი მუშაობა მოგვიწევს, რომ ამ რთული სიტუაციიდან მოვნახოთ გამოსავალი,”  – აცხადებს შმელცერი.

“რომას” შმელცერი სჭირდება

დორტუნდის “ბორუსიას” მცველი შესაძლოა, იტალიაში გადავიდეს.

“ჯალოროსი” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად ეძებს მარცხენა მცველს. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ამ პოზიციაზე იტალიელებმა შმელცერი იპოვეს.

27 წლის უკანახაზელს გუნდთან ხელშეკრულება მომდევნო ზაფხულს უსრულდება. კლუბი მზადაა მარსელი 6 მილიონად გაასხვისონ.

მარსელ შმელცერი დორტმუნდის “ბორუსიაში” 2008 წლიდან ასპარეზობს.

შმელცერი 2-3 კვირა ვერ ითამაშებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველისთვის მარსელ შმელცერისთვის ტურინის „ივუენტუსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი ორმაგად უიღბლო გამოდგა – ხსენებულ შეხვედრაში ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, დადასტურდა, რომ შმელცერს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.

დორტმუნდელთა სამედიცინო შტაბის წევრები ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნებას მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩისთვის ვარაუდობენ, რომელიც სამ კვირაში გაიმართდება.

“ლივერპული” შმელცერით დაინტერესდა

გერმანული პრესის ცნობით “ლივერპული” დორტმუნდის “ბორუსიას” მცველის, მარსელ შმელცერის გადაბირებას აპირებს.

პრემირლიგის ლიდერები მარცხენა ფლანგის გაძლიერებას აპირებენ და ერთ-ერთი რეალური კანდიდატი სწორედ შმელცერია, რომელიც საკმაო ხანია სტაბილური თამაშით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ შმელცერს დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს, ასე რომ “ლივერპულს” სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს.