“მანჩესტერ იუნაიტედისა” და მერსესაიდული “ევერტონის” ყოფილი ნახევარმცველი, ფილ ნევილი ამიერიდან ინგლისის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს.
უეფას მიერ ოფიციალურად დადასტურებული ცნობების თანახმად, ფილ ნევილი ქალთა ნაკრებს ევროპის 2021 წლის ქალთა ჩემპიონატის დასრულებამდე გაწვრთნის.
როგორც იცით, ფილ ნევილი უკვე ფლობს უეფას სამწვრთნელო ლიცენზიას და დამხმარე მწვრთნელის პოსტზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს – “მანჩესტერ იუნაიტედას” და “ვალენსიაში”.
ერთ დროს ნევილი ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა, სადაც ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის მაღალჩინოსნების სიმპათიები დაიმსახურა.