ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ “ცზიანსუ სუნინის” ნახევარმცველი რამირესი ჩინეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების დასრულების შემდეგ იტალიაში გადაბარგდება და მილანის “ინტერს” შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბი კომერციული ორგანიზაცია Suning Group-ის საკუთრებაშია.
ცნობისთვის, ჩინეთის ჩემპიონატი მომდევნო თვეში დამთავრდება.
30 წლის რამირესმა 23 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩინეთში გადაბარგებამდე ოთხი წლის განმავლობაში ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავდა.