2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში უნგრეთის ნაკრებმა ნორვეგიული ბარიერი გადალახა და ფინალურ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. უნგრელებმა მეტოქე როგორც გასვლაზე, ასევე საშინაო შეხვედრაში დაამარცხეს, შესაბამისად, ანგარიშით 1:0 და 2:1.
უნგრეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე სულ ორჯერ უთამაშია: შორეულ 1964 და 1972 წლებში. აღსანიშნავია, რომ 1962 წლის ტურნირზე გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, რვა წლის შემდეგ კი საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.
უნგრეთის ნაკრებს 1986 წლის შემდეგ დიდ ტურნირზე არ უთამაშია. ამ წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ევრო-2016 – კვალიფიკაცია. პლეი-ოფი (განმეორებითი მატჩი)
უნგრეთი — ნორვეგია 2:1 (ორი მატჩის ჯამში 3:1)
გოლები: პრიშკინი 14′, ჰენრიკსენი 83 (ა.გ.) — ჰენრიკსენი 87′.
გაფრთხილებები: ნადი 72′, ბიოდე 81′ — იოჰანსენი 11′, ფორენი 65′.
მთავარი მსაჯი: ველასკო კარბალიო (ესპანეთი).