ოფიციალურად: მუნტარი თავისუფალი აგენტია

“მილანის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბმა ნახევარმცველ სალი მუნტარისთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

ამრიგად, განელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს კლუბს.

სერია ა-ს დასრულებულ სეზონში მუნტარიმ 16 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

გამოცდილ ფეხბურთელს “უდინზეს”, “პორთსმუთის”, “ინტერის” და “სანდერლენდის” შემადგენლობაში უთამაშია.

„ევერტონი“ მუნტარით დაინტერესდა

„მილანის“ ნახევარმცველი სალი მუნტარი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ.

განელი შუახაზელი „ევერტონის“ ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროში მოხვდა. როგორც ცნობილია, მერსესაიდული კლუბის ხელმძღვანელობამ 30 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

აქამდე მუნტარიმ „მილანის“ სამწვრთნელო შტაბს მისი „პალერმოსთან“ მატჩის განაცხადს მიღმა დატოვება სთხოვა. მოთამასის აზრით, კლუბს შემდეგი სეზონისთვის მისი დატოვება არ სურს.

მუნტარიმ „პალერმოსთან“ თამაშზე უარი თქვა

Football-Italia საინტერესო ცნობას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, „მილანის“ ნახევარმცველმა სალი მუნტარიმ „პალერმოსთან“ დღევანდელ მატჩში თამაშზე უარი თქვა.

განელი ფეხბურთელის აზრით, „მილანს“ მიმდინარე სეზონში მისი იმედი აღარ აქვს. წყაროს ცნობით, „შავ-ჭიტლების“ ხელმძღვანელობამ მუნტარის წინადადება მიიღო. სავარაუდოდ, სიცილიელებთან შუახაზელი ინძაგის გუნდს არ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მუნტარი „მილანს“ 2012 წელს შეუერთდა.

მუნტარი „მილანში“ დარჩენას კიდევ ერთი სეზონით აპირებს

„მილანის“ ნახევარმცველის სალი მუნტარით თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა, იგი „როსონერიში“ თავისი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩენას გეგმავს. ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულება მხარეებს 2016 წლამდე აკავშირებთ.

„მილანში“ ყველაფრით კმაყოფილი ვარ და აქ კიდევ ერთი სეზონით დავრჩები. ახლა ჩემი მთავარი მიზანი მწვრთნელის იმაში დარწმუნებაა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაში შემიძლია“, – განაცხადა განელმა შუახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ მუნტარი „მილანს“ 2012 წელს შეუერთდა.

სკანდალი: სალი მუნტარი მუნდიალის მიმდინარეობის დროს ეწეოდა

განის ნაკრების გარშემო კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კარგად ჩანს, რომ განის ნაკრების ფეხბურთელები მაგიდასთან სხედან. როგორც გაირკვა, “მილანის” ნახევარმცველი სალი მუნტარი რაღაცას ეწეოდა, მას კი სხვა ფეხბურთელები შეძახილებით ამკობდნენ.

GhanaSportsOnline-ს ცნობით, ემანუელ ბადუმ მუნტარის “პაწაწინა მწეველი” უწოდა, რაზეც მუნტარიმ გაბრაზებული ხმით უპასუხა: “Ganja Man” დამიძახეთ”.

მუნტარმ „მილანთან“ გაახანგრძლივა

„მილანმა“ ნახევარმცველ სალი მუნტარისთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულება ძალაში 2016 წლის 30 ივნისამდე იქნება.

განელი ფეხბურთელი „როსონერის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავს.

სალი მუნტარიმ იტალიის სერია A-ს გასულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

 

„მილანი“ – „იუვენტუსის“ მატჩს მუნტარი და ვიდალი გამოტოვებენ

„ტორინოსთან“ იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩში „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ყვითელი ბარათი მიიღო.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მე-13 წუთზე ჩილელი შუახაზელი ომარ ელ-კადურის წინააღმდეგ თამაშს წესის დარღვევისთვის გააფრთხილა.

მიღებული გაფრთხილების გამო ვიდალი შემდეგი ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც „ბიანკონერის“ მეტოქე „მილანი“ იქნება.

აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის გამო „სან-სიროზე“ ჩასატარებელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერც „როსონერის“ ნახევარმცველი სალი მუნტარი მოახერხებს, რომელმაც ყვითელი ბარათი „სამპდორიასთან“ თამაშში მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

მუნტარი: „მილანი“ სწორი გზით მიდის“

„მილანის“ ნახევარმცველი სალი მუნტარი „რომასთან“ იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურის ფრედ 2:2 დასრულებული მატჩით კმაყოფილი დარჩა.

„რომა“ კარგად თამაშობდა, რაც მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ, ამავე დროს, მოგების შანსიც კი გვქონდა. ასეთი შეხვედრის შემდეგ უახლოეს მატჩებში გუნდის კარგ თამაშში ეჭვი არ მეპარება. „მილანი“ სწორი გზით მიდის“, – განაცხადა განელმა შუახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ რომაულ კლუბთან შეხვედრაში მუნტარიმ გოლის გატანა მოახერხა.

ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩში „როსონერის“ მეტოქე თანაქალაქელი „ინტერი“ იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი