დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში უელსის ნაკრებმა საქართველოსთან ქულები გაიყო (1-1).
ნახსენებ შეხვედრას ქართველი გულშემატკივრები ასე ეხმაურებიან
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში უელსის ნაკრებმა საქართველოსთან ქულები გაიყო (1-1).
ნახსენებ შეხვედრას ქართველი გულშემატკივრები ასე ეხმაურებიან
ფან-მოძრაობა “სექტორ 11”-ის წევრებზე, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, “დინამოსა” და “გაბალას” დაწყებამდე თავდასხმა მოხდა.
azerisport.com-ის ინფორმაციით, “დინამოს” გულშემატკივარი აზერბაიჯანლებს სტადიონზევე დაესხათ თავს. მიზეზი ფეისბუქ გვერდზე გუნდებისა და ქვეყნის შეურაცხყოფა იყო. გულშემატკივართა ლიდერმა ასევე დასძინა, რომ არცერთ წევრს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ მატჩი საქართველოს დედაქალაქელთა სასარგებლოდ, 2-1 დასრულდა.
28 ნოემბერს, არგენტინის ჩემპიონატში “სუპერკლასიკო” გაიმართა. “რივერ პლეიტმა” საკუთარ მოედანზე “ბოკა ხუნიორსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტრიბუნებზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა.
გთავაზობთ იმ ხალხს, რომელსაც ტელევიზორში ზოგჯერ სპორტსმენებზე უფრო ხშირად ვხედავთ.
დიდი ზენფტი. ველოსპორტის გერმენელი გულშემატკივარი, რომელსაც „ელ დიაბლოს“ ეძახიან. ველოსპორტის მთავარ ტრასებზე ჯერ კიდევ 1993 წლიდან დადის.
კლოვის აკოსტა ფერნანდესი. ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარი, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრების 150 მატჩს დაესწრო, მათ შორის გერმანიასთან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას.
ნორბერტ შტარკი. ბიატლონის გერმანელი მოყვარული. 1992 წლიდან მას არც ერთი მსოფლიო თასი არ გამოუტოვებია.
კევინ შრედერი ჰოკეის ეროვნული ლიგის მონაწილის „კოლამბუს ბლუ ჯეკეტსის“ გულშემატკვიარია.
სერგეი ზაბოროვსკი, ზედმეტსახელად პარამონი. 1967 წლიდან კიევის „დინამოს“ გულშემატკივრობს. ევროპის ლიგის ერთ-ერთ მატჩის შემდეგ მან მთავარ მსაჯს
ტომას ბალაიშისი. კალათბურთის ლიტველი გულშემატკივარი, ზედმეტსახელად სეკლა. ცნობილია იმით, რომ ნაკრების არც ერთ შეხვედრას არ ტოვებს და წვერი არასდროს გაუპარსავს.
ბული. ლონდონის „არსენალის“ ქომაგი, რომელიც საყვარელი გუნდის მატჩებზე 30 წლის განმავლობაში დადის.
მწვანე კაცუნები, ანუ „ვანკუვერ კენაკსის“ გულშემატკივრები.
მოკო. სენეგალელი გულშემატკივარი, რომელიც გრან-პრის ეტაპებზე 1970 წლიდან რეგულარულად დადის.
დარელ ბეილი. „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ქომაგი, რომელსაც ცეკვა გულშემატკივარ გოგონებზე უფრო ემტად უყვარს.
არიგო ბროვედარი. „უდინეზეს“ ერთადერთი ქომაგი, რომელიც 2012 წლის დეკემბერში „სამპდორიასთან“ მატჩს დაესწრო.
ბარბაში. „ბენფიკას“ გულშემატკივარი, რომელიც გუნდის მატჩებს 35 წელზე მეტია, რაც არ ტოვებს.
Footballeconomy-მ იმ ევროპულ კლუბთა სია გამოქვეყნა, რომელთა სტადიონებსაც 2013/14 წლების სეზონში ყველაზე მეტი მაყურებელი სტუმრობდა.
რეიტინგს სათავეში უდგას დორტმუნდის „ბორუსია“. მათ მატჩებს საშუალოდ 80 ათასი (!) გულშემატკივარი ესწრებოდა. საერთოდაც, წინა წელთან შედარებით პირველი ხუთეული არ შეცვლილა: „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბარსელონა“, „რეალი“ და „ბაიერნი“.
აღსანიშნავია, რომ 25-ე ადგილზე გავიდა გლაზგოს „რეინჯერსი“, რომელიც შოტლანდიის რანგით მესამე დივიზიონში გამოდიოდა.
სათქმელია ისიც, რომ „მილანი“ სიაში 32-ე ადგილზეა, „იუვენტუსი“ კი — 34-ე. პირველ 30-ეულში ვერ მოხვდნენ ისეთი კლუბები, როგორებიცაა: „ლილი“ (33); „მარსელი“ (35); „ევერტონი“ (36); „ვალენსია“ (37); „ტოტენჰემი“ (39); „ლიონი“ (41); „ვესტ ჰემი“ (42), „გალათასარაი“ (47), „ბილბაო“ (48); „ფიორენტინა“ (49), „ლაციო“ (50), „სევილია“ (54), „პორტუ“ (60); „ლევერკუზენი“ (61).
სიის პირველი 30-ეული ასე გამოიყურება:
2013/14 |
2012/13 |
კლუბი |
ქვეყანა |
საშუალო დასწრება |
1 |
1 |
„დორტმუნდი“ |
გერმანია |
80 295 |
2 |
2 |
„მანჩესტერ იუნაიტედი“ |
ინგლისი |
75 205 |
3 |
3 |
„ბარსელონა“ |
ესპანეთი |
72 115 |
4 |
5 |
„რეალი“ |
ესპანეთი |
71 565 |
5 |
4 |
„ბაიერნი“ |
გერმანია |
71 000 |
6 |
6 |
„შალკე“ |
გერმანია |
61 750 |
7 |
7 |
„არსენალი“ |
ინგლისი |
60 015 |
8 |
12 |
„მიუნხენგლადბახი“ |
გერმანია |
52 240 |
9 |
36 |
„ჰერტა“ |
გერმანია |
51 890 |
10 |
8 |
„ჰამბურგი“ |
გერმანია |
51 825 |
11 |
10 |
„აიაქსი“ |
ჰოლანდია |
50 905 |
12 |
11 |
„შტუტგარტი“ |
გერმანია |
50 500 |
13 |
9 |
„ნიუკასლი“ |
ინგლისი |
50 395 |
14 |
14 |
„მანჩესტერ სიტი“ |
ინგლისი |
47 074 |
15 |
13 |
„აინტრახტი“ (ფრანკფურტი) |
გერმანია |
47 055 |
16 |
15 |
„სელტიკი“ |
შოტლანდია |
46 810 |
17 |
16 |
„ინტერი“ |
იტალია |
46 245 |
17 |
22 |
„ატლეტიკო“ |
ესპანეთი |
46 245 |
19 |
30 |
„კიოლნი“ |
გერმანია |
46 235 |
20 |
19 |
„ფეინოორდი“ |
ჰოლანდია |
45 755 |
21 |
21 |
„ჰანოვერი“ |
გერმანია |
45 635 |
22 |
24 |
„პარი სენ-ჟერმენი“ |
საფრანგეთი |
45 420 |
23 |
20 |
„ლივერპული“ |
ინგლისი |
44 670 |
24 |
26 |
„ბენფიკა“ |
პორტუგალია |
43 615 |
25 |
18 |
„რეინჯერსი“ |
შოტლანდია |
42 935 |
26 |
28 |
„ჩელსი“ |
ინგლისი |
41 480 |
27 |
33 |
„სანდერლენდი“ |
ინგლისი |
41 090 |
28 |
31 |
„ვერდერი“ |
გერმანია |
40 655 |
29 |
37 |
„ნაპოლი“ |
იტალია |
40 630 |
30 |
35 |
„რომა“ |
იტალია |
40 435 |
კვირას, საფრანგეთის რანგით მეათე დივიზიონში, “სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “მაისონ ლაფიტე” მიიღო. გასაკვირია, მაგრამ რანგით მეათე დივიზიონში, გულშემატკივრები “სენ-ჟერმენს” ისე გულშემატკივრობენ, რომ მათ შესახებ უკვე ბევრმა ადამიანმა გაიგო.