ნაინგოლანმა „რომასთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

„რომამ“ თავის ოფიციალურ საიტზე ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა. 27 წლის ბელგიელმა რომაელებთან შეთანხმება 2020 წლამდე გააგრძელა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტაქტით, ნაინგოლნანს „ჯალოროსიში“ წელიწადში 3,5 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

შეგახსენებთ, რომ რაჯა იტალიაში ჯერ კიდევ 2004 წლიდან თამაშობს. აქამდე ის „პიაჩენცასა“ და „კალიარის“ ფერებს იცავდა. 2014/15 წლების სეზონში ნაინგოლანმა „რომას“ მაისურით ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

n

„რომა“ ტოტის დუბლით დერბიში მარცხს გადაურჩა

„რომასა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურმა მატჩმა გულშემატკივართა იმედი გაამართლა.

შეხვედრა ნომინალური მასპინძლების აქტიური თამაშით დაიწყო და პირველ ოც წუთში „ჯალოროსიმ“ „ლაციოს“ კარს რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტია, თუმცა ანგარიში მაინც სტეფანო პიოლის გუნდმა გახსნა – 25-ე წუთზე ფელიპე ანდერსონის მეტოქის საჯარიმოში ჩინებულ ჩაწოდებას სტერფანო მაურის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:1. ოთხ წუთში ანდერსონმა კვლავ გაიბრწყინა, ამჯერად ბრაზილიელმა თვითონ დაარტყა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევრის უკვე მე-3 წუთზე „რომამ“ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლო – ფრანჩესკო ტოტიმ ფედერიკო მარკეტი უშანსოდ დატოვა. ამის შემდეგ „ჯალოროსის“ ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რამაც შედეგი მოიტანა. 64-ე წუთზე „ლაციოს“ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ფრანჩესკო ტოტიმ ბრწყინვალე გოლით დააგვირგვინა – 2:2! გატანილი გოლი „იმპერატორმა“ „სელფით“ აღნიშნა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ყველაზე სახიფათო მათ შორის 89-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც „რომას“ კარს შეცვლაზე შესულმა მიროსლავ კლოზემ დაუმიზნა, თუმცა რუდი გარსიას გუნდი მეკარე მორგან დე სანქტისმა გადაარჩინა.

საბოლოოდ, 2:2 და ამ ფრით „რომა“ მინიმუმ ოთხი საათით ქულების რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ გაუთაბარდა, რომელიც დღეს გასვლაზე „ნაპოლის“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება „ლაციოს“, პიოლის გუნდი 31 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, თუმცა „ნაპოლის“ მოგების შემთხვევაში გუნდი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდება.

ინძაგი: „რომა“ ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური გუნდია“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში თავისი გუნდის მეტოქის „რომას“ შესახებ ისაუბრა.

„რომა“ ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური გუნდია. სამწუხაროდ, ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ვიცით, რომ ქაღალდზე ეს თამაში რთულია, თუმცა ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც შენდება. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, რისი წყალოვითაც, ბრწყინვალე ფეხბურთის ჩვენებას შევეცდებით“, – განაცხადა სუპერპიპომ.

ცნობისთვის, „რომა“ – „მილანი“, კვირას, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

„რომა“ – „ბაიერნი“: სასტარტო შემადგენლობები

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე უეფა-ს მჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა დაიწყება. „სტადიო ოლიმპიკოზე“ ერთმანეთს „რომა“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან.

წარმოგიდგენთ გუნდთა სასტარტო შემადგენლობებს.

„რომა“: დე სანკტისი; ტოროსიდისი, იანგა-მბივა, მანოლასი, კოული; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; იტურბე, ტოტი, ჟერვინიო

„ბაიერნი“: ნოიერი; ბერნატი, ბოატენგი, ბენატია, ალაბა; ალონსო, ლამი; რობენი, მიულერი, გიოტცე

მუნტარი: „მილანი“ სწორი გზით მიდის“

„მილანის“ ნახევარმცველი სალი მუნტარი „რომასთან“ იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურის ფრედ 2:2 დასრულებული მატჩით კმაყოფილი დარჩა.

„რომა“ კარგად თამაშობდა, რაც მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ, ამავე დროს, მოგების შანსიც კი გვქონდა. ასეთი შეხვედრის შემდეგ უახლოეს მატჩებში გუნდის კარგ თამაშში ეჭვი არ მეპარება. „მილანი“ სწორი გზით მიდის“, – განაცხადა განელმა შუახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ რომაულ კლუბთან შეხვედრაში მუნტარიმ გოლის გატანა მოახერხა.

ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩში „როსონერის“ მეტოქე თანაქალაქელი „ინტერი“ იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი