ვინ ჩაანაცვლებს ლოპეტეგის ესპანეთის ნაკრებში – ოთხი ყველაზე რეალური კანდიდატი

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მადრიდის “რეალს” ჩაუდგება სათავეში. ის სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ამ ამბის გაჟღერების შემდეგ, ესპანურმა პრესამ დაიწყო იმაზე წერა, თუ ვინ იქნება ხულენის შემცვლელი “ფურია როხაში”. გამოიკვეთა ოთხი რეალური კანდიდატი.

მიჩელ გონსალესი

 

ესპანელმა თავის ნაკრებში 66 შეხვედრა ჩაატარა. ხოლო, მას შემდეგ, რაც მწვრთნელი გახდა, ის მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ გუნდს, შემდეგ “რაიო ვალეკანოს”, “ხეტაფეს”, “სევილიას”, “მარსელსა” და “მალაგას” ედგა სათავეში. მისი სტილი შეესაბამება ესპანეთის ნაკრების სათამაშო ფილოსოფიას.

ლუის ენრიკე

 

შესაძლოა, მისი წარსულის გამოცდილება ყველაზე კარგად შეესაბამებოდეს აღნიშნულ პოსტს. ლუის ენრიკემ “ბარსელონას” გაწვრთნის დროს განაცხადა, რომ ის სიამოვნებით იმუშავებდა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად. ნუ დაგვავიწყდება, რომ იგი თამაშობდა ეროვნულ გუნდში. ასევე, 48 წლის დამრიგებლის კლუბები, ნამდვილად, მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ალბერტ სელადესი

 

21-წლამდე გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი, რომელიც ესპანეთის ნაკრების წევრი იყო. საგულისხმოა, რომ სწორედ სელადესის დამოძღვრილმა ბიჭებმა მოახერხეს გასულ ზაფხულში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფინალში გასვლა, თუმცა, სამწუხაროდ, დამარცხდნენ. ალბერტი დელ-ბოსკეს სამუშაო კოლექტივში იყო და ახლა ლოპეტეგის ასისტენტად მუშაობს.

აიტორ კარანკა

 

 

ის ესპანელთა 16-წლამდე ნაკრების მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, კარანკა ჟოზე მოურინიოს ასისტენტად “რეალში” სამი წლის მანძილზე ირჯებოდა. აქ მიღებული გამოცდილების შემდეგ აიტორმა “მიდლსბრო” ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში გადაიყვანა. თუმცა, შემდეგ ეს გუნდი ისევ დაქვეითდა.

ვერმაელენი: “ლუის ენრიკე “ჩელსიში” ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც პეპი – “სიტიში”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ტომას ვერმაელენმა პრესასთან საუბრისას საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ლუის ენრიკეს “ჩელსიში” გადასვლის შესაძლებლობაზე.

“ვფიქრობ, ლუის ენრიკე პრემიერ ლიგაში წარმატებებს მიაღწევს. ჩემი აზრით, “ჩელსიში” ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც პეპია “მანჩესტერ სიტიში”. ის ინგლისურ ფეხბურთს ესპანურის სურნელებას შესძენს. ბუნებრივია, ამას დრო დასჭირდება.

მე მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა. ის თითოეულ ფეხბურთელს მისთვის გასაგებ ენაზე ელაპარაკება, იცის როგორ მიიღოს ჩვენგან ის, რაც უნდა.

მართალია, ახლა უფრო მეტს ვთამაშობ. მაგრამ ამის გამო არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ლუის ენრიკე ცუდი მწვრთნელი იყო. ის ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება,” – აცხადებს ვერმაელენი.

გვარდიოლა “ბაიერნის” პრეზიდენტს შეხვდა

მას შემდეგ რაც, მიუხენის “ბაიერნი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, გერმანელები სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთ-ერთი კანდიდანტი, რომელსაც გერმანულ კლუბს უკავშირებენ, ესპანელი ლუის ენრიკეა. SKY SPORT-ის ცნობით, სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდნენ ერთმანეთს გვარდიოლა და ული ჰიონესი.

ასევე, ამ გამოცემაზე დაყრდნობით MARCA ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოთხშაბათს მხარეები უშუალოდ შეხვდებიან ერთმანეთს და სავარაუდოდ ყველაფერი იქ გაირკვევა.

ლუის ენრიკე ახალი გამოწვევის წინაშე?

“ბარსელონას” ყოფილი თავკაცი, ლუის ამჟამად უგუნდოთაა. EUROSPORT-ის ცნობით კი, ესპანელ თავკაცს სულ მალე ახალ კლუბში ვიხილავთ.

არც მეტი, არც ნაკლები, ლუის ენრიკეს მომავალს მიუხენის “ბაიერნს” უკავშირებენ. მას შემდეგ, რაც გერმანულმა კლუბმა კარლო ანჩელოტი დაითხოვა, სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე. ერთ-ერთი კანდიდანტი კი, როგორც ჩანს ესპანელი თავკაცია.

შეგახსენებთ, რომ ენრიკე ბოლოს კატალონიის “ბარსელონას” წვრთნიდა, რომელიც მან 2017 წლის ივლისში დატოვა.

კარიკატურა: ლიონელ მესიმ კრიშტიანუ რონალდუ და ლუის ენრიკე ქორწილში არ დაპატიჟა (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, ლიონელ მესი ანტონელა როკუზოზე 30 ივნისს, არგენტინაში იქორწინებენ. წყვილმა უკვე დაარიგა ქორწილის მოსაწვევები, რომელიც არც “ბარსას” ყოფილ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს და არც ლეოს უმთავრეს კონკურენტს, კრიშიტიანუ რონალდუს შეხვდა.

ამაზე ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს…

ლუის ენრიკე: “9 ტიტული 13-დან – ბრწყინვალე შედეგია”

კატალონიური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუშინ ბოლო მატჩი ჩაატარა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” თავკაცის როლში და ბოლო ტიტულიც მოიგო – დაამარცხა რა “ალავესი” (3:1) სამეფო თასის ფინალურ მატჩში.

“ბედნიერი ვარ, რადგანაც ამ ტიტულის მოგებაც მოვახერხე და “ბარსას” გულშემატკივრები გავაბედნიერე, ჩემთვის კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მივიღე, ასე ჩემთვისაც უკეთესია, ფეხბურთელებისთვისაც და კლუბისთვისაც. ასე მათ უფრო მეტი მოტივაცია მიეცემათ.

9 ტიტული 13-დან, ბრწყინვალე შედეგია,” – აცხადებს ლუის ენრიკე.

ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვა

ბოლო დროს ლუის ენრიკესა და ჟურნალისტებს შორის არსებული ურთიერთობა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.

“ესპანიოლთან” მატჩამდე გამართული პრესკონფერენცია “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პროტესტის ნიშნად დატოვა, რისი მიზეზი ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა იყო.

“ლუჩოს” L’Equipe-ს მიერ გამოქვეყნებული საუკეთსო მწვრთნელთა რეიტინგის შესახებ დაუსვეს კითხვა, რომელშიც მან მე-13 ადგილი დაიკავა.

მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკემ ირონიულად თქვა: “მიყვარს მეცამეტე ადგილი”, ჟურნალისტებს კი შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ბევრი დრო არ დარჩა”, სახე ყალბი ღიმილით დაიმშვენა და ოთახიდან გავიდა.

ლუის ენრიკე მზადაა, “იუვენტუსთან” რვა თავდამსხმელით ითამაშოს

ტურინის “იუვენტუსთან” განცდილი მარცხის შემდეგ (3-0), “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე დანებებას არ აპირებს და აცხადებს, რომ მისი გუნდი სისხლის ბოლო წვეთამდე აპირებს ბრძოლას.

“ჯერ კიდევ შეგვიძლია ყველა ფრონტზე გამარჯვების მოპოვება. ასეთი შედეგები ჩვენს რწმენას ცოტა არ იყოს აკნინებენ, მაგრამ ეს არაფერია.

“იუვენტუსის” ბარიერის გადალახვა საკმაოდ კარგი მუხტი იქნება შემდეგი წარმატებებისათვის.

უნდა გავრისკოთ. რაღაც მომენტში ძალიან ახლოს ვიქნებით ქამბექთან და ამ დროს, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ რვა თავდამსხმელითაც ვითამაშო. დასაკარგი არაფერი გვაქვს.

მთავარია, გულშემატკივრებმა ჩვენი რწმენა არ დაკარგონ. ჩემპიონები ვართ, ყველაფერი მოვიგეთ და შეუძლებელი არაფერია,” – აცხადებს ლუის ენრიკე.

ლუის ენრიკე: “გვაქვს კოშმარული მატჩები, როცა იღბალი ოდნავადაც არაა ჩვენკენ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად ტურინის “იუვენტუსთან” განადგურდა (0:3). წარუმატებელი მატჩის შემდეგ “ბლაგურნას” მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

“პირველ ტაიმში საშინლად ვითამაშეთ. მეორე ნახევარში რაღაც ასპექტებში გამოვსწორდით, თუმცა საბოლოოდ, სამი გოლი მივიღეთ, რაც ძალიან ცუდია. ასეთ კოშმარულ დღეებში, იღბალი ოდნავადც არაა ჩვენს მხარეს. ვერასდროს ვახერხებთ თამაშის შემობრუნებას.”

“ეს “პსჟ” – “ბარსელონას” მესამე ტაიმი იყო. ჩვენ ღამის კოშმარი განგვიმეორდა. აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ, რატომ ვიყავით ასეთი უსუსურები. ამ წაგებამ კიდევ უფრო გამაღიზიანა, ვიდრე პარიზელებთან მარცხმა”

“ჩვენი პოზიციური თამაში საჭირო დონეზე დაბლა იყო. ამ მხრივ მეტოქემ დაგვჯაბნა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, “იუვეს” წინააღმდეგ ასე არ უნდა ითამაშო,” – განაცხადა ლუის ენრიკემ.

 

ლუის ენრიკე: “წარმატებაში საკვანძო როლი რწმენამ შეასრულა”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონას” მიერ სასწაულის მოხდენის შემდეგ, კატალონიელთა სპეციალისტმა, ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“თითოეულ ფეხბურთელს ბოლო წამამდე სწამდა შემდეგე ეტაპზე გასვლის. გუნდი შეუდარებელი იყო. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გავრისკეთ, რამაც, საბოლოოდ, შედეგი გამოიღო. ზოგჯერ, მატჩებს ძალიან მოულოდნელი დასასრული აქვთ. ასეთი მომენტის შემოქმედები დღეს ჩვენ გავხდით.”

“წარმატებაში საკვანძო როლი რწმენამ შეასრულა,” – განაცხადა ენრიკემ.

გვარდიოლა: “ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებამ ძალიან დამამწუხრა”

გუშინ “ლა ლიგის” 25-ე ტურში “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “სპორტინგი” გაანადგურა (6:1). დაპირისპირების შემდეგ ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში იგი კატალონეილტა მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.

ამ ფაქტს გამოეხმაურა “ბლაგურნას” ყოფილი და “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელი დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა.

“როგორც გულშემატკივარი, ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან ჩვენ “ბარსელონასთვის” იდეალური მწვრთნელი დავკარგეთ. ამ ყველაფერს მისი ხასიათიდან და თვისებებიდან გამომდინარე ვამბობ.”

“სამი სეზონის მანძილზე ლუის ენრიკეს დამოძღვრილი “ბარსელონა” ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდა. მადლობა მას იმისთვის, რაც ჩემი გუნდისთვის გააკეთა.”

“როგორც მწვრთნელი, მესმის მისი გდაწყვეტილება და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ,” – განაცხადა გვარდიოლამ.

ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი

კატალონიური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კლუბიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“დიახ, მომდევნო სეზონში “ბარსელონას” მწვრთნელი აღარ ვიქნები. ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო. ამაზე ბევრი ვიფიქრე და მჯერა, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამ.

სეზონის დაწყებამდე, კლუბის ხელმძღვანელებს გავესაუბრე და ვუთხარი, რომ იყო რაღაც შანსი, მათთან კონტრაქტი არ გამეხანგრძლივებინა. მათ კი მითხრეს, რომ ეს საჩქარო არ იყო.

მიზეზი? ამ პროფესიით მუშაობა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, დასვენებისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.