5 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “კილნმა” საკუთარ მოედანზე “აუგსბურგი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის 59-ე წუთზე, მსაჯმა “აუგსბურგის” საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. იქამდე, სანამ “კიოლნის” ფეხბურთელი დარტყმას შეასრულებდა, სტუმართა მეკარე მარვინ ჰიტცმა პენალტის ნიშნულთან მინდორი გააფუჭა.
საბოლოოდ, მოდესტეს დარტყმის მომენტში ფეხი აუსრიალდა, მეკარემ კი პენალტი მოიგერია.