დე ბრუინი პეპს ამართლებს: “არ ვიცი, რომელ რასიზმზე საუბრობს იაია”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი იაია ტურეს სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პეპ გვარდიოლას ტურე კანის ფერის გამო ჰყავდა ათვალწუნებული.

“რასიზმი? მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. უცნაური იქნება, მწვრთნელი რასისტი რომ იყოს – გუნდში რამდენიმე შავკანიანი მოთამაშე გვყავს! არ ვიცი, რაზე საუბრობს იაია. მისი სიტყვები ალბათ არასწორად გაიგეს.

როდესაც არ გათამაშებენ, ყოველთვის ცდილობ, მიზეზები იპოვო. ყველა დროის საუკეთესო სეზონი ჩავატარე და მწვრთნელიც იმ ფეხბურთელებს ენდობოდა, რომლებმაც მთელი ეს სეზონი წარმატებით ჩაატარეს.

შესაძლოა, პეპ გვარდიოლას უბრალოდ მიაჩნდა, რომ იაია საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებოდა. კლუბში რასიზმის პრობლემა არასდროს შემიმჩნევია,” – განაცხადა დე ბრუინმა.

დე ბრუინს წელიწადში 13,5 მილიონ ფუნტს სთავაზობენ ხელფასის სახით

“მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ლიდერი, კევინ დე ბრუინი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელსაც 2024 წლის ზაფხულამდე ექნება ვადა. ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ცნობილი ხდება, “ქალაქელები” დე ბრუინს ძალიან მაცდურ წინადადებას სთავაზობენ – 260 000 ფუნტი კვირაში, რაც წელიწადში დაახლოებით 13,5 მილიონ ფუნტს უდრის.

ამჟამად ფეხბურთელის წლიური შემოსავალი 6 მილიონ ფუნტს შეადგენს, კვირაში კი ის 115 000-ს იღებს. ასე რომ, საკმაოდ მალე უნდა ველოდოთ კონტრაქტის გახანგრძლივების ამბავს.

მიმდინარე სეზონში დე ბრუინმა 23 მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა.

დე ბრუინი ყველა შესაძლო ტიტულის მოგებას გეგმავს

26 წლის ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი, რომელიც საკმაოდ მოკლე ხანში გახდა “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, დარწმუნებულია, რომ “ქალაქელებს” ყველა შესაძლო ტიტულის მოგება შეუძლიათ.

“მესმის, რომ გამარჯვებისთვის გუნდური მუშაობა აუცილებელია და მარტო ვერაფერს მოვიგებ. მიუხედავად ამისა, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ინდივიდუალურად გავძლიერდე.

პირადად მე, მირჩევნია, მოედანზე ნაკლები დრო გავატარო და სანაცვლოდ გუნდმა ყველა ტიტული მოიგოს. თუმცა, ვფიქრობ ეს ამის გარეშეც შესაძლებელია. მჯერა, რომ “სიტის” ყველაფრის მოგება შეუძლია.

ჩემი გადმოსვლის შემდეგ ჩვენ მხოლოდ ლიგის თასი მოვიგეთ, ეს უნდა გამოსწორდეს. ჩვენი მიზანი ოთხივე ტიტულის მოგებაა,” – აცხადებს ბელგიელი ფეხბურთელი.

კევინ დე ბრუინმა საკუთარ მომავალზე გააკეთა კომენტარი

“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა საკუთარ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ინგლისში კიდევ დიდი ხნის მანძილზე აპირებს დარჩენას. ბელგიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვამდე 4 წელი აშორებს.

“პეპის მოსვლის შემდეგ, ყველაფერი უკეთ არის. პეპი გუნდს ისეთი სტილის ფეხბურთს ათამაშებს, რომელიც მე ძალიან მომწონს და ეს ყველაფერი ძალიან მიადვილებს დარჩენის გადაწყვეტილების მიღებას.

აქ ყოფნა ძალიან მომწონს, მანჩესტერში ჩემთვის სრულყოფილი გარემოა. მოსვლის დღიდანვე ვგრძნობდი, რომ ჩემში დარწმუნებულები იყვნენ და მენდობოდნენ.

რაც შეეხება გუნდის პროექტს, ის ნამდივლად დიდებულია. კლუბმა ბევრი ტრანსფერი განახორციელა სასურველი შედეგის მისაღწევად. ყველაფერი კარგად მიდის და მეც ბედნიერი ვარ,” – აცხადებს 26 წლის კევინ დე ბრუინი.

დე ბრუინი აგუეროს პენალტზე: “ის თერთმეტმეტრიანების ნომერ პირველი შემსრულებელია”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, “შახტართან” მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” ბელგიელმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა პრესასთან ისაუბრა.

“ჩემი საუკეთესო თამაში ნამდვილად არ ყოფილა, მოვლენები ამგვარად წარიმართა. რთული მატჩი გამოდგა, მეტოქე წინააღმდეგობას გვიწევდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ უკეთესები ვიყავით, მეტი შანსი შევქმენით და მოგებაც დავიმსახურეთ.

უმჯობესი იქნებოდა, უფრო ადრე გაგვეტანა. მნიშვნელობა არ აქვს, ხუთს, ექვს, თუ ერთს გავიტანთ. მთავარია არ გავუშვათ და მოვიგოთ,” – აცხადებს ბელგიელი ფეხბურთელი.

დე ბრუინმა აგუეროს გაფუჭებულ პენალტზეც გააკეთა კომენტარი:”სერხიო აგუერო პენალტების ნომერ პირველი შემსრულებელია მთელს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიტანა, ჩვენ მისი გვჯერა, ასეთი რამ ბევრჯერ არ ხდება.”

“მანჩესტერ სიტი” მზადაა, გაბრიელ ჟეზუს ხელფასი გაუორმაგოს

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები ძალიან კმაყოფილები არიან გუნდის და წამყვანი ფეხბურთელების ასპარეზობით და მზად არიან, ჯილდოებიც გასცენ.

წყაროს ცნობით, “ქალაქელები” ამჯერად კლუბის სამ ლიდერთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე – საუბარი გაბრიელ ჟეზუსს, დავიდ სილვასა და კევინ დე ბრუინს ეხება.

ჟეზუსის ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად, ის გუნდში 2021 წლამდე უნდა დარჩეს, კლუბმა კი ხელფასის სახით წელიწადში 3,5 მილიონი ფუნტი გადაუხადოს ბრაზილიელ შემტევს. ახალი ხელშეკრულების მიხედვით კი მას ორჯერ მეტი თანხა დაერიცხება ხელფასის სახით. გაიზრდება მისი გამოსასყიდი თანხაც.

რაც შეეხება დავიდ სილვას, ინგლისელები მას ერთი წლით გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს – 2020 წლამდე. გაბრილე ჟეზუსის მსგავსად, ხელფასი გაუორმაგდება დე ბრუინსაც – 12 მილიონი ფუნტი, ექვსის ნაცვლად.

კევინ დე ბრუინი: “200 მილიონი? ეს ტრანსფერები გვჭირდებოდა”

“მანჩესტერ სიტის” ბელგიელმა ვარსკვლავმა, კევინ დე ბრუინმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისი კლუბის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდს ახალი სისხლი ძალიან სჭირდებოდა.

“სატრანსფერო ბაზარი ახლა ასე მუშაობს. კლუბის ანგარიშიდან ძალიან ბევრი გადის და ამავდროულად ძალიან ბევრი შემოდის.

ვინ იტყვის, რომ ტრანსფერებში 200 მილიონის დახარჯვა ნორმალურია? ნორმალური ნამდვილად არაა, მაგრამ დღეს ყველაფერი ასე მუშაობს. ამის ფონზე ეს ფასი ნორმალურია.

რა თქმა უნდა, ბევრი დაიხარჯა, მაგრამ გუნდს ეს ტრანსფერები ძალიან სჭირდებოდა. ის შედეგი, რასაც კლუბი მიიღებს 200 მილიონზე გაცილებით უფრო ღირებული იქნება,” – აცხადებს დე ბრუინი.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში “ქალაქელებმა” ისეთი ფეხბურთელები დაიმატეს, როგორებიც არიან: ბერნარდო სილვა, ედერსონი, კაილი უოკერი, დანილო და ბენჟამინ მენდი. დანახარჯი კი დაახლოებით 200 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ანტონიო კონტე: “დასანანია, “ჩელსიმ” დე ბრუინი რომ არ დააფასა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე პრესასთან “ქალაქელთა” ერთ-ერთ ლიდერზე, კევინ დე ბრუინზე ისაუბრა.

“დე ბრუინი “ჩელსიშიც” თამაშობდა და ვფიქრობ, ის ერთ-ერთია დიდებულ ფეხბურთელთა შორის. ნამდვილად დასანანია, ახლა ის სხვა კლუბის ღირსებას რომ იცავს.

კევინი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ რა ვქნათ, ის ახლა “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ – ჩვენთან თამაშის შემდეგ.”

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი პირადად ჟოზე მოურინიომ დაიწუნა და მას “ვოლფსბურგში” გადასვლის საშუალება 2014 წელს მისცა, სადაც ის მსოფლიო დონის ნახევარმცველად ჩამოყალიბდა.

“დე ბრუინი მსოფლიოს რიგით მეორე საუკეთესო ფეხბურთელია”

ლონდონური “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელისათვის, ჯონ ჰარტსონისათვის “მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი მსოფლიოს რიგით მეორე საუკეთესო ფეხბურთელია.

“ვფიქრობ, ამ დროისთვის კევინ დე ბრუინი მსოფლიოს რიგით მეორე საუკეთესო ფეხბურთელია, ლეო მესის შემდეგ.” – განაცხადა ჰარტსონმა BT Sport-თან საუბრისას.

“მითხარით, ვინ თამაშობს მასზე უკეთ ამ დღეებში. ეს ბეილი ნამდვილად არ არის, სუარესი კი კარგა ხანია, რაც მიჩუმდა. დე ბრუინის წინ მხოლოდ ლიონელ მესის დავაყენებდი, რომელიც საუკეთესო მსოფლიოში.”

ჟოზე მოურინიოს მიერ დაწუნებული კრეატიული ფეხბურთელები

მართალია, ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტთა რიგს მიეკუთვნება, თუმცა მისი მუშაობის შედეგად საკმაოდ კრეატიული და ნიჭიერი ფეხბურთელები არაერთხელ დაჩაგრულან.

პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა ბოლო ათწლეულში რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს დაუნგრია კარიერა. გთავაზობთ მათ სიას:


9. ხუან კუადრადო (“ჩელსი”/ 15 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

კუადრადო ლონდონში 2015 წლის დასაწყისში გადაბარგდა იტალიური “ფიორენტინადან”, თუმცა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მოურინიოს გულის მოგება ვერ მოახერხა. ხუანი იძულებული გახდა “სტემფორდ ბრიჯი” დაეტოვებინა. ის არენდის წესით “იუვენტუსში” გადავიდა (იმავე ზაფხულს).


8. კევინ დე ბრუინი (“ჩელსი”/ 9 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

მოურინიომ “გენკიდან” 6 მილიონ ფუნტად ნაყიდი კევინ დე ბრუინი “ჩელსიში” თამაშის ღირსად არ ჩათვალა. პორტუგალიელის აზრით მას მომავალი არ ჰქონდა, ამიტომაც “არისტოკრატებმა” ის 9 მატჩის ჩატარების შემდეგ გერმანულ “ვოლფსბურგში” გაუშვეს, სადაც ბელგიელი ფეხბურთელი ვარსკვლავად იქცა.


7. რიკარდო კაკა (“რეალი”/ 87 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

“ჩელსის” ამჟამინდელ დამრიგებელს ბრაზილიელი რიკარდო კაკას შესაძლებლობებში ეჭვი მასთან თანამშრომლობის მეორე წლის დასაწყისში შეეპარა. მას შემდეგ ოქროს ბურთის მფლობელი სათადარიგო ფეხბურთელად იქცა.


6. პედრო ლეონი (“რეალი”/ 14 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

მოურინიო პედრო ლეონის დიდი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა. ერთხელ ჟოზემ პედროს ასეთი რამ უთხრა: “გუნდის თვითმფრინავი რომ განადგურდეს, რომელშიც შენ არ იმყოფებოდი, მაინც არ გათამაშებ მომდევნო კვირას.”


5. რომელუ ლუკაკუ (“ჩელსი”/ 3 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

ბელგიელ ფორვარდსა და “ახალი დროგბას” სტატუსს შორის სწორედ პორტუგალიელი მწვრთნელი აღიმართა, რომელიც მას საერთოდ არ ენდობოდა. “ევერტონის” ამჟამინდელი ლიდერი მხოლოდ 3-ჯერ ათამასა ჟოზემ “ჩელსის” მაისურით.


4. ხუან მატა (“ჩელსი”/ 17 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის შესაძლებლობებიც ჟოზემ დაიწუნა ხუან მატა გახლავთ, რომელიც ახლაც მის გუნდში იმყოფება, ოღონდ “იუნაიტედში”. არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მატამ “ჩელსი” სწორედ “მანჩესტერში” გაცვალა, თუმცა ნამდვილად არ ეგონა, რომ მოვლენები ამდაგვარად განვითარდებოდა.


3. რიკარდო ქუარეშმა (“ინტერი”/ 32 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

ვინგერის შეტევითი პოტენციალი მოურინიოს არ აკმაყოფილებდა, ამიტომაც 32 მატჩის ჩატარების შემდეგ, ის უკან, “ჩელსიში” გაგზავნა.


2. რიკარდო ქუარეშმა (“ჩელსი”/ 19 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

იტალიურ კლუბებში თავის წარმოჩენის შემდეგ, სალაჰმა აბრამოვიჩიც მოხიბლა, თუმცა არა მოურინიო – პორტუგალიელი ეგვიპტელ ფეხბურთელს საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდა. მსგავსად კუადრადოსა, კლუბი მანაც მალევე დატოვა.


1. ჰენრიკ მხითარიანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”/ 5 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

ჰენრიკ მხითარიანის საქმე ბურუსით არის მოცული. რთულია იმის თქმა, თუ რატომ დაიწუნა ჟოზემ სომეხი ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო მატჩშივე მოახერხა გოლის გატანა. თუმცა ფაქტია, რომ ის სათადარიგოთა სკამს ძალიან მიეჩვია.

გვარდიოლა: “დე ბრუინი ერთ-ერთი საუკეთესო იმათ შორის, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია”

“მანჩესტერ სიტის” ახალმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ კლუბის ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი აქო, რომელმაც “ბორნმუთთან” გასამართ მატჩში გოლისა და საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში.

“ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია.” – განაცხადა “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ყოფილმა მწვრთნელმა.

მესი? ის სხვა განზომილებაშია. დე ბრუინი, სხვა მაგიდაზეა, სადაც ის პირველია. დე ბრუინს თამაში ესმის. ამასთანავე, ის ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია.

უბურთოთ თამაშისას, ის ძალიან აგრესიულია. ბურთით კი ის ძალიან სახიფათოა, კევინს ბრწყინვალე ხედვა აქვს. ძალიან იღბლიანები ვართ, ის ჩვენს გუნდში რომ თამაშობს.”

იჰეანაჩო: “დე ბრუინის საჯარიმო? მას ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა”

“მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა ფორვარდმა, კელეჩი იჰეანაჩომ პრესას გაუმხილა, რომ კევინ დე ბრუინს წინასწარ ჰქონდა განზრახული, რომ საჯარიმო დარტყმა “რონალდინიოს სტილში” უნდა შეესრულებინა.

“ვიცოდით, რომ ასეთ სიტუაციაში კედელში მდგარი ფეხბურთელები ბურთის მოსაგერიებლად ახტებოდნენ, ვფიქრობ, რომ კევინს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა. მან ყველაფერი ბრწყინვალედ შეასრულა.

საერთო ჯამში, გუნდმა კარგად ითამაშა, მწვრთნელის დავალება სრულყოფილად შევასრულეთ ისევე როგორც პიველ, ასევე მეორე ტაიმში.” – განაცხადა “ქალაქელთა” აღზრდილმა.

დე ბრუინის მიერ შესრულებული ჯარიმის სანახავად გადადით ლინკზე – ლინკი