დე ბრუინი: “იბრაჰიმოვიჩი პრემიერ ლიგისთვის დიდებული დანამატი იქნება”

კევინ დე ბრუინს სჯერა, რომ ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას ინგლისში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ზლატანს “მანჩესტერ იუნაიტედთან” აკავშირებენ.

“ვფიქრობ, რომ მისთვის ეს კარგი იქნება. მან უკვე იცხოვრა რამოდენიმე კარგ ქალაქში, ამიტომაც ვფიქრობ, რომ აქაურობასაც კარგად მოერგება და თავს მიხედავს.

პიროვნულად მე ის ძალიან მომწონს. ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ამ გზით მიდის. ჩემთვის ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

ის კარგი დანამატია, რაც პრემიერ ლიგისთვის დიდებული რამ არის.”

დე ბრუინი: “მოურინიო უსამართლოდ მომექცა”

კევინ დე ბრუინი თვლის, რომ მის მიმართ ჟოზე მოურინიო უსამართლო იყო. როგორც იცით, კევინ დე ბრუინი “ვოლფსბურგში” გადასვლამდე “ჩელსის” ღირსებას იცავდა, თუმცა ჟოზე მოურინიომ მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა.

“მან ყველა შემტევი ნახევარმცველი მასთან მიიხმო. მან მისი 6 ფეხბურთელის სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენა – ასისტები, გოლები, პასების სიზუსტე, დრიბლინგი. მას იმის დამტკიცება უნდოდა, რომ მე სხვების დონეზე ვერ ვთამაშობდი.

მე კი მარტივად ვუპასუხე: ‘ვწუხვარ, მაგრამ ეს ლოგიკური არ არის. მე სხვებთან შედარებით გაცილებით ნაკლები სათამაშო დრო მაქვს. როგორ შეიძლება ასეთი შედარება?’ ჩემი გადმოსახედიდან ეს დიდი უსამართლობა იყო.

იმ ხალხმა, რომელიც მე კარგად მიცნობს, სიმართლე იცის. რამოდენიმე თვის შემდეგ, “ვოლფსბურგის” მთავარი ფეხბურთელი გავხდი და მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად ვითამაშე. ვინ აღმოჩნდა მართალი? მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში მინდა. სკამზე ჯდომით ბედნიერი ვერ ვიქნები.

მის მიერ ბუქარესტში გამართული პრეს კონფერენციის შემდეგ უფრო ბევრს ვშრომობდი, დასვენების დღეებშიც კი. თუმცა ჩემი სიტუაცია არ შეცვლილა. შემდეგ კი მეგობრულად ვუთხარი მას: ‘გთხოვ, წასვლის უფლება მომეცი’.

მოურინიომ კი მითხრა, რომ ჩემ გაშვებას არ აპირებდა, არც არენდით – ‘შენ კარგი ფეხბურთელი ხარ’. მაგრამ მეტი რა უნდა გამეკეთებინა.

“ჩელსის” ჩემი დაბრუნება სურდა, დარჩენაც კი, თუმცა ყველაფერი საკმარისად გამოვცადე. წასვლა მინდოდა.”

დე ბრუინი: “არავის ვპირდები, რომ ვოლფსბურგში დავრჩები”

ბელგიელმა ნახევარმცველმა კიდევ ერთხელ თქვა უარი საკუთარი მომავლის გამოაშკარავებაზე.

გამოცემა Sport 1-მა კევინ დე ბრუინს საკუთარი მომავლის შესახებ ჰკითხა, ფეხბურთელმაც პასუხი არ დააყოვნა.

“არ ვაპირებ, ვინმე დავაიმედო, რომ “ვოლფსბურგში” დავრჩები. ჩვენ ამ საკითხს შესაძლოა, მომდევნო კვირეებში დავუბრუნდეთ. ახლა უბრალოდ იმ კლუბის ერთგული ვარ , სადაც ვთამაშობ,”-აცხადებს კევინი.

“მგლების” წარმომადგენლებს ნისლიანი ალბიონიდან არაერთხელ დაუკავშირდნენ, დე ბრუინის ტრანსფერის თაობაზე.

დე ბრუინი: “არ ვიცი, მომავალ სეზონში სად ვითამაშებ”

ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი არ გამორიცხავს კიდევ ერთი გუნდში გადასვლას.

მიუხედავად იმისა, რომ “ვოლფსბურგს” არ სურს დე ბრუინის გაშვება და მასზე ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ, გერმანელები მზად არიან დიდი ფულის სანაცვლოდ შეთავაზება განიხილონ.

“არ ვიცი, მომავალ სეზონში სად ვითამაშებ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მომდევნო წლისთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფებოდე,”-განაცხადა ბელგიელმა.

შეგახსენებთ, 24 წლის შემტევის გაფორმების მთავარი კანდიდატი “მანჩესტერ სიტია”.

მოურინიომ დე ბრუინი გააკრიტიკა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ მოიკიდა კევინ დე ბრუინმა “სტემოფრდ ბრიჯზე” ფეხი.

“მან.სიტი” მზადაა, ბელგიელ შემტევში უზარმაზარი თანხა გადაიხადოს. ლონდონელებს ერთ დროს ის ჰყავდათ, თუმცა ძალიან იაფად “ვოლფსბურგს” მიჰყიდეს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 24 წლის წინახაზელს კონკურენციის შეეშინდა.

“მოხარული ვარ კევინის წარმატებით, რადგან კარგი ბიჭია. მსურდა, გუნდში დარჩენილიყო, მაგრამ ვერ უმკლავდებოდა იმ კონკურენციას, რადგან “ჩელსის” მთავარ გუნდში მოსახვედრად იყო საჭირო. მე დაბალანსებული გუნდი მყავს”.

“კევინი “ჰალთან” და “მანჩესტერთან” ვათამაშე, შემდეგ ის სკამზე დავსვი და ამის გამო გაბრაზდა. ასეთი ფეხბურთელები გუნდში არ მჭირდება,”-განაცხადა მოურინიომ.

“მანჩესტერ სიტი” დე ბრუინეს სანაცვლოდ 72 მლნ ევროს ამზადებს

“მანჩესტერ სიტის” “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინე სურს და ამ ტრანსფერის განხორციელებას ცდას არ აკლებს.

გერმანული ინტერნეტპორტალი SPORT1.de იუწყება, რომ ინგლისელები მზად არიან, 24 წლის ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 72 მილიონი ევრო გაიღონ. უახლოეს პერიოდში “ქალაქელებმა” გერმანულ კლუბს ოფიციალური წინადადებით უნდა მიმართონ. კიდევ ერთი გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ თავად მოთამაშესაც სურს გუნდის გამოცვლა.

დე ბრუინეს “ვოლფსბურგთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელი გერმანულ კლუბში ლონდონის “ჩელსიდან” 2014 წელს გადავიდა. მაშინ მის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო დახარჯეს.

გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში კევინ დე ბრუინემ 34 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და ოცი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

დე ბრუინი მომავალ სეზონს “ვოლფბურგში” გაატარებს

გერმანული კლუბი ბელგიელის “მანჩესტერ სიტიში” გაშვებაზე უარს აცხადებს.

ინგლისის ვიცე-ჩემპიონები დიდ ხანია, რაც კევინ დე ბრუინით ინტერესდებოდნენ და მასში 40 მილიონს იხდიდნენ.

სავარაუდოდ, კევინსაც “ჩელსიში” ჩავარდნილი სეზონის შემდეგ პრემიერ ლიგაში ფეხის მოკიდება სურდა, თუმცა “მგლები” ლიდერებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის გამო არ უშვებენ.

“ვფიქრობ, დე ბრუინი “ვოლფსბურგში” კიდევ ერთი სეზონი იასპარეზებს,”-აცხადებს გუნდის თავკაცი დიტერ ჰეკინგი.

დე ბრუინისთვის სამი გრანდი იბრძვის

“ვოლფსბურგის” ლიდერს საკუთარი მომავალი ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია.

ბრიტანული მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში ბელგიელი შეხვდება “მგლების” ხელმძღვანელობას და მის მომავალს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის წინახაზელით “მან.სიტი” და “პსჟ” ინტერესდებიან. კევინის მსურველთა რიცხვს “ბაიერნიც” დაემატა.

გასულ სეზონში, დე ბრუინმა ბუნდესლიგაში 34 მატჩი ჩაატარა. გაიტანა ათი გოლი და გააკეთა 21 საგოლე გადაცემა.

დე ბრუინმა “მანჩესტერ სიტისთან” გააფორმა

კევინ დე ბრუინმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ “მანჩესტერ სიტისთან” “არაფორმალური კონტრაქტი” გააფორმა, მაგრამ ნებისმიერ კლუბთან შეუძლია მოლაპარაკების გამართვა.

22 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე სასურველია. მისი სეზონური მონაგარი 15 გოლი და 25 ასისტია.

“ბაიერნი” და “პსჟ”-ც ცდილობენ ბელგიელის ხელში ჩაგდებას. ისინი 49 მილიონ ევროს იხდიან. ორმაგად მეტს, რამდენადაც “ვოლფსბურგმა” კევინი “ჩელსიდან” 2014 წლის იანვარში დაიმატა(24 მილიონი).

ბუნდესლიგაში “ვოლფსბურგმა” მეორე ადგილი დაიკავა, მოიგო გერმანიის თასი, რაშიც ლომის წვლილი სწორედ ახალგაზრდა შემტევს მიუძღვის.

“ბრწყინვალე სეზონი იყო. ვფიქრობ, ბოლომდე დავიხარჯე და შედეგიც მივიღე. ყველა ამბობს, რომ “ჩელსიში” ცუდი პერიოდი მქონდა. არა, უბრალოდ იქ არ მიწევდა ხშირად თამაში, წამოვედი და ვარჩიე სტაბილური სათამაშო დრო. მე პროგრესი განვიცადე,”-განაცხადა კევინ დე ბრუინმა.

7 ვარსკვლავი, რომელიც ამ ზაფხულს შეიძლება, პრემიერ ლიგას შეუერთდეს

ინგლისური გუნდები მზად არიან, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აფეთქებები მოახდინონ.

მაღალი დონის ტრანსფერების განხორციეება პრემიერ ლიგის გუნდებისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რადგან ისინი ევროასპარეზზე დიდი ხანია, რაც რეგრესს განიცდიან. მიუხედავად ამისა, პრემიერ ლიგის გრანდები აქტიურად არიან ჩართულნი სატრანსფერო საქმიანობებში და იმაზე ვეტს ხარჯავენ, ვიდრე საჭიროა, საკუთარ დონეზე დასაბრუნებლად.

პოლ პოგბა – “იუვენტუსი”, ფასი – 65 მილიონი ფუნტი

pogba

“იუვენტუსის” ნახევარმცველის გასაფორმებლად “მან.სიტი”, “მანჩესტერი” და “ჩელსი” იბრძვიან, მაგრამ მოთამაშის აგენტმა ყველას აცნობა, რომ ტურინული გუნდი იმ შეთავაზებას დათანხმდება, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის ფრანგში. ამას გარდა, ინგლისელებს პოლის ტრანსფერში ფრანგული “პსჟ” ეჯიბრება, რომელიც ნახევარდაცვის გაძლიერებას და პოგბას სამშობლოში დაბრუნებას ეცდება. ამას გარდა, 22 წლის ფეხბურთელი “ბარსელონასაც” სურს, მაგრამ მათ ნამდვილად გაუჭირდებათ ამ ტრანსფერში პირველობა, რადგან 2016 წლის იანვრამდე აკრძალული აქვთ ფეხბურთელის დამატება.

“მოთხოვნები მრავლადაა, მაგრამ “იუვენტუსს” პოგბას გაყიდვა არ სურს. იტალიელები პოლის ტრანსფერზე ნამდვილი აუქციონის მოწყობას ეცდებიან და მის გაყიდვას, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძლებენ,”-აცხადებს მინო რაიოლა.

ტრანსფერის ალბათობა: 60%

ლარს ბენდერი – “ბაიერი”, ფასი – 22 მილიონი

lars

“ქალაქელები” ნახევარდაცვის ხაზის გერმანელით გაძლიერებაზე უარს არ იტყვიან, თუ პოგბასთან მოლაპარაკებები კრახით დასრულდება. ამას გარდა, ახალგაზრდა ჰავბეკს შეტევების ჩაშლის და წამოწყების ბრწყინვალე ალღო აქვს. ლარს ბენდერი “არსენალისა” და “მანჩესტერის” ინტერესთა სფეროშია. 26 წლის შუახაზელს გერმანულ კლუბთან კონტრაქი 2019 წლამდე აკავშირებს.

ტრანსფერის ალბათობა: 40%

გონსალო იგუაინი – “ნაპოლი”, ფასი 37 მილიონი ევრო

SSC Napoli v SS Lazio - Serie A

არგენტინელი თავდამსხმელი მზადაა “ნაპოლი” დატოვოს, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისი არ აპირებს გაასხვისოს იმ თანხაზე ნაკლებად, რამდენიც გონსალოს “რეალიდან” გადმოყვანაში დახარჯა. მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავი სტატისტიკისა, 27 წლის წინახაზელს უკვე აწუხებს ჭარბი წონის პრობლემა.

ასე რომ, ვან გაალი მზადაა, იგუაინის გასაფორმებლად ყველაფერი გააკეთოს. ვიცე მსოფლიო ჩემპიონს “ჩელსიც” ეპატიჟება, მაგრამ ამავდროულად, იტალიაში დარჩენის ვარიანტიც აქვს. “იუვენტუსი” კარლოს ტევესის შემცვლელს აქტიურად ეძებს. “არისტოკრატებს” მცირე პრივილეგია აქვთ, რადგან ჟოზე მოურინიო “რეალში” გამოცდილ თავდამსხმელთან ერთად მუშაობდა.

ტრანსფერის ალბათობა: 60%

ბასტიან შვაინშტაიგერი – “ბაიერნი”, ფასი: 8 მილიონი

Bastian Schweinsteiger

“მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე არაერთხელ დაადასტურა, რომ მორგან შნეიდერლინის გაფორმება სურს, მაგრამ ალტერნატიულ ვარიანტად გერმანელ გამოცდილ შუახაზელს განიხილავენ. ფინანსური მხრით, ტრანსფერს ინგლისური გრანდი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. “წითელ ეშმაკებს” ისეთი ფეხბურთელი სჭირდებათ, რომელიც მაიკლ კერიკთან ერთად ნახევარდაცვაში უძლიერეს ტანდემს შექმნის.

ტრანსფერის ალბათობა: 40%

კევინ დე ბრუინი – “ვოლფსბურგი”, ფასი: 45 მილიონი ევრო

Kevin

ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა გაიმართება. “ვოლფსბურგი” დე ბრუინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ “ბაიერნი” და “პსჟ” ჩასაფრებულები არიან, ასევე “სიტის” სპორტული დირექტორიც, ჩიკი ბერიგისტიანი.

“ამ კვირაში “ვოლფსბურგის” ხელმძღვანელებს შევხვდებით და ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ,”-ამბობს ბელგიელის აგენტი, რომლის კლიენტსაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა.

ტრანსფერის ალბათობა: 60%

დუგლას კოშტა – “შახტარი”, ფასი: 24 მილიონი ევრო

douglas

ბრაზილიელი “ჩელსის” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა დაემატებინა, თუმცა ბოლო წამს, ჟოზე მოურინიომ ხუან კუადრადოს ტრანსფერი ამჯობინა.

კოლუმბიელმა “სტემფორდ ბრიჯზე” ფეხი ვერ მოიკიდა და კოპა ამერიკის შემდეგ, დიდი ალბათობით, “ინტერში” გაასხვისებენ, ხოლო ლონდონელებს მის პოზიციაზე კარგი ფეხბურთელი სჭირდებათ.

ტრანსფერის ალბათობა: 80%

კარიმ ბენზემა – მადრიდის “რეალი”, ფასი: 35 მილიონი ევრო

Karim Benzema

ფრანგ თავდამსხმელს კარიერის გაგრძელების ფართო ვარიანტი აქვს, მას პრემიერ ლიგის სამი გრანდი: “არსენალი”, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ეპატიჟება. კარიმის აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს რონალდუსთან ერთად მადრიდში თამაში სურს, მაგრამ დიდი ალბათობით, “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება მოუწევს.

“ჩვენ შევხვდით როგორც ლონდონელებს, ასევე “მანჩესტერის” წარმომადგენლებს. ბენზემა “რეალს” მხოლოდ მაშინ დატოვებს, თუ ამას მწვრთნელი გადაწყვეტს საჭიროდ,”-კარიმიმ ბენზემას აგენტი, ჯაზირი.

ტრანსფერის ალბათობა: 20%

დე ბრუინი ბუნდესლიგის რეკორდსმენია

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი პუბლიკის გაოცებას კვლავ ახერხებს, საკუთარი შესაძლებლობების ხარჯზე.

23 წლის ჰავბეკს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, 33 მატჩში ათი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მან 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამდენად, კევინმა ჩამოიტოვა ზვეზდან მისიმოვიჩი(ასევე “ვოლფსბურგი”), რომელმაც რეკორდის დამყარება 2008/2009 სეზონში შეძლო.

რიბერი: “დე ბრუინი ბაიერნის შესაფერისი არ არის”

“ბაიერნის” გარემარბის, ფრენკ რიბერის თქმით, “ვოლფსბურგისა” და ბელგიის ნაკრების შემტევი “რეკორდმესტერთა” თამაშის სტილში არ ჯდება.

კევინ დე ბრუინი “ვოლფსბურგში” დიდებულ სეზონს ატარებს. 26 ტურში, მან 9 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.

პრესამ გერმანელი “ბაიერნს” დაუკავშირა, ხოლო არიენ რობენის აზრით, ბელგიელი არ მოერგება პეპ გვარდიოლას მიერ შერჩეულ ტაქტიკას.

“ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ არაა ისეთი, როგორიც არიენ რობენია. დე ბრუინს კარგად თამაში კონტრ-შეტევებისას გამოსდის, ჩვეულებრივი თამაშისას ერთი მოძრაობით ცდილობს ფონს გასვლას. ახალგაზრდაა, ასე რომ, დახვეწვა აუცილებლად შეუძლია,”-განაცხადა ფრენკ რიბერიმ.