როგორ დაიცვა ედინ ჯეკომ თანაგუნდელი გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

31 მარტს, ავსტრიის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ამ დროს კი ყველაზე აქტიური “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი ედინ ჯეკო იყო.

ბოსნიელმა მეკარემ ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ მსაჯს მუშტი დაარტყა

ბოსნიის მეორე დივიზიონში “ბუდუჩნოსტსა” და “ბრანიტელის” შორის გამართულ მატჩში სკანდალური ინციდენტი მოხდა. მას შემდეგ, რაც შეხვედრს მთავარმა არბიტრმა მეკარე რომეო მიტროვჩს ყვითელი ბარათი უჩვენა, კიპერმა რეფერის სახეში მუშტი დაარტყა. მსაჯმა თავს გაქცევით უშველა. მიტროვიჩს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ბოსნია და ჰერცეგოვინა – ირანი 3:1

ბოსნიის ნაკებმა ტურნირის უკანასკნელ შეხვედრაში ირანი დაამარცხა და 1/8-ფინალში გასვლის საშუალება არ მისცა.

ანგარიში 23-ე წუთზე ედინ ჯეკომ გახსნა. 59-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა ბოსნიელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

მატჩის მიწურულს გუნდებმა გოლები გაცვალეს. 82-ე წუთზე სხვაობა ღუჩანეჯადმა შეამცირა. თუმცა ზუსტად ერთ წუთში ვრშაევიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

პრევიუ: ბოსნია და ჰერცეგოვინა – ირანი

ბოსნიამ ორი მარცხის შემდეგ პლეი-ოფში თამაშის შანსი დაკარგა. ირანს კი, გამარჯვების შეთხვევაში მცირე იმედი უჩნდება. 

ბოსნიაში ფეხბურთის განვითარების ლოგიკური შედეგი იყო ადგილობრივი გუნდის მუნდიალზე მოხვედრა. რამდენიმე მწვრთნელის თავკაცობით ბოსნიას ყოველთვის ერთი ნაბიჯი აკლდებოდა ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ. სუშიჩმა კი ეს მოახერხა და უკვე ჯგუფურ ეტაპზე აღმოჩენილს გაცილებით მეტის მიღწევის სურვილიც გაუჩნდა. მაგრამ, პირველ ჯერზე პლეი-ოფში გასვლა ბოსნიამ ვერ შესძლო.

საკვალიფიკაცია მატჩების დროს ბოსნიელები 4-4-2-ით თამაშობდნენ და აქცენტს შემტევს ფეხბურთზე აკეთებდნენ. თუმცა, მუნდიალისთვის სუშიჩმა ამ ტაქტიკაზე უარი თქვა და ჯეკოს პარტნიორი იბიშევიჩი სათადარიგო სკამზე დასვა. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ჩანაფიქრმა არ გაამართლა.

კარლუშ კეირუში კი პირიქით მოიქცა და ტაქტიკის შეცვლა არ დაიწყო. ირანმა პორტუგალიელი სპეციალისტისთვის დამახასიათებელი დაცვითი ფეხბურთი ითამაშა ორივე მატჩში და ბოლო ტურის წინ მცირე შანიც შეინარჩუნა.

ბოსნია და ჰერცეგოვია – ირანი

სავარაუდო შემადგენლობები:

ბოსნია და ჰერცეგოვინა: ბეგოიჩი – მუიჯა, შუნიჩი, სპაჰიჩი, ლულიჩი – ბეშიჩი, ბედუნიანინი, პიანიჩი – მისიმოვიჩი – ჯეკო, იბიშევიჩი.

ირანი: ჰაგიგი – მონტაზერი, სადიღი, ჰოსეინი, ფოოლადი – თეიმურიანი, ნეკუნამი – ჰეიდარი, ჰაისაფი, დეჟაგა – ღუჩანეჯადი. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Bosnia_Iran_GEO

ნიგერია — ბოსნია & ჰერცეგოვინა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიგერიისა და ბოსნია & ჰერცეგოვინის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა აფრიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი პიტერ ოდემვინგიე დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორია.

ინგლისურ „სტოკ სიტიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 52 გადაცემა და კარში 4-ჯერ დაარტყა.

 

პრევიუ: ნიგერია – ბოსნია და ჰერცეგოვინა

ბოსნიელებმა არგენტინასთან მატჩში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა მთავარი მუნდიალზე ქულების მოპოვებაა. 

ნიგერიელებმა პირველ ტურში ქულა მოიპოვა, ბოსნია კი მიუხედავად კარგი თამაშისა ქულების გარეშე დარჩა.

ბოსნიასთან მატჩის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ არის ნიგერიელთა დაცვის ბურჯის გოდფრი ობოაბონას თამაში, რომელმაც ტრავმა სასტარტო მატჩში მიიღო. თუმცა, ნიგერიელების მთავარი პრობლემა თამაშის ხარისხს ეხება. სტივენ კეშის შემადგენლობაში გარკვეული კორექტივების გაკეთება მოუწევს. როტაციის შესაძლებლობა ნიგერიელ სპეციალისტს განსაკუთრებით შეტევაში აქვს, სადაც პირველივე წუთებიდან შოლა ამეობის და ოდემვინგეს გამოჩენაა სავარაუდო.

ბოსნიელთა შემადგენლობა დიდი ალბათობით უცვლელი დარჩება. ერთადერთი მოსალოდნელი განსხვავება იბიშევიჩის გამოსვლა იქნება. თუმცა, შესაძლოა, სუშიჩმა არგენტინის კარში გატანილი გოლის ავტორი მეორე ტაიმისთვის შემოინახოს.

ნიგერია – ბოსნია და ჰერცეგოვინა

სავარაუდო შემადგენლობები: 

ნიგერია: ენიემა – ემბროუზი, ომერუო, იობო, ოშანივა – ობი მიკელი, ონაზი – ოდემვინგე, ამეობი, მოზესი – ემენიკე

ბოსნია და ჰერცეგოვინა: ბეგოვიჩი – მუიჯა, ბიჩაკჩიჩი, სპაჰიჩი, კოლაშინაცი – ჰაიროვიჩი, ბეშიჩი, პიანიჩი, ლულიჩი – იბიშევიჩი, ჯეკო. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: 

Nigeria_Bosnia_GEO

არგენტინის ნაკრების მცველის ეფექტური პასი

16 ივნისს, არგენტინისა და ბოსნია & ჰერცეგოვინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, არგენტინელმა მცველმა მარკოს როხომ ეფექტურად ითამაშა.

კაპიტნის გადამწყვეტი

ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ პირველ შეხვედრაში არგენტინელებმა სამი ქულა მოიპოვეს. 

მუნდიალზე ჩატარებული პირველი შეხვედრა ბოსნიელებისთვის წარუმატებლად დაიწყო. მესამე წუთზე კოლაშინაცმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტოგოლის ავტორიც გახდა.

თუმცა, სუშიჩის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაშვებულმა გოლმა ბოსნიელები არ გატეხა. შემდეგი 20 წუთი ბალკანსელების უპირატესობით წარიმართა.

პირველ ტაიმში არგენტინელებმა საკუთარი პოტენციალის გამოვლინება ვერ შესძლეს. პირველი დარტყმა საბელას შეგირდებმა მხოლოდ 31-ე წუთზე განახორციელეს, რასაც მასკერანოს სახიფათო დარტყმაც მოჰყვა.

შესვენების შემდეგ არგენტინელთა დამრიგებელმა მნიშვნელოვან ცვლილებებს მიმართა. მოედანზე გაგო და იგუაინი გამოჩნდნენ, რამაც გუნდის თამაში მნიშვნელოვნად შეცვლა, უფრო ლაღი გახადა.

ბოსნიელები, მე-60 წუთამდე მაინც იბრძდნენ და არგენტინელებს მოდუნების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა სუშიჩის შეგირდების დაღლილობა თვალშისაცემი იყო. არგენტინელებს კარგი მომენტები ექნებოდათ.

მატჩის ბედი კი, კაპიტანმა, ლეო მესიმ გადაწყვიტა, რომელმაც მნიშნველოვან მომენტში გაუტანა ბეგოვიჩს და ბოსნიელთა შანსები საგრძნობლად შეამცირა.

სუშიჩი არ დაიბნა და თამაშის გადასარჩენად ცვლილებებს მიმართა, რაც ნაწილობრივ გაუმართლდა კიდეც. შეცვლაზე შემოსულმა იბიშევიჩმა მატჩის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება ბოსნიელებმა ვეღარ მოახერხეს და არგენტინამ პირველი სამი ქულა მოიპოვა.

არგენტინამ გამარჯვებით დაიწყო

არგენტინის ნაკრებმა მუნდიალზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. საბელას შეგირდებმა ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებს სძლიეს.

მე-3 წუთზე არგენტინელები კოლაშინაცის ავტოგოლით დაწინაურნდნენ.მეორე გოლი ბოსნიელთა კარში შესვენების შემდეგ გავიდა. 65-ე წუთზე თავი ლეო მესიმ გამოიჩინა.

მატჩის დასრულებმადე 5 წუთით ადრე ბოსნიელებმა ერთი ბურტის გაქვითვა მოახერხეს. გოლი შეცვლაზე შემოსულმა იბიშევიჩმა გაიტანა.

პრევიუ: არგენტინა – ბოსნია და ჰერცეგოვინა

F ჯგუფის მატჩები აღნიშნული კვარტეტის ცენტრალური მატჩიტ იხსნება. 

ბოსნიელები მუნდიალის ფინალურ სტადიაზე პირველად იღებენ მონაწილებოას და პლეი-ოფში გასვლის კარგი შანსიც აქვთ.

ბალკანელები მუნდიალს გამოკვეთილ ფავორიტებთან მატჩით იწყებენ, სადაც მათთვის ფრეც კარგი შედეგი იქნება, რაშიც შესაძლოა ბოსნიელებს არგენტინელთა შეტევაში არსებული პრობლემები დაეხმაროს. კარლოს ტევესს საბელა აიგონორებს და ნაკრებში არ იძახებს, გონსალი იგუაინი და როდრიგო პალასიო სასტარტო შეხვედრას ტრავმების გამო დააკლდებიან. თუმცა, არგენტინელებს აგუერო, ლავეცი, მაქსი როდრიგესი, რიკი ალვარესი და რა თქმა უნდა ლეო მესი ყავთ.

ბოსნიელებს ამ მხრივ პრობელმები არ აწუხებთ. მატ შემადგენლობაში პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი, ედინ ჯეკო თამაშობს, რომელსაც ზურგს ზვეზდან მისიმოვიჩი და მირალემ პიანიჩი უმაგრებენ.

იქიდან გამომდინარე, რომ არგენტინელთა ყველაზე სუსტი წერტილი სწორედ დაცვის ხაზია (რაც ამხანაგურ შეხვედრებშიც გამოჩნდა), დღეს შედეგიან შეხვედრას უნდა ველოდოთ.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Argentina_Bosnia_GEO

როცა თანაგუნდელები ერთმანეთს ვერ უგებენ

მექსიკისა და ბოსნიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, მექსიკელმა ფეხბურთელებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, რის გამოც კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

ედინ ჯეკოს ლამაზი გოლი კოტდიუვარის კარში

31 მაისს, ბოსნია & ჰერცეგოვინასა და კოტდიუვარის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:1), ედინ ჯეკომ ლამაზი გოლის გატანა შეძლო.