გუშინ დასრულდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის ზონაში. ყველასთვის მოულოდნელად პანამის ნაკრებმა პირველად მოიპოვა მუნდიალზე თამაშის უფლება.
პანამის ეროვნული ნაკრები სახლში კოსტა რიკას მასპინძლობდა და 2-1 გაიმარჯვა. მასპინძლებმა შეხვედრაში წონასწორობა 53-ე წუთზე აღადგინეს, სწორედ ეს გოლი გახდა დავის საგანი. როგორც ესპანური გამოცემები MARCA და AS იუწყებიან, სანამ ბურთი ხაზს გადაკვეთდა, პანამის მეშვიდე ნომერმა ხელით ითამაშა, ამ ყველაფერზე კი არბიტრს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და გოლიც ჩაითვალა. საბოლოო ჯამში მასპინძლებმა ამ გამარჯვების შემდეგ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა ეს შესარჩევი ეტაპი ა.შ.შ-სა და ჰონდურასის ნაკრებებისათვის, რომ არა მსაჯის ეს საეჭვო გადაწყვეტილება.