ტომას ტუხელი: “ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” დორტმუნდს ესტუმრა და “ბორუსიას” წინააღმდეგ გააგორა ბურთი. გერმანელებმა ორჯერ მოახერხეს ესპანელებისთვის ანგარიშის გათანაბრება. შეხვედრა, ფრედ, 2-2 დასრულდა.

თამაშის შემდეგ, “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გრანდთან ვაგებდით ორჯერ და ორივეჯერ შევძელით ანგარიშის გათანაბრება.”

“შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მეორე ნახევარშიც გვქონდა შანსები, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი იყო შედომაც. ამ ყველაფერმა გამოიწვია მეორე გოლი.”

“საბოლოოდ, შეუპოვრად ვითამაშეთ, არ დავნებდით, რამაც შედეგი გამოიღო!” – განაცხადა ტუხელმა.

ანდრე შურლე: “შესანიშნავი გრძნობაა, როცა “რეალს” ზედიზედ ორჯერ უთანაბრებ ანგარიშს!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში დორტმუნდის “ბორუსიამ” მადრიდიდის “რეალი” მიიღო. გერმანულ-ესპანური დაპირისპირება, ფრედ, 2-2 დასრულდა. “ბლანკოსი” ორჯერ იგებდა, თუმცა ორივეჯერ გაუთანაბრა მეტოქემ ანგარიში.

მატჩის ბოლო გოლის ავტორმა, ანდრე შურლემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“შეხვედრა შესანიშნავად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში კონკრეტული შეცდომები დავუშვით, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ვერ მოვიგეთ დაპირისპირება.”

“შესანიშნავი გრძნობაა, როცა “რეალს” ზედიზედ ორჯერ უთანაბრებ ანგარიშს! ეს ნამდვილად დაეხმარება გუნდს, რათა კიდევ უფრო შეიკრას და გაძლიერდეს!” – განაცხადა გერმანელმა სპორტსმენმა.

ოფიციალურად: შურლე დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელია!

დიდი ხანია იწერება შურლეს დორტმუნდულ გუნდში გადასვლის შესახებ…

სულ ცოტა ხნის წინ დორტმუნდის “ბორუსიას” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანდრე შურლე “ვოლფსბურგიდან” მათ რიგებში გადავიდა. 25 წლის მოთამაშემ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის სხვა დეტალები არაა საჯარო.

აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა დროს შურლე “მაინცის”, “ლევერკუზენის”, “ჩელსისა” და “ვოლფსბურგის” რიგებში გამოდიოდა. მან “ბუნდესლიგაში” 174 მატჩში 48 გოლი გაიტანა. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კი ჩაატარა 55 შეხვედრა და 20-ჯერ გამოიჩინა თავი.

25 წლის მოთამაშე ბოლო ორ დღეში, გიოტცეს შემდეგ, უკვე მეორე შენაძენია დორტმუნდელთათვის.

შურლესთვის ორი ინგლისური გრანდი იბრძვის

“ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” ხელმძღვანელების ყურადღება “ვოლფსბურგის” შემტევმა, ანდრე შურლემ მიიქცია. ამ ინფორმაციას Kicker ავრცელებს.

მსოფლიო ჩემპიონს ინგლისში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს – მან ორი წელი გაატარა ლონდონური “ჩელსის” ბანაკში, მანამ სანამ ისევ გერმანიაში დაბრუნდებოდა.

“ამჟამად ჩემს მომავალზე საუბრის დრო არ არის, რამეთუ წინ მნიშვნელოვანი მატჩები მელის, თუმცა ფაქტია, რომ სეზონის ბოლოს ცვლილებების საჭიროება არსებობს.” – განაცხადა შურლემ.

თუ “ვოლფსბურგი” ინგლისელთა წინადადებას დათანხმდება, 25 წლის შურლე კევინ დე ბრუინის გზას გაჰყვება, რომელიც ახლა “მანჩესტერ სიტის” ლიდერის როლს თამაშობს.

შურლე: “”ჩელსიში” დარჩენის შესაძლებლობა მქონდა”

“ვოლფსბურგის” გარემარბი, ანდრეა შურლე დარწმუნებულია, რომ “ჩელსის” დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენეთ, რომ 24 წლის ნახევარმცველი 2013/2014 წლის სეზონის დაწყებამდე “ჩელსიში” “ლევერკუსენიდან” გადავიდა, ხოლო ამ ზამთარს გერმანელი “ვოლფსბურგს” შეუერთდა.

“ლონდონურ გუნდს ბავშვობიდანვე ვქომაგოდი და “ჩელსიში” თავს პირველიდან ბოლო დღემდე კომფორტულად ვგრძნობდი,”-განაცხადა შურლემ Sport Bild-თან ინტერვიუში.

“თუ რეპუტაციების მიხედვით ვიმსჯელებთ, “არისტოკრატებთან” შედარებით, “ვოლფსბურგი” პატარა გუნდია, რომელთა თამაშსაც მუდმივად ვუყურებდი. “ჩელსიში” დარჩენის შესაძლებლობა მქონდა, მოურინიომ მითხრა, რომ შანსი მექნებოდა”.

“ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება გერმანულ კლუბზე შევაჩერე. ფეხბურთის თამაში რეგულარულად მსურდა,”-შეაჯამა ანდრეა შურლემ.

შურლე: “მომდევნო სეზონში უკეთ უნდა ვითამაშო”

ლონოდნის “ჩელსის” ნახევარმცველი ანდრე შურლე პირველი ლონდონური სეზონით კმაყოფილია.

გერმანიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი “ჩელსიში” ლევერზკუზენის “ბაიერიდან” გადავიდა და ახალ კლუბში პირველ სეზონში ცხრა გოლი გაიტანა.

“პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდოდა და მიზანთან ახლოსაც ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ ტიტულის გარეშე დავრჩით. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში მეც და გუნდიც უკეთ ვიასპარეზებთ” – განაცხადა შურლემ.