პარიზელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს დიდი დანაკარგით ხვდებიან.
ლიგა 1-ის ბოლო ტურში, ლორან ბლანს “კანთან” მატჩში (2-2) იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუხდა. საზარდულის ტრავმის გამო მატჩის დასაწყისში იოან კაბაიე ადრიენ რაბიუმ შეცვალა, მარკინიოსი ფეხის კუნთის ტრავმის გამო დავიდ ლუისმა, ხოლო ბლეზ მატუიდი ვან დერ ვილმა მუხლის დაზიანების გამო.
“პსჟ”-ს წარუმატებელი სერია სერჟ ორიემ ბარძაყის კუნთის დაჭიმულობამ და ლუკას მოურას მუხლქვედა მყესის ტრავმამ გააგრძელა.
“ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავით. წინ ურთულესი მატჩი გველის, რომელიც “ჩელსისთან” უნდა გავმართოთ, ხოლო ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელის მიუხედავად, მჯერა, რომ ლონდონელთა დამარცხება შეგვიძლია,” – განაცხადა ბლანმა.
დედაქალაქელთა მწვრთნელი ვარაუდობს, რომ ბლეზ მატუიდი გუნდს “არისტოკრატთა” წინააღმდეგ პირველივე მატჩში დაეხმარება.