ცხადაძემ “ნეფთჩი” დაამარცხა

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 25-ე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ბაქოს “ნეფთჩი” კახა ცხადაძის “ინტერს” უმასპნიძლა.

შეხვედრა საქართველოს ნაკრების დამრგიებლის გუნდმა ორბურთიანი სხვაობით, 2:0 მოიგო. “ინტერის” სასტარტო შემადგენლობაში იყო ლაშა სალუქვაძე. განაცხადში იყვნენ გიორგი ლომაია და ბაჩანა ხადაძე. ალექსანდრე ამისულაშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

22 შეხვედრაში მოპოვებული 43 ქულით “ინტერი” მეორე ადგილზეა.

ცხადაძის “ინტერმა” თასის 1/4 ფინალური მატჩი მოიგო

აზერბაიჯანის თასის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში “ინტერმა” ბაქოში “ხაზარს” უმასპნიძლა და ორი უპასუხო გოლით მოუგო.

ცხადაძის შეგირდებიდან თავი ასივ მამადოვმა და თბილისის “დინამოს” ყოფილმა მოთამაშემ, მიკელ ალვარომ გამოიჩინეს.

საპასუხო შეხვედრა ლენქორანში 13 მარტს შედგება.

ცხადაძემ ჩიხრაძეს მოუგო

აზერბაიჯანული პრემიერ ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში ბაქოს “ინტერი” ზაქათალის “სიმურგს” დაუპირისპირდა. გუნდების ქართველი მწვრთნელების, კახა ცხადაძის და გიორგი ჩიხრაძის დუელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის გამარჯვებით დასრულდა. ბაქოელებმა 2:1 მოიგეს.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე, მეკარე გიორგი ლომაია კი სათადარიგო იყო.

21 ტურის შემდეგ “ინტერი” 40 ქულით მეორე პოზიციაზეა.

 

სფფ-ს პრესსამსახურის განცხადება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ქართული ფეხბურთის გაშუქებით დაინტერესებულ მედია საშუალებებს თხოვნით მიმართავს.

იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ქვეყნის მედიაში აქტიური განხილვის საგანი ხდება კონკრეტული რეზონანსული ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქმიანობასთან, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად სასურველია  ინფორმაცია გადამოწმდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურთან.

ამ წერილის გამოქვეყნების მიზეზი საქართველოს ნაკრების და ბაქოს „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის – კახა ცხადაძისადმი ერთერთი აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემის მიზანმიმართული დისკრედიტაცის  მცდელობა გახდა.

ინფორმაცია, რომელიც აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბაქოს „ინტერისა“ და „აზალს“ შორის მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა მედია საშუალებამ არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა, რაც სხვადასხვა მედია საშუალების წყარო გახდა.

კახა ცხადაძე განვითარებულ მოვლენებს თავად განმარტავს – „უსიამოვნო ინციდენტი მოხდა სათამაშო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც ვწუხვარ, მაგრამ მსურს განვმარტო ვითარება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ არანაირ ინციდენტში მონაწილეობა არ მიმიღია, ამას დაადასტურებენ ის ადამიანები,რომლებიც უშუალოდ ჩემს გვერდით იდგნენ, მათ შორის მოწინააღმდეგე გუნდის მთავარი მწვრთნელიც. ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მედია საშუალებამ, სამწუხაროდ კვლავ არასწორი ინტერპრეტაციით მიაწოდა ფეხბურთით დაინტერესებულ საზოგადოებას. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს სპეციალური კამპანია პირადად ჩემს წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

რაც არ უნდა მაკრიტიკონ და ჩემს წინააღმდეგ არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, მე წარმატებით ვაგრძელებ კლუბში საქმიანობას. ჩემთვის საამაყოა ის ფაქტი,რომ აზერბაიჯანის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩემი გუნდიდან ექვსი მოთამაშე გამოიძახა და ჯამში „ინტერის“ 14 ფეხბურთელი სხვადასხვა ნაკრების წევრები არიან. ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა და ჩემი დამოკიდებულება აზერბაიჯანული ფეხბურთისადმი ყოველთვის პოზიტიურია.

ამ ქვეყანაში უკვე ექვსი წელია ვმუშაობ და ჩემთვის გაუგებარია ეს მიზანმიმართული კამპანია, მითუმეტეს როდესაც ამ სეზონის ბოლოს კლუბი უნდა დავტოვო. დარწმუნებული ვარ, „ინტერი“ გააგრძელებს წარმატებულ თამაშს აზერბაიჯანის ჩემპიონატში და გუნდთან ერთად მორიგ შედეგიან სეზონს ჩავატარებ“ – ამბობს საქართველოს ნაკრების და ბაქოს „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი.

თავის მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მედია-დეპარტამენტი ყოველთვის მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მედია საშუალებასთან და ხელი შეუწყოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას.

სფფ-ის პრეს-სამსახური

ცხადაძის “ინტერი” “აზალს” დაუზავდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის “ინტერი” აზერბაიჯანის ჩემპიონატის 23-ე ტურში “აზალს” ესტუმრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ბაქოური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე. მეკრე გიორგი ლომაია კი თადარიგში იყო.

20 ტურის შემდეგ “ინტერი” 37 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ “ყარაბაღს” 9 ქულით ჩამორჩება.

კახა ცხადაძის ასისტენტად გია ცეცაძე დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – კახა ცხადაძე ქვეყნის პირველ გუნდში მუშაობას გია ცეცაძესთან ერთად დაიწყებს. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ცხადაძის ასისტენტად ოფიციალურად დაინიშნა.

გია ცეცაძეს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან (1994 წელს დაბადებულები). 2013 წელს, ამ ნაკრებმა, სწორედ, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით წარმატებით დაძლია ელიტრაუნდი და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა.

გია ცეცაძე დაიბადა 1974 წლის 3 სექტემბერს. 2010-11 წლებში მუშაობდა საფეხბურთო კლუბ გორის „დილაში“, მთავარ მწვრთნელად. 2012 წელს კი, ამავე კლუბში იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. 2013 წლის იანვარში, დაინიშნა საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ამავე წლის აგვისტოში კი, გახდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი და კლუბში რამდენიმე თვე იმუშავა.

სანაკრებო დონეზე გია ცეცაძე უკვე მეორედ შეუდგება მუშაობას.

სფფ-ის პრესსამსახური

სიჭინავამ ცხადაძის ხელფასის შესახებ ისაუბრა

სფფ-ს პრეზიდენტმა,ზვიად სიჭინავამ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, კახა ცხადაძის ხელფასის შესახებ ისაუბრა.

“სანამ ცხადაძე “ინტერშია” ხელფასს ბაქოური კლუბიდან აიღებს. ერთი ამხანაგურ და ერთი ოფიცალურ შეხვედრაში ის საქართველოს ნაკრებს ანაზღაურების გარეშე უთავკაცებს. შემდეგ კი მის ხელფასს ჩვენ გადავიხდით. ახალ შესარჩევზე 2-წლიანი კონტრაქტია გათვალისწინებული. დღესაც არ ვიცი რამდენს იღებს კახა ბაქოში. ამიტომ, ვერ გეეტყვით სად მიიღებს მეტს. მთავარია, რომ ჩვენ ჩვენი ვალდებულებები შევასრულებთ.”

კახა ცხადაძე: “ინტერის პრეზიდენტთან პრობლემები არ მაქვს”

საქართველოს ნაკრების და ბაქოს “ინტერის” თავკაცმა აზერბაიჯანულ პრესასთან საუბარში კლუბის შეკრების და “ინტერის” ხელმძღავნელობასთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

“შეკრება ნაყოფიერი გამოდგა და შედეგებით კმაყოფილი ვარ. ჩვენი ერთადერთი პრობლემა ალექსანდრე ამისალუშვილის ტრავმაა, რის გამოც მას ალბათ ერთი თვე გაუცდება.

შემიძლია ვთქვა, რომ კლუბის პრეზიდენტ გეორგი ნიკოლოვთან პრობლემები არ მაქვს. “ინტერში” ჯახანგირ გაჯიევმა მიმიწვია და ნებისმიერ საკითხს მასთან ერთად ვარკვევ. ნიკოლოვს კი მხოლოდ იმის გამო ვერ შევხვდი, რომ მისი ჩამოსვლის დროს საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე მივემზავრებოდი” – განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ინტერის” პრეზიდენტმა კაცა ცხადაძის საქართველოს ნაკრებში დანიშვნა მიუღებელი ამბავი აღმოჩნდა. ნიკოლოვმა ცხადაძის საქციელს არაჯენტლმენურიც კი უწოდა.

რამდენს გადაუხდიან ცხადაძეს საქართველოს ნაკრებში?

აზერბაიჯანული პრესა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ხელფასის თაობაზე ავრცელებს ცნობებს.

azerifootball.com-ის ვერსიით კახა ცხადაძე სფფ-სთან მოლაპარაკებებს ფარულად აწარმოებდა და ბაქოს “ინტერი” საქართველოს ნაკრებზე გაცვალა. არადა, “ინტერმა” სფფ-ს ოფიციალური წერილიც კი გამოუგზავნა, რომელშიც ბაქოელები ადასტურებენ, რომ ცხადაძის საქართველოს ნაკრებში დანიშვნას არ ეწინააღმდეგებიან. ამავრდოულად აზერბაიჯანელები იმასაც წერენ, რომ ჯერ კიდევ შარშან ცხადაძე ფინანსურად უკეთესი კონტრაქტის მისაღებად მოლაპრაკებებს ყახაზურ “ასტანასთანაც” მართავდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

ფინანსურ დეტალებს რაც შეეხება – აზერბაიჯანელი კოლეგები იუწყებიან, რომ “ინტერში” ქართველი სპეციალისტი ხელფასის სახით თვეში 4,5 ათას დოლარს იღებდა, საქართველოს ნაკრების გაწვრთნაში კი მას წელიწადში ზუსტად მილიონ დოლარს გადაუხდიან.

არველაძე ცხადაძის წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კლუბი, ბაქოს “ინტერი”, შეკრებას თურქულ ბელეკში გაივლის, სადაც 2 იანვარს გემგზავრება.

ცნობილია, რომ მოსამზადებელ ეტაპზე აზერბაიჯანული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეს თურქული “ქასიმფაშა” იქნება, რომლის თავკაციც შოთა არველაძეა. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მატჩი სწორედ ცხადაძსა და არველაძის მოლაპარაკების შედეგია.

შეხვედრას სპორტული ფაქტორის გარდა კიდევ ერთი გარემოებითაა მნიშვნელოვანი. არველაძეს “ინტერის” პარაგვაელი ნახევარმცველის, დერლის მეზა კოლის თამაშის ხილვის საშუალება მიეცემა, რომელიც უახლოეს მომავალში, შესაძლოა, “ქასიმფაშას” ფეხბურთელი გახდეს.

კახა ცხადაძის განვლილი გზა და ნაკრებში სამომავლო პერსპექტივა

რამდენიმე დღის წინ ქართველი გულშემატკივრებისთვის აქტუალური საკითხი გაირკვა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ოფიციალურად წარადგინა. 2015 წლიდან ქვეყნის მთავარ გუნდს კახაბერ ცხადაძე გაწვრთნის.

46 წლის სპეციალისტის ნაკრების თავკაცის პოსტზე დანიშნივნის შესახებ აქამდე ბევრი საუბარი იყო. საბოლოოდ, ჭორები რეალობად იქცა.

რუსთავის „მეტალურგი“, თბილისის „დინამო“ (შემდგომ „იბერია“), შვედური გიფ-ი, მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვის „დინამო“, „აინტრახტი“, „ალანია“, „მანჩესტერ სიტი“, თბილისის „ლოკომოტივი“, მახაჭყალის „ანჟი“ – ეს ის კლუბებია, რომლებშიც ცხადაძეს ფეხბურთელობის პერიოდში უთამაშია. ფეხბურთელის რანგში ცხადაძე 1990 და 1991 წლებში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 1992 წელს კახამ „სპარტაკის“ რიგებში რუსეთის ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ წელს კი, უკვე მოსკოვის „დინამოში“ ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა და ცნობილი გამოცემის, „სპორტ-ექსპერსის“ ვერსიით, წლის საუკეთესო მარცხენა მცველად სახელდება.

ასაკის მიუხედავად, ცხადაძე თანამედროვე ქართველ მწვრთნელთა შორის გამოირჩევა. მისი პირველი გუნდი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო, რომელსაც იგი 2001-2002 წლებში თავკაცობდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იგი გუნდის მოთამაშე მწვრთნელი იყო. მხოლოდ სამწვრთნელო საქმიანობით იგი 2004 წელს დაკავდა და წარმატებას მომენტალურად მიაღწია. 2005-2006 წლების სეზონში თბილისის „დინამო“ მისი თავკაცობით ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მაშინვე ცხადაძე პირველ სკანდალში მოექცა. 2006 წლის სექტემბერში, ჩემპიონატის მეოტე ტურში დისციპლინის დაღვევისთვის, ახალგაზრდა ტრიუმფატორმა ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, შემდგომ კი, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის სადიციპლინო და ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბატონ კახას მუშაობა 2007 წლის 31 მაისამდე აეკრძალა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ცხადაძემ ასევე თავშეუკავებლობის გამო ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. გარდა ამისა, უკვე ბოლნისის „სიონში“ მუშაობის პერიოდში ემოციურ სპეციალისტს „ბაქოს“ მთავარ მწვრთნელთან ბეიუკა გაჯიევთან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩში შელაპარაკება მოუვიდა, რის გამოც განმეორებით შეხვედრას მან ტრიბუნიდან უყურა.

დისკვალიფიკაციის შემდეგ „სიონმა“ ცხადაძის ადმინსიტრაციულ სამუშაოზე დატოვება გადაწყვიტა. სხვათაშორის, ცხადაძის თავკაცობით ბოლნისური კლუბი 2006 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

2008 წელს ქართველი სპეციალისტის აზერბაიჯანული ცხოვრებაც დაიწყო. მაშინ იგი ბაქოს „სტანდარტს“ ჩაუდგა სათავეში და კლუბს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე წრიდან თავკაცობდა. ერთ წელიწადში კახა ბაქოს „ინტერის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რომელშიც იგი დღემდე მუშაობს. აზერბაიჯანის ერთ-ერთ წამყვან გუნდთან მუშაობის პერიოდში საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი ქვეყნის ჩემპიონი გახდა – წარმატებას ბაქოელებმა 2009/2010 წლების სეზონში მიაღწიეს.

ჯამში, რა თქმა უნდა, ცხადაძის მიერ მიღწეული შედეგები მის საფეხბურთო ცოდნას ხაზს უსვამენ – მწვრთნელის სახით სადებიუტო სეზონში ჩემპიონატის მოგება, თუნდაც, თბილისის „დინამოსთან“, ადვილი საქმე არაა, თანაც, ამას ბოლნისის „სიონთან“ ერთ წელიწაში მოგებილ ჩემპიონატიც მივუმატოთ.

თანამედროვე ქართველ მწვრთნელებს შორის ცხადაძე ერთ-ერთი ის მწვრთნელია, რომელსაც, შესაძლოა, ფეხბურთელებთან კავშირი არ გაუჭირდეს. ყოველ შემთხვევაში, ამ ვარაუდის გამოთქმა თუნდაც მისი ასაკიდან გამომდინარე შეიძლება, რადგან ახაგაზრდა, მაგრამ გამოცდილ სპეციალისტს, წესითა და რიგით, ფეხბურთელებთან კომუნიკაცია არ უნდა გაუჭირდეს. არის იმის ალბათობაც, რომ ნაკრებში ის ფეხბურთელები დაბრუნდნენ, რომლებიც ბოლო წლებში ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსებას თემურ ქეცბაიასთან არსებული კონფლიქტის გამო არ იცავდნენ. ფაქტია, ცვლილებების დრო მოვიდა. ნაკრები ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო. ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს იმისა, თუ როგორ დატოვეს დიდმა მწვრთნელებმა დიდი კლუბები, რისი მიზეზიც სწორედ ცვლილებების საჭიროება იყო.

ქართული ფეხბურთი დღეს განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაშია და ასეთ ვაბანკზე წასული საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სამომავლო პერპექტივას, როგორც ნაკრებს, ასევე დღეს მოღვაწე ერთ-ერთ ქართველ მწვრთნელს უქმნის. წარმეტების მიღწევის შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება ერთდროულად ორ კურდღელს მოკლავს – „ჯვაროსნები“ შესარჩევ ეტაპზე შედეგს გააუმჯობესებენ და კახა ცხადაძისადმი ნდობა მოიმატებს, რომლის დახმარებითაც, შესაძლოა, მან მომავალში რომელიმე ქართული კლუბი ჩაიბაროს და მასთან ერთად წარმტეაბას, როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ევროსარბიელზე მიაღწიოს.

მოდით, ნუ ვიყოთ პესიმისტები და დავიჯეროთ, რომ საქართველოს ნაკრებში მომხდარი ცვლილებები სიტუაციას მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვლიან. ვნახოთ, რამდენად გაუმკლავდება დაკისრებულ მოვალეობას საკმარისი გამოცდილების მქონე სპეციალისტი…

ინტერის პრეზიდენტი: ცხადაძე მოლაპარაკებებს ჩემს ზურგსუკან აწრმოებდა

ბაქოს “ინტერის” პრეზიდენტმა გიორგი ნიკოლოვმა “აზრიფუტბოლთან” საუბრისას განაცხადა, რომ კახა ცხადაძის გადაწყვეტილებით გაკვირვებული და უკმაყოფილოა.

“ცხადაძის საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის შესახებ მოულოდნელად, ინტერნეტის საშუალებით გავიგე. მას წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა “ინტერისთვის” ეს ცუდი ამბავია. ცხადაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს ჩემს ზურგს უკან აწრმოებდა. კახაბერი ჯენტლმენურად არ მოიქცა.

ცხადაძის ხელმძღვანელობით “ინტერს” წარმატებები ჰქონდა, თუმცა მან გადაწყვეტილება მიიღო და მას პატივი უნდა ვცეთ. ამასთან ერთად ცხადაძე კლუბის მეპატრონეს, ჯახანგირ გაჯიევს უკვე ესაუბრა და “ინტერში” ის სეზონის ბოლომდე დარჩება.

ჩვენ კი ახალი მწვრთნელის ძიებას ვიწყებთ. “ინტერს” ახალ დამრიგებელთანაც ცხადაძის მსგავსად ხანგრძლივი ურთიერთობა სურს” – განაცხადა ნიკოლოვმა.