ოფიციალურად: “სანტოსმა” და “რეალმა” როდრიგოს თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

მადრიდის “რეალმა” და ბრაზილიურმა “სანტოსმა” ფორმალურად დაადასტურეს როდრიგოს ტრანსფერი.

17 წლის თავდამსხმელი 45 მილიონი ევრო დაჯდა. როდრიგო 2019 წელს მოაწერს კონტრაქტს ხელს და მომავალი წლის ივლისში ჩავა მადრიდში. ანუ ის ფაქტობრივად ვინისიუს ჟუნიორის გზას გაუყვება.

შემტევი “სანტოსის” აღზრდილია. მან 2018 წელს “სერია ა”-ში 10 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

“მილანი” “სანტოსის” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება

“მილანის” ხელმძღვანელები უკვე ემზადებიან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის. “როსონერს” უკვე შედგენილი აქვს სამიზნეთა ახალ სიას, რომელშიც ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას “სანტოსის” ნახევარმცველი, ლუკას ლიმა იკავებს.

როგორც ცნობილი ხდება, ლუკას ლიმასა და ბრაზილიულ კლუბს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 31 დეკემბერს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარსი იტალიელებს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატების შანსი ექნებათ.

UOL Esporte იტყობინება, რომ “როსონერის” წარმომადგენლებმა უკვე შეათანხმეს წინასწარი კონტრაქტი ლიმას აგენტებთან.

გეტყვით იმასაც, რომ 27 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს წარსულში “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “ბარსელონასთანაც” აკავშირებდნენ. ნაკრებში კი მას 14-ჯერ აქვს ნათამაშები და ორი გოლიც აქვს გატანილი (არგენტინისა და ჰაიტის ნაკრებების კარებში).

ნეიმარი: „სანტოსი“ – „სან-პაულუ“ „ელ კლასიკოზე“ უფრო დაძაბულია“

„ბარსელონას“ თავდამსხმელის ნეიმარის თქმით, მის სამშობლოში „ელ კლასიკოზე“ გაცილებით მნიშვნელოვნაი პრიცნიპული მატჩებიც ტარდება.

„მტრულ ატმოსფეროს შევეჩვიე. ბრაზილიაში მსგავში მატჩები ნამდვილი დაპირისპირებაა. სიმართლე გითხრათ, იმასთან შედარებით, რასაც ბრაზილიაში ვგეძნობდი, „რეალთან“ შეხვერდის წინ წყნარად ვარ. „სანტოსი“ – „სან-პაულუს“ ან „სანტოსი“ – „პალმეირასის“ დაპირისპირებები გაცილებით ცხელია“, – ციტირებს ნეიმარს Goal.com.

ფრედმა “სანტოსის” კარში გოლი ერთი მეტრიდან ვერ გაიტანა (ვიდეო)

3 ივლისს, ბრაზილიის ჩემპიონატში “ფლუმინენსემ” საკუთარ მოედანზე “სანტოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, მასპინძელთა თავდამსხმელმა, ფრედმა მეტოქის კარში გოლი ძალიან ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

“სანტოსი” “ბარსელონას” უჩივის

ბრაზილიურმა საფეხბურთო კლუბმა “სანტოსმა” ნეიმარის, ფეხბურთელის მამისა და “ბარსელონას” წინააღმდეგ ფიფაში საჩივარი შეიტანა.

როგორც კლუბის პრეზიდენტი მოდესტო რომა აცხადებს, “სანტოსმა” ნეიმარის გაყიდვისთვის 17,1 მილიონი ევრო მიიღო და თუ ფეხბურთელი “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სამეულში მოხვდებოდა, დამატებით კიდევ ორი მილიონი უნდა მიეღო, თუმცა “ბარსელონამ” ეს პირობა დაარღვია.

“სანტოსი” თვლის, რომ “ბარსელონამ”, ნეიმარმა და მისმა კომპანიამ სატრანსფერო შეთანხმება დაარღვიეს. ვითხოვთ, ამის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას”, – ციტირებს მოდესტო რომას სიტყვებს “გლობო”.

 

რობინიომ “მილანთან” კონტრაქტი გაწყვიტა

ბრაზილიური სატელევიზიო არხი “გლობო” იუწყება, რომ რობინიომ “მილანთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ბრაზილიელი თავდამსხმელი “სანტოსში” 2014 წლიდან იჯარის წესით თამაშობს. ფეხბურთელს “როსონერისთან” კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურებოდა.

გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “სანტოსი” მზად იყო, რობინიოს სანაცვლოდ “მილანისთვის” ახალგაზრდა ფეხბურთელი გაბრიელ ბარბოსა შეეთავაზებინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საჭირო აღარ გახდა, ვინაიდან მხარეებმა შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რობინიოსთვის ხელფასის 40 პროცენტის გადახდა სწორედ “მილანს” უწევდა, რაც ნამდვილად არ შედიოდა კლუბის ინტერესებში.

ახლა 31 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს “სანტოსთან” სრულუფლებიანი კონტრაქტის გაფორმება შეუძლია.

რობინიომ “სანტოსის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

 

რა გააკეთა რობინიომ იმის შემდეგ, რაც მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა (ვიდეო)

21 მარტს, ბრაზილიაში “სანტოსმა” საკუთარ მოედანზე “აუდაქსი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, “სანტოსის” ფეხბურთელმა რობინიომ მეტოქე მარტივად მოატყუა, შემდეგ კი ჟესტიც გააკეთა.

რობინიოს “მილანში” დაბრუნება არ სურს

“სანტოსში” განათხოვრებულმა რობინიომ განაცხადა, რომ მშობლიურ კლუბში დარჩენა სურს. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთელზე უფლებები “მილანს” ეკუთვნის.

“აქ დარჩენა მინდა, ანალოგიური სურვილი აქვს კლუბსაც. ხელმძღვანელობამ მამაჩემთან ეს საკითხი უკვე განიხილა. მათ კარგად იციან ჩემი სურვილის შესახებ”, – რობინიოს სიტყვები MilanNews.it-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

 

ტორინო ლუკას ლიმას შეიძენს

“სანტოსის” ნახევარმცველი ლუკას ლიმა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, “ტორინოს” ფეხბურთელი გახდეს.

24 წლის ფეხბურთელი “სანტოსში” შემქნილი ვითარებით უკმაყოფილოა. მოთამაშეს სამი თვეა ხელფასი არ აუღია. ლიმას აგენტმა კი ამასობაში კლუბის ხელმძღვანელობას “ტორინოს” ინტერესის შესახებ შეატყობინა.

ბრაზილიის ჩემპიონატის 35 შეხვედრაში ლუკას ლიმამ სამი გოლის გატანა შეძლო.

 

„სანტოსის“ ფანმა ნეიმარს „ბარსელონაში“ გადასვლისთვის სასამართლოში უჩივლა

ბრაზილიური „სანტონსის“ ერთ-ერთი ფანი განრისხდა, როდესაც გაიგო, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ გადასვლას აპირებდა.

იურისტი ლუსიანო პერეირა კაპაროსი სამი წლის წინ იაპონიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მისი საყვარელი გუნდი „ბარსელონას“ ხვდებოდა.

„მე „სანტოსის“ ერთგული ფანი ვარ. გუნდის ყველა მატჩზე დავდივარ. რამდენიმე წლის წინ იაპონიაში გამგზავრება და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დასწრება გადავწყვიტე. მაშინ გავიგე, რომ ნეიმარი უკვე „ბარსელონაში“ გაყიდეს. დღემდე თავს მოტყუებულად ვგრძნობ“, – ციტირებს ბრაზილიელი გულშემატკივრის სიტყვებს „The Telegraph“-ი.

კაპაროსი ფეხბურთელისგან 8300 ევროს ითხოვს, აქედან 2500 ევრო მან იაპონიაში გასამგზავრებლად დახარჯა.

“სანტოსმა” პელესთან სამუდამო კონტრაქტი გააფორმა

“სანტოსის” ხელმძღვანელობამ პელესთან სამუდამო კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ “ფეხბურთის მეფე” “სანტოსის” ღირსებას 1956-დან 1974 წლამდე იცავდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2013 წელსაც იყო გაფორმებული, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან კი მისი გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რაც წარმატებით დასრულდა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, “სანტოსს” კლუბის კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე პელეს იმიჯის გამოყენება შეეძლება.

“ახალგაზრდობაში ეს კლუბი მენდო. “სანტოსმა” მაქცია კაცადაც და ფეხბურთელადაც. ეს კლუბი მუდამ ჩემთან ერთად არის”, – ციტირებს “სანტოსის” ოფიციალური ვებგვერდი პელეს სიტყვებს.

Pelé

შეგახსენებთ, რომ პელე ამჟამად სან პულუს ერთ-ერთ საავადმყოფოს ნახევრად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ის ჰოსპიტალში ნოემბრის ბოლოს საშარდე გზების ინფექციის გამო მოათავსეს. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მან პალატაში დამოუკიდებლად სიარულიც დაიწყო.

 

რობინიოს ახალი პროფესია აქვს (ვიდეო)

6 ნოემბერს, ბრაზილის ჩემპიონატში “სანტოსსა” და “კრუზეიროს” შორის გამართულ მატჩში (3:3), მოედნიდან გასვლის შემდეგ რობინიო თანაგუნდელებს რჩევებს აძლევდა.